შენი თამაშის წესებით მე არ ვთამაშობ,ჩემი წესებით უნდა ითამაშო
არც ვოლტერი, არც სპინოზა და არც გოეთე არ იყვნენ ურწმუნოები.
1772 წელს, როცა ვილჰელმ III ორანელის წაქეზებით, აჯანყებულებმა დაპატიმრებული ვიტები დახვრიტეს, სპინოზამ გადაწყვიტა გამოეკრა წარწერა: ”უსაშინელესი ბარბაროსობა” (Ultima Barbarorum). მაგრამ თანამოაზრეებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. რაც შეეხება მის ათეიზმს, სპინოზა ერთმანეთთან არ აიგივებდა გაბატონებულ რელიგიებს და რელიგიას საერთოდ. ორანელმა ეს ფაქტი არ დაივიწყა და 1774 წელსA აკრძალა სპინოზას “თეოლოგიურ პოლიტიკური ტრაქტატი”, როგორც „ღვთისმგმობლური და სულის დამღუპველი”. სპინოზას არც ათეისტებად მიჩნეული ხალხი მოსწონდა და თავს არც ათეისტად თვლიდა. როცა უტრეხტელმა პროფესორმა ვალტერ ვან ველტჰიუზენმა მას ათეისტობა დასწამა, სპინოზამ უპასუხა, რომ იგი არც ასე შეზღუდული გონების პატრონი იყო: ათეისტები, ჩვეულებრივ მიისწრაფვიან პატივისა და დიდებისაკენ, მე კი, როგორც ყველამ იცის, ესენი მეზარებაო (110, 45.126). პარალელს გავავლებ მოციქულ პავლეს სიტყვებთან- თუ ღმერთი და სულის უკვდავება არ არსებობს, მაშინ ამქვეყნიური სიამოვნებანი უმაღლეს ღირებულებებს წარმოადგენენ.
სპინოზას “ეთიკა” იწყება ონტოლოგიით, ე.ი. ღმერთზე, ანუ ბუნებაზე მოძღვრებით. იგი მიზნად ისახავს ადამიანის თავისუფლების დაფუძნების შესაძლებლობის უღრმესი და უმაღლესი პრინციპების ჩვენებას. “ეთიკის” 5 წიგნის თანმიმდევრობა და სათაურებიც ნათლად მიუთითებენ ამ მიზანზე: I. ღმერთის შესახებ: II. სულის ბუნებისა და წარმოშობის შესახებ; III. აფექტების ბუნებისა და წარმოშობის შესახებ; IV. ადამიანის მონობის, ანუ აფექტების ძალის შესახებ; V. გონების სიძლიერის, ანუ ადამიანის თავისუფლების შესახებ. ამგვარი ეთიკური “პრაგმატიზმი” სპინოზას ყველა ნაშრომს გასდევს
რას ნიშნავს ონტოლოგია?
ОНТОЛОГИЧЕСКИЙ АРГУМЕНТ
http://dic.academic.ru/dic.nsf/enc_philoso...%9A%D0%98%D0%99Онтологический Аргумент
http://mirslovarei.com/content_fil/ontolog...ument-4935.htmlონტოლოგიური არგუმენტი
ონტოლოგიური არგუმენტი ჩამოაყალიბა მეთემერთმეტე საუკუნეში კენტერბერიის არქიეპისკოპოსმა ანსელმმა (1033-1209).იგი ე.წ. სქოლასტიკური ფილოსოფიის წარმომადგენელია.ანსელმ კენტერბერიელის მიერ ჩამოყალიბებული არგუმენტის არსი მოკლედ შეიძლება ასე გადმოვცეთ:ღმერთი არის უზენაესი ყოვლადსრულყოფილი არსება.მისი აბსოლიტური სრულყოფილება უკვე გულისხმობს მის არსებობას.ამ დებულების უარყოფა შეუძლებელია,რადგან ასეთი მცდელობა შეიცავს შინაგან წინააღმდეგობას.თუ ღმერთი არ არსებობს,მაშინ იგი არ არის სრულყოფილი.ამრიგად,ღმერთის როგორც სრულყოფილი არსების ცნებიდან აუცილებლობით გამომდინარეობს მისი არსებობა.
ანსელმი თავისი არგუმენტის აგებას იწყებს მე-13 ფსალმუნის ცნობილი სტროფის ანალიზით:“თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი“:რატომ არის უგუნურება დებულება:“ღმერთი არ არის“?რატომ ეწინააღმდეგენა იგი გონების ლოგიკა?სწორედ ესმის თუ არა „უგუნურს“ ღმერთის ცნება,მისი იდეა?
ღმერთის იდეა,-ამბობს ანსელმი-არის ყოვლადძლიერი,ყოვლისმცოდნე,დაუსაბამო,უზენასი და ყოვლადსრულყოფილი არსების იდეა,მისი ცნება.ახლა ჩვენ უკვე ვიცით რა არის ღმერთის ცნება,მაგრამ ჯერ კიდევ არ გვაქვს ამ ცნების შესატყვისი რეალობის დასაბუთება.ჯერ არ ვიცით არსებობს თუ არა იგი?
რაიმე შეიძლება არსებობდეს აზრში,იდეალურად და შეიძლება არსებობდეს რეალურად,მხოლოდ აზრში არსებული,არის ნაკლებ სრულყოფილი,ვიდრე რეალურად არსებული.ღმერთი,რომ მხოლოდ აზრში არსებულიყო,მაშინ ის იქნებოდა ნაკლოვანი არსება და არსებული მასზე მაღალი რანგის არსებად უნდა წარმოდგვედგინა.ღმერთის იდეა გულისხმობ,რომ ის ერთდროულად უნდა იყოს აზრშიც და რეალურად არსებულიც.
ანსელმი აუცილებლობის იდეას აკავშირებს ღმერთის იდეასთან.აუცილებლობა უპირატესია,ვიდრე შემთხვევითობა.ღმერთი არ შეიძლება იყოს შემთხვევითი,რადგან მაშინ მასზე სრულყოფილი,აუცილებელი არსებობა უნდა მოგვეაზრებინა.ეს კი შეუძლებელია.ღმერთი არსებობს აუცილებლად.ღმერთი არსებობდა,არსებობს და ყოველთვის იარსებებს,რადგან შეუძლებელია,რომ არ არსებობდეს,-ასკვნის ანსელმი.
ონტოლოგიური არგუმენტი ბევრჯერ გააკრიტიკეს.ანსელმის თანამედროვე ბერმა გაულინომ ანსელმი არგუმენტი,გააკრიტიკა თავის ნაშრომში „წიგნი უგუნურების დასაცავად“,იგულისხმება უგუნური,რომელმაც ფსალმუნის მიხედვით „თქვა თავის გულში,არ არის ღმერთი“.
გაულინოს კონტრარგუმენტის არსი შემდეგში მდგომარეობს:ცნებაში არ შედის არსებობა.ჩვენ შეიძლება მოვიაზროთ კუნძული,სადაც ისე ცხოვრობენ ადამიანები,როგორც სამოთხეში,მაგრამ ეს არ ნიშნავს,რომ იგი ნამდვილად არსებობს.იგივე არგუმენტი გაიმეორეს თომა აქვინელმა და იმანუელ კანტმა,კანტი ასე მსჯელობდა:მე შეიძლება გონებაში მქონდეს ასი ტალერი და არცერთი ტალერი არ მქონდეს ჯიბეში.
ანსელმმა წამოაყენა მორიგი არგუმენტი,მისი დებულების მიმართ წამოყენებული კონტრარგუმენტების წინააღმდეგ.მისი აზრით ოპონენტები ვერ ითვალისწინებენ პრინციპული მნიშვნელობის განსხვავებას,რომელიც არსებობს ერთეული საგნის ცნებასა და აბსოლუტის ცნებას შორის.აბსოლუტის ცნების მოაზრება :არსებობის“ პრედიკატის გარეშე შეუძლებელია.ხოლო სხვა ყველაფრისა კი შესაძლებელია,მაგალითად კუნძული,ასი მონეტა რეალურადაც რომ არსებულიყვნენ,მაინც შემთხვევითი არსებულნი იქნებოდნენ,და არა მარადიული და აუცილებელნი,ისინი შეიძლება არც არსებულიყვნენ,ან დროებითი არსებობის შემდეგ აღარ იარსებებენ.
პირველმიზეზის არგუმენტი
ამ არგუმენტის ავტორებად მიიჩნევენ არისტოტელეს და თომა აქვინელს.
არგუმენტის შინაარსი ასეთია:ყველაფერს რაც არსებობს,აქვს თავისი მიზეზი,შემდეგ იმასაც აქვს მიზეზი და ასე მიზეზათა ჯაჭვი ან უნდა იყოს უსასრულო,ან მასში უნდა იყოს უკანასკნელი რგოლი,რომელსაც აღარ დაჭირდება მიზეზი,რადგან თვითონ იქნება თავისი თავის მიზეზი-ასეთი პირველმიზეზი არის ღმერთი.
თომა აქვინელი ფიქრობდა,რომ შეუძლებელია მატერია არსებულიყო მარადიულად.მას ჰყავს თავისი შემოქმედი,რომელიც არსებობს მარადიულად.აქვინელის არგუმენტის კონტრარგუმენტი შემდეგი სახით იქნა ჩამოყალიბებული:თუ შესაძლებელია მარადიულად არსებული დაუსაბამო ღმერთის ცნება,მაშინ ასევე შეიძლება დავუშვათ მარადიული,დაუსაბამო სამყაროს არსებობაც.
პრაგმატული არგუმენტი
ეს არგუმენტი ჩამოაყალიბა პრაგმატიზმის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა უილიამ ჯემსმა.
თავის მხრივ,მან გამოიყენა ბლეზ პასკალის „აზარტული თამაშის“არგუმენტი.
პრაგმატული არგუმენტის არსი შემდეგში მდგომარეობს:ღმერთი არსებობს თუ არ არსებობს,ამას ვერავინ დაამტკიცებს,ამ საკითხზე ექსპერიმენტის ჩატარება და დებულების სისწორის ან მცდარობის ამგვარი შემოწმება შეუძლებელია.
მაშასადამე,უნდა ვიხელმძღვანელოთ სარგებლიანობის პრინციპით-„ჭეშმარიტია ის,რაც სასარგებლოა“.რა უფრო სასარგებლოა-არსებობა,სიკვდილის შემდგომ არსებობის გაგრძელების პერსპექტივით,თუ ამგვარი პერპექტივის გარეშე?უეჭველია,რომ ღმერთის არ არსებობის დაშვების შემთხვევაში ადამიანის არსებობა უფრო ძნელდება.ზნეობას ეცლება საფუძველი.პასკალი იტყოდა,რომ აქ ისეთივე მდგომარეობაა,რაც აზარტული თამაშის დროს:ღირს თუ არა გარისკვად?ღმერთის არსებობის სასარგებლოდ ფსონის ჩასვლა ნამდვილად ღირს,რადგან მოგების თუნდაც მცირე ალბათობის შემთხვევაში მოგებულია მარადისობა,ხოლო წაგების შემთხვევაში იკარგება ისეთი რამ,რაც ვერაფრით ვერ იქნება გამართლებული.მაშასადამე,საკმაოზე მეტი საფუძველი გვაქვს გავამართლოთ ის რისკი,რომელსაც შეიცვას დებულება „ღმერთი არსებობს“
ВОЛЬТЕР (1694-1778), французский философ и историк, один из самых влиятельных мыслителей Просвещения
4. "Я верю в Бога - не в того Бога, которого проповедуют богословы, но в Бога природы, великого геометра, творца вселенной, первопричину - неизменного, трансцендентного, вечного". (Вольтер, цит. по: Cragg 1970, 237).
"Вся природа восклицает о Его существовании, о том, что есть Высший Разум, необъятная сила, восхитительный порядок, и всё свидетельствует, что мы зависим от Него". (Вольтер, цит. по: Parton 1884, 554).