მექანისტური რას ნიშნავს არ ვიცი
Magdala
ნუ დაახლოებით ესეთი ვარიანტია: ადამიანი რო გარდაიცვლება, ნებისმიერი მიზეზით და ახლობლები რომ თავს იმშვიდებენ "ასე ეწერაო".
ყველაფერი წინასწარ გაწერილი თუ არის, მაშინ უნდა არსებობდეს მომავლის პროგნოზირების მოდელი მაინც და რაღაც ცდომილების ფარგლებში ამბობდეს რა მოხდება მოცემულ დროს.
ამინდს ვერ პროგნოზირებენ 2-3 დღეზე მეტად წესიერად და ზეგ გივი რომელ შენობაში შევა 14:01 წუთზე, მაგას ვინ გაიგებს?
მოვლენათა ის ჯაჭვი, რომელთა მიმდინარეობა დამოკიდებულია მოაზროვნე არსების გადაწყვეტილებებზე, ჩემი აზრით არ პროგნოზირდება.
მაქსიმუმ წინასწარ განსაზღვრო მკაცრად ჩარჩოებში მოქცეული მოვლენები. როგორიცაა პლანეტების და ვარსკვლავების მოძრაობა.
ანუ მკაცრად განსაზღვრული მოვლენა გაძლევს პროგნოზირების საშუალებას.
მაგრამ სად გაუხვევს ჭიანჭველა ბუდიდან ამოსვლისას, როცა მისი ქიმიური სენსორები ორი სხვადასხვა მიმართულებით მდებარე, მაგრამ თანაბარი ინტენსივობის "სიგნალის" მქონე საკვებზე მიუთითებს... არამგონია დაპროგნოზდეს და წინასწარ განისაზღვროს.
ან იგივე: წყლის დასალევად მინდ ავარჩიო1 ცალი ჭიქა 10 ცალი აბსოლუტურად ერთნაირი ჭიქიდან. ყველანი 1 ხელის გაწვდენაზე არიან.
ცხადია უახლოესიო, შეიძლება იყოს პასუხი, მარა რა გარანტია გაქვს, რომ მეორეს არ ავიღებ?
და ეს ინფორმაცია უკვე სადღაც ეწერა?
აჰ, მოვკიდე ხელი და გამახსენდა ფორუმზე ეს თება და მეშვიდე ჭიქას დავავლებ ხელს.
- მერე იტყვი, ა ვოტ, მეშვიდე უნდა აგეღო, რადგან ესე იყო განსაზღვრული.
მე კიდევ ავურევ საქმეს და მესამეს დავტაცებ ხელს.
იგივე წარმატებით მესამეზე იტყვი - ა ბატონო, მესამე იყო განსაზღვრული.
ანუ ეგ "ესე ეწერა"-ს პონტი გამოვა ნებისმიერ ვარიანტში.
ამიტომ ესეთი მიდგომა არამეცნიერულია