არავინ არ იცის არსებობს თუ არა სული,
ვერც ვერავინ გაიგებს ამას.
იმის თქმა მსურს, რომ საქვეყნოდ ცნობილი
არასდროს არ იქნება ასეთი ინფორმაცია,
არ შეიძლება და იმიტომ.
ღმერთის სახე დღევანდელ სამყაროში
არის რელიგია, რომელიც ხალხის
სამართავად არის შექმნილი.
როგორც ამბობს ნოდარ დუმბაძე "თეთრ ბაირაღებში" - ადამიანმა შექმნა ღმერთი და არა პირიქით.
რომ დამტკიცდეს რომ არსებობს ღმერთი,
მაშინ კაცობრიობა მხოლოდ ღმერთის იმედზე
დარჩება - რაც კაცობრიობას დაღუპავს.
რომ დამტკიცდეს რომ ღმერთი არ არსებობს,
ძლივს, რელიგიით დაკავებულ ხალხს
ვერავინ შეაჩერებს და ესეც კაცობრიობას დაღუპავს.
აქვე, ვიტყვი იმასაც, ღმერთზე არ არის დამოკიდებული
დედამიწა და კატასტროფა, რომელსაც იგი განიცდის.
კაცობრიობა გადარჩება იქამდე,
სანამ ადამიანები ერთმანეთს არ დახოცავენ.
დედამიწა კი კატასტროფას განიცდის, ისევე როგორც უკვე განიცადა ერთხელ (ეს, რაც ჩვენამდე მოვიდა).
ჭკვიანი ადამიანები კატასტროფას გადაურჩებიან
და ასე გაგრძელდება დიდხანს.
დედამიწა ჯერ ახალგაზრდაა.
ყველაფრის და მიუხედავად, ასეა თუ ისე,
რელიგიაც იწვევს ომს, კაცკვლასა და სისხლის ღვრას.
თუმცა, რელიგიის გარეშეც ყოველივე გარდაუვალი იყო
და კაცობრიობას სიცოცხლე გაუხანგრძლივა.
ნუ გახდით თქვენი ღმერთის სიყვარულს იარაღად
და ნუ მოსპობთ კაცობრიობას.
მგონი არ მინდოდა ამის დაწერა,
მაგრამ ეშმაკი შემიჩნდა
ვიცი,
არაფერი გამოვა, მაგრამ - გიყვარდეთ ერთმანეთი
This post has been edited by რუსთაველი on 11 Aug 2012, 07:59