#32638363 · 21 Aug 2012, 08:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დათიკო
QUOTE | იცი რა, მე არ მჯერა რომ ასეთი დიდი წარსულის მქონე ერი შეიძლება ასეთ დეგრადაციას განიცდიდეს, როგორშიც ჩვენ ვართ. და საერთოდ ერის წარსულით ტრაბახი მხოლოდ ამპარტავნებას იწვევს და განვითარებას უშლის ხელს. ვერ ვიტან როცა ღიპგადმოგდებული "ლუარსაბ თათქარიძე" თავისი იბერიულ-კავკასიური წარმომავლობით იკვეხნის და არც აწმყოს და არც მომავალს საქმეში არ ადგია. |
შეიძლება რაღაცაში დაგეთანხმო, პირველ რიგში ეგ "ლუარსაბები" სუფრაზე სადღეგრძელოებში არიან მაგრები. არც ის ვარგა, რომ ქართველების როლი მსოფლიო ცივილიზაციაში დააკნინო და სამართლიანად არ შეაფასო. ამას რუსები ცდილობდნენ შეექმნათ ქართველებისთვის არასრულფასოვნების კომპლექსი და რენეგატი შევარდნაძის მეშვეობით შექმნეს ე.წ. პრივილირიგებული წითელი მეცნიერთა კასტა ამ სფეროშიც. მაგეებმა უარყვეს ივანე ჯავახიშვილის, ნიკო მარის, მიხეილ წერეთლის, სიმონ ჯანაშიას და სხვა ქართველი თუ ცნობილი დასავლელი მეცნიერების შეხედულებები ძველი ქართული და იბერიულ-კასვკასიური ეთნოსის მიერ შექმნილ სახელმწიფოებზე და დღემდე ამ ანტიქართული ჰიპნოზის ტყვეობაში არიან, რადგან თავისივე ადრე ნათქვამს ხომ არ უარყოფენ, რადგან სამეცნიერო ხარისხები კომუნისტების დროს მიიღეს. ეხლა ამ მეცნიერებმა დაბეჭდეს "საქართველოს ისტორიის ოთხტომეული", რომლის პირველ ტომს, სადაც ლაპარაკია ძველ ქართველებზე, მე მივცემდი ესეთ კვალიფიკაციას, რომ ეს არის ქართველების მაზოხიზმი, რასაც ამ მეცნიერთა ნაწვალები ქვია, სირცხვილი მაგათ, როგორ შეიძლება დაწერო საქართველოს ისტორია და არ ილაპარაკო თუნდაც თუბალებზე, მუშქებზე, კარდუხებზე, ქალდებზე, ხალდებზე, სუბარებზე და ა. შ. აი ამ ისტორიის ოთხტომეულის შემქნელების მიერ, საქართველოს და ქართველების როლის დაკნინება ისტორიაში მიუღებელია სხვა რამეებთან ერთად.
--------------------
DANI 094
|