რამაზი
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2177
წევრი No.: 25829
რეგისტრ.: 19-November 06
|
#32683015 · 24 Aug 2012, 11:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Green Earth
QUOTE | ვისაც ლიბერალიზმი არ გევასებათ, ალტერნატივას რას გვთავაზობთ , რითი უნდა ჩავანაცვლოთ ლიბერალური ღირებულებები ? |
კარგი კითხვაა! ლიბერალიზმის ჩანაცვლებას XX საუკუნეში შეეცადა ფაშიზმი და კომუნიზმი. მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმს მოეგრიხა კისერი, საბჭოთა კავშირის დაშლით კი კომუნიზმს. მას შემდეგ ლიბერალიზმის ალტერნატივა არ გამოჩენილა. ლიბერალიზმს ბევრი მტერი ჰყავს მსოფლიოში, მაგრამ მათ არა აქვთ არაფერი ახალი რითაც ისინი ეფექტურად შეძლებდნენ დაპირისპირებას. ზოგგან მეტად, ზოგგან ნაკლებად, ლიბერალიზმი მსოფლიო ფილოსოფიაა და თანამედროვე მსოფლიოს მმართველი და მაკონტროლებელია. ისინიც კი, რომლებიც შინაგანად არ არიან ლიბერალები (რუსეთი, ირანი, ჩინეთი), იძულებული არიან მთელი რიგი ლიბერალური ღირებულებები დაიცვან როგორც მინიმუმ ფორმალურად მაინც. ასეთია ვითარება მსოფლიოში დღეს. დაძაბულობა დიდია, იმიტომ რომ მსოფლიოს მოქალაქეთა და ქვეყანათა უმეტესი ნაწილი შინაგანად ლიბერალური არაა და ლიბერალიზმი ძალად აქვთ თავს მოხვეული. სამწუხარო ჯერჯერობით ასეთი ვითარებაა საქართველოში, ჩარჩენილები ვართ შუა საუკუნეებში, ვეპოტინებით წარსულს ამჟამად უკვე მავნედ ქცეულს და გვეჩვენება რომ ლიბერალიზმი მტერია. ამის მთავარ მიზეზად მიმაჩნია ის, რომ ეგრეთწოდებული ლიბერალები შინაგანად ასეთები არ არიან და დანარჩენ საზოგადოებას მათი შემხედვარე ლიბერალიზმი მართლაც უბედურებად და დაქცევად ეჩვენება. საქართველო ამჟამად რთულ ვითარებაშია, ლიბერალიზმი ჯერჯერობით მხოლოდ გარეგნულად და ძალად არის თავს მოხვეული, დიდი შანსია ამან უკან დაგვქაჩოს და კვლავ ბნელში დაგვაბრუნოს(რომელშიც შინაგანად ჯერ კიდევ ვართ).
sailor_
QUOTE | ის რაც ლიბერალიზმზე მეტად მომწონს, ვეღარ დამკვიდრდება, ასე რომ იყოს ლიბერალიზმი, როცა იქნება, თავისით ჩანაცვლდება რამე ახლით.. |
დრონი მეფობენო უთქვამთ და ეს ნამდვილად ასეა. ლიბერალიზმზე მეტად მომწონს მეც მანამდე არსებული, ანუ შუა საუკუნეები. ძალიან ტრაგიკული და ამავდროულად ამაღლებული და ლამაზი ეპოქა იყო. არ მომწონს თანამედროვე ზედმეტად ტექნოკრატიული საზოგადოება, ბუნებას ზედმეტად მოწყვეტილი ქალაქებით და არქიტექტურით. შეადარეთ შუა საუკუნეების ჩაცმას, არქიტექტურას, ლიტერატურას, მხატვრობას და ყველაფერ დანარჩენს თანამედროვე დრო და დაინახავთ რომ კაცობრიობა სინამდვილეში უკან წავიდა. თანამედროვე ადამიანს ეჩვენება რომ ბნელი და საშინელი იყო შუა საუკუნეები, მაგრამ ეს ასე სჩანს თანამედროვეობის გადასახედიდან. შუა საუკუნეებიდან რომ გამოვხედოთ თანამედროვე მსოფლიოს იგივე ეფექტი ექნება. აიღეთ და შეადარეთ შუა საუკუნეების ქართული კულტურა, ლიტერატურა, სიმღერები, ცეკვები, ჩაცმულობა, არქტიტექტურა და სხვ. თანამედროვე ქართულ კულტურას!!! შუა საუკუნეები, ანუ ლიბერალიზმის წინა ეპოქა იყო კულტურის და სულიერების საოცარი სიმაღლე, სადამდეც ლიბერალიზმს ძალიან ბევრი აკლია. * * * sailor_QUOTE | ქრისტიანული ფასეულობები პოლიტიკაში მხოლოდ იარაღი და ფარი იყო, რომელთა უკან ტირანია და დიქტატურა იმალებოდა. |
ყოველთვის არ იყო ასე და ბოლოს როცა ამან ტოტალური ხასიათი მიიღო, შუა საუკუნეებიც დამთავრდა და იგი ლიბერალიზმმა ჩაანაცვლა ჯერ ინგლისში, შემდეგ საფრანგეთში და ამერიკის შეერთებული შტატების შექმნით სათავე დაედო ლიბერალიზმის გავრცელებას მსოფლიოში.
sailor_
QUOTE | ლიბერალიზმში არ არსებობს საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებები |
ეს არაა მართალი. აი მაგალითად ლიბერალური მანიფესტი, სადაც მთელი რიგი საყოველთაო ლიბერალური ჭეშმარიტებებია ჩამოთვლილი: Либеральный Манифест Либеральная конференция, Уадхем колледж, Оксфорд, апрель 1947 года Составлен на Международной либеральной конференции Уадхем колледж, Оксфорд Апрель 1947
Мы, либералы из девятнадцати стран, собравшиеся в Оксфорде во время разрухи, бедности, голода и страха, вызванных двумя мировыми войнами, убежденные в том, что такое состояние мира во многом порождено отходом от либеральных принципов, подтверждаем нашу верность настоящей Декларации:
I
1. Человек одарен прежде всего способностью независимо мыслить и действовать, а также способностью отличать правильное от неправильного.
2. Уважение к человеческой личности и семье является истинным фундаментом общества. 3. Государство есть лишь инструмент общества: оно не должно присваивать власть, которая противоречит основным правам граждан и условиям, составляющим сущность достойной и творческой жизни, а именно:
- личной свободе, гарантированной независимостью законодательной и судебной властей от исполнительной;
- свободе вероисповедания и свободе совести;
- свободе слова и свободе печати;
- свободе вступать или не вступать в союзы;
- свободе выбора профессии;
- возможностям полного и разновидного образования в соответствии со способностями и независимо от происхождения или материального положения;
- праву на частное владение собственностью и праву заниматься частным предпринимательством;
- свободному выбору для потребителя и возможности извлекать человеком всеобъемлющий доход от плодородия земли и промышленной деятельности;
- страхованию от угрозы болезни, безработицы, нетрудоспособности и по старости;
- равноправию мужчин и женщин.
4. Эти права и свободы могут быть обеспечены только истинной демократией. Подлинная демократия неотделима от политической свободы и базируется на сознательном, свободном и просвещенном согласии большинства, выраженном посредством свободных и тайных выборов при должном уважении к свободам и мнениям меньшинства.
II
1. Подавление экономической свободы неизбежно ведет к исчезновению свободы политической. Мы оказываем сопротивление такому подавлению, вызвано ли оно государственной собственностью или государственным контролем, или частными монополиями, картелями и трестами. Мы допускаем государственную собственность только для тех предприятий, которые находятся вне сферы действия частного предпринимательства или в которых конкуренция более не играет роли.
2. Благополучие общества должно быть приоритетным и охраняться от злоупотребления властями групповыми, ведомственными интересами.
3. Постоянное улучшение условий труда, жилищного фонда и окружающей рабочей среды является существенным. Права, обязанности и интересы труда и капитала взаимодополня-ются; организованное обсуждение и сотрудничество между работодателями и наемными работниками жизненно важно для нормального функционирования промышленности.
III
Как труд есть необходимая составная часть свободы, так и любому отдельному праву соответствует обязанность. И коль скоро свободнее общественные институты должны работать эффективно, то и каждый гражданин обязан чувствовать моральную ответственность перед согражданами и принимать активное участие в общественной жизни.
IV
Любую войну можно предотвратить, а мир на планете и экономическое процветание установятся только в том случае, если все нации будут выполнять условия:
а) твердой приверженности мировому устройству свободно вошедших в него наций, великих и малых, при одном для всех законе и справедливости и способности реализовывать международные обязательства;
b) уважения права каждого народа пользоваться основными человеческими свободами;
c) уважения языка, веры, законов и обычаев национальных меньшинств;
d) свободного обмена идеями, новостями, товарами и услугами между народами, а также свободы передвижения внутри каждой страны и между всеми странами; отсутствия цензурных и протекционистских торговых барьеров и обмена правилами и инструкциями;
e) развития отсталых регионов мира при сотрудничестве с местным населением в его интересах и интересах всего мира.
Мы призываем всех мужчин и женщин, согласных в целом с этими идеями и принципами, присоединиться к нам в стремлении добиться общественного признания этих принципов во всем мире.
ასევე ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია ლიბერალური ფილოსოფიის საფუძვლებზეა შედგენილი.
1.1948 წლის 10 დეკემბერს მიიღო გაერომ. დეკლარაციამ სათავე დაუდო ადამიანის უფლებათა აღიარებისა და დაცვის თანამედროვე ისტორიის დასაწყისს. დეკლარაციის მიღების შემდეგ, იგი მთელ მსოფლიოში სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური უფლებები ქცევის სტანდარტად იქცა.
2.ყველაზე მნიშვნელოვანი გლობალური ადამიანის უფლებათა დოკუმენტი მიღებული 1948 წ. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. მან იმდენად ფართო აღიარება მოიპოვა, რომ მისი საწყისი არასავალდებულო ხასიათი შეიცვალა და ახლა ხშირად ეყრდნობიან, როგორც საერთაშორისო სამართლის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია შედგება პრეამბულისა და 30 მუხლისაგან, რომლებიც აყალიბებენ ადამიანის უფლებებს და ძირითად თავისუფლებებს, რომელიც გააჩნია ყველა ქალს და კაცს მთელ დედამიწაზე რაიმე დისკრიმინაციის გარეშე. ის უზრუნველყოფს როგორც სამოქალაქო ასევე პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს.
მართალია, დეკლარაცია ჩაფიქრებული იყო არასავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტად, მაგრამდროთა განმავლობაში მისმა დებულებებმა ისეთი ფართო აღიარება ჰპოვა, რომ ახლა შეიძლება ითქვას, რომ ის საერთაშორისო სამართლის ჩვეულებრივი ნაწილია.
ესაც თავად დოკუმენტი:
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია
პრეამბულა ვინაიდან ადამიანთა ოჯახის ყველა წევრისათვის დამახასიათებელი ღირსების და თანასწორი და განუყოფელი უფლებების აღიარება წარმოადგენს თავისუფლების, სამართლიანობის და საყოველთაო მშვიდობის საფუძველს; დ. ვინაიდან ადამიანის უფლებათა უგულებელყოფამ და აბუჩად აგდებამ გამოიწვია ბარბაროსული აქტები, რაც აღაშფოთებს კაცობრიობის სინდისს, და რომ ისეთი მსოფლიოს შექმნა, რომელშიც ადამიანებს ექნებათ სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და რომელშიც ისინი იცხოვრებენ შიშისა და გაჭირვების გარეშე, გამოცხადებულია როგორც ადამიანთა მაღალი მისწრაფება; დ. ვინაიდან აუცილებელია უფლებებს იცავდეს კანონის ძალა იმის უზრუნველსაყოფად, რათა ადამიანი იძულებული არ გახდეს მიმართოს აჯანყებას, როგორც უკანასკნელ საშუალებას ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ; დ. ვინაიდან აუცილებელია ხელის შეწყობა ხალხათა შორის მეგობრულ ურთიერთობათა განვითარებისათვის; დ. ვინაიდან გაერთიანებული ერების ხალხებმა წესდებაში დაადასტურეს თავიანთი რწმენა ადამიანის ძირითადი უფლებებისადმი, ადამიანის პიროვნების ღირსებისა და ღირებულების და კაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობისადმი და გადაწყვიტეს ხელი შეუწყონ სოციალურ პროგრესსა და ცხოვრების უკეთეს დონეს მეტი თავისუფლების პირობებში; დ. ვინაიდან წევრმა სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა საყოველთაო ატივისცემასა და დაცვას; დ. ვინაიდან ასეთ უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო გაგებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ ვალდებულების მთლიანად შესრულებისათვის. გენერალური ასამბლეა აცხადებ. ადამისანის უფლებათა ამ საყოველთაო დეკლარაციას ისეთ ამოცანად, რომლის შესრულებას უნდა ელტვოდეს ყველა ხალხი და სახელმწიფო, რათა ყოველი ადამიანი და საზოგადოების ყოველი ორგანო, ნიადაგ გაითვალისწინებს რა ამ დეკლარაციას, მიისწრაფოდეს სწავლა-განათლების მეშვეობით ხელი შეუწყოს ამ უფლებათა და თავისუფლებათა პატივისცემას და მათი საყოველთაო და ეფექტიანი აღიარება-განხორციელების უზრუნველყოფას ნაციონალური თუ საერთაშორისო პროგრესული ღონისძიებებით როგორც ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოთა ხალხებში, ასევე ამ სახელმწიფოების იურისდიქციისადმი დაქვემდარებულ ტერიტორიათა ხალხებში.
მუხლი 1. ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. მათ მინიჭებული აქვთ გონება და სინდისი და ერთმანეთის მიმართ უნდა იქცეოდნენ ძმობის სულისკვეთებით.
მუხლი 2. ამ დეკლარაცით გამოცხადებული ყველა უფლება და ყველა თავისუფლება მინიჭებული უნდა ჰქონდეს ყოველ ადამიანს განურჩევლად რაიმე განსხვავების, სახელდობრ, რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა რწმენის, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა. გარდა ამისა, დაუშვებელია რაიმე განსხვავება იმ ქვეყნის თუ ტერიტორიის პოლიტიკური, სამართლებრივი ან საერთაშორისო სტატუსის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი ეკუთვნის, მიუხედავად იმისა, თუ როგორია ეს ტერიტორია - დამოუკიდებელი, სამეურვეო, არათვითმმართველი თუ სხვაგვარად შეზღუდული თავის სევერენიტეტში.
მუხლი 3. ყოველ ადამიანს აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება.
მუხლი 4. არავინ არ უნდა იმყოფებოდეს მონობაში ან ძალმომრეობით მორჩილების მდგომარეობაში. ყველა სახის მონობა და მონათვაჭრობა აკრძალულია.
მუხლი 5. არავის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული წამება ან სასტიკი, არაადამიანური თუ მისი ღირსების დამამცირებელი მოპყრობა და სასჯელი.
მუხლი 6. ყოველ ადამიანს, სადაც უნდა იმყოფებოდეს იგი, იმის უფლება აქვს, რომ აღიარებულ იქნეს მისი სამართალსუბიექტობა.
მუხლი 7. ყველა ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და, განურჩევლად რაიმე განსხვავებისა, ყველას აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული კანონის მიერ. ყველა ადამიანს აქვს უფლება თანაბრად იყოს დაცული ამ დეკლარაციის დამრღვევი ყოველგვარი დისკრიმინაციისაგან და ასეთი დისკრიმინაციის ყოველგვარი წაქეზებისაგან.
მუხლი 8. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ეფექტიანად იქნეს აღდგენილი უფლებებში კომპეტენტური ნაციონალური სასამართლოების მიერ იმ შემთხვევაში, როცა დარღვეულია მისთვის კონსტიტუციით თუ კანონით მინიჭებული ძირითადი უფლებები.
მუხლი 9. არავის დაპატიმრება, დაჭერა ან გაძევება არ შეიძლება თვითნებურად.
მუხლი 10. ყოველ ადამიანს მის უფლება-მოვალეობათა განსაზღვრისათვის და მისთვის წაყენებული სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის დასადგენად აქვს, სრული თანასწორობის საფუძველზე, იმის უფლება, რომ მისი საქმე საქვეყნოდ და სამართლიანობის ყველა მოთხოვნის დაცვით გაარჩიოს დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ.
მუხლი 11. 1. ყოველ ადამიანს, რომელსაც ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს ითვლებოდეს უდანაშაულოდ მანამ, სანამ მისი დამნაშავეობა დადგენილი არ იქნება კანონიერი წესისამებრ საჯარო სასამართლო განხილვით, რომლის დროსაც მისთვის უზრუნველყოფილია დაცვის ყველა შესაძლებლობა. 2. არავის არ შეიძლება მსჯავრი დაედოს დანაშაულისათვის რაიმე ისეთი მოქმედების ჩადენის საფუძველზე, ანდა ისეთი უმოქმედობისათვის, რომლებიც ჩადენის დროს არ შეადგენდა დანაშაულს ნაციონალური კანონის ან საერთაშორისო სამართლის მიხედვით. არ შეიძლება აგრეთვე უფრო მძიმე სასჯელის დადება, ვიდრე ის, რომელიც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო იმ დროს, როცა ჩადენილ იქნა დანაშაული.
მუხლი 12. არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირადსა და ოჯახურ ცხოვრებაში, თვითნებური ხელყოფა მისი საცხოვრებელი ბინის ხელშეუხებლობის, მისი კორესპონდენციის საიდუმლოების,ანდა მისიპატივისა და რეპუტაციისა. ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს კანონის მიერ ასეთი ჩარევისა თუ ხელყოფისაგან.
მუხლი 13. 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება დაუბრკოლებლად იცვლიდეს ადგილსამყოფელს და ირჩევდეს თავის საცხოვრებელ ადგილს ყოველი სახელმწიფოს ფარგლებში. 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება დატოვოს ყოველი ქვეყანა, მათ შორის თავისიც, და დაბრუნდეს თავს ქვეყანაში.
მუხლი 14. 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ეძიოს დევნისაგან თავშესაფარი სხვა ქვეყნებში და ისარგებლოს ამ თავშესაფრით. 2. ეს უფლება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი დევნის შემთხვევაში, რომლის საფუძველს ნამდვილად წარმოადგენს ჩადენა არაპოლიტიკური დანაშაულისა, ანდა ქმედობისა, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.
მუხლი 15. 1. ყოველ ადამიანს აქვს მოქალაქეობის უფლება. 2. არავის არ შეიძლება თვითნებურად ჩამოერთვას მოქალაქეობა ან უფლება თავისი მოქალაქეობის შეცვლისა.
მუხლი 16. 1. სრულასაკოვნებას მიღწეულ კაცებსა და ქალებს უფლება აქვთ რასის, ეროვნების ან რელიგიის ნიშნით რაიმე შეზღუდვის გარეშე, დაქორწინდნენ და ოჯახი დააფუძნონ. ისინი სარგებლობენ ერთნაირი უფლებებით დაქორწინებისას, ქორწინებაში ყოფნის დროს და განქორწინებისას. 2. დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობისას. 3. ოჯახი არის საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედი და მას უფლება აქვს დაცული იყოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრივ.
მუხლი 17. 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. 2. არავის არ უნდა ჩამოერთვას ქონება თვითნებურად.
მუხლი 18. ყოველ ადამიანს აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას თავისი რელიგიის თუ რწმენის შეცვლისა და თავისუფლებას თავისი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობისა როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად, მოძღვრებაში ღთვისმსახურებაში და რელიგიურ და რიტუალურ წესჩვეულებ ათა შესრულებაში საჯარო თუ კერძო წესით.
მუხლი 19. ყოველ ადამიანს აქვს უფლება მრწამსის თავისუფლებისა და მისი თავისუფლად გამოთქმისა; ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას დაუბრკოლებლად იქონიოს თავისი მრწამსი და ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით და სახელმწიფო საზღვრებისაგან დამოუკიდებლად.
მუხლი 20. 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება მშვიდობიანი კრებებისა და ასოციაციების თავისუფლებისა. 2. არავის იძულება არ შეიძლება რაიმე ასოციაციაში შესასვლელად.
მუხლი 21. 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება მონაწილეობდეს თავისი ქვეყნის მართვა-გამგეობაში ან უშუალოდ, ანდა თავისუფლად არჩეულ წარმომადგენელთა მეშვეობით. 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. 3. ხალხის ნება უნდა იყოს საფუძველი მთავრობის ძალაუფლებისა; ეს ნება უნდა გამოიხატებოდეს პერიოდულ და გაუყალბებელ არჩევნებში, რომლებიც უნდა ტარდებოდეს საყოველთაო და თანასწორი საარჩევნო უფლების პირობებში, ფარული კენჭისყრით, ანდა სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმების მეშვეობით, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმის მიცემის თავისუფლებას.
მუხლი 22. ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნების თავისუფალი განვითარებისათვის.
მუხლი 23. 1. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. 2. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. 3. ყოველ მუშაკს აქვს უფლება იღებდეს სამართლიანსა და დამაკმაყოფილებელ გასამრჯელოს, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ ადამიანურ არსებობას თვითონ მისთვის და მისი ოჯახისათვის და რომელსაც, როცა აუცილებელია, ემატება სოციალური უზრუნველყოფის სხვა სახსრები. 4. ყოველ ადამიანს აქვს უფლება შექმნას პროფესიული კავშირები და შევიდეს პროფესიულ კავშირებში თავისი ინტერესების დასაცავად.
მუხლი 24. ყოველ ადამიანს აქვს დასვენებისა და მოცალეობის უფლება სამუშაო დღის გონივრული შეზღუდვისა და ანაზღაურებული პერიოდული შვებულების უფლების ჩათვლით.
მუხლი 25. 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურეობის ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, ქვრივობის, მოხუცობულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში. 2. დედობა და ჩვილი ყრმის ასაკი იძლევა განსაკუთრებული მზრუნველობითა და დახმარებით სარგებლობის უფლებას. ყველა ბავშვი, დაბადებული ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე, უნდა სარგებლობდეს ერთნაირი სოციალური დაცვით.
მუხლი 26. 1. ყოველ ადამიანს აქვს განათლების უფლება. განათლება დაწყებითი და ზოგადი მაინც, უფასო უნდა იყოს. დაწყებითი განათლება უნდა იყოს სავალდებულო. ტექნიკური და პროფესიული განათლება უნდა იყოს ხელმისაწვდომი, უმაღლესი განათლება კი - ერთაირად მისაწვდომი ყველასათვის თითოეულის უნარისამბერ. 2. განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადმიანის უფლებათა ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გადიდებისაკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, ყველა რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის ურთიერთ გაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ხელი უნდა შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად. 3. მშობლებს აქვთ პრიორიტეტის უფლება აირჩიონ რა სახის განათლებაც სურთ თავიანთი მცირეწლოვანი შვილებისათვის.
მუხლი 27. 1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მონაწილეობდეს საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში, ტკბებოდეს ხელოვნებით, მონაწილეობდეს მეცნიერულ პროგრესში და სარგებლობდეს მისი სიკეთით. 2. ყველა ადამიანს აქვს უფლება დაცული იყოს მისი მორალური და მატერიალური ინტერესები, როგორც შედეგი იმ მეცნიერული, ლიტერატურულიდა მხატვრული ნაშრომებისა, რომელთა ავტორს იგი წარმოადგენს.
მუხლი 28. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ისეთ სოციალურ და საერთაშორისო წესრიგზე, რომლის პირობებშიც შესაძლებელია ამ დეკლარაციაში ჩამოთვლილი უფლებათა და თავისუფლებათა მთლიანად განხორციელება.
მუხლი 29. 1. ყოველ ადამიანს აქვს მოვალეობანი საზოგადოების წინაშე, რადგან მხოლოდ საზოგადოებაშია შესაძლებელი მისი პიროვნების თავისუფალი და სრული განვითარება. 2. თავისი უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისას ყოველი ადამიანი უნდა განიცდიდეს მხოლოდ ისეთ შეზღუდვებს, როგორიც კანონითაა დადგენილი მარტოოდენ იმ მიზნით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სხვების უფლებათა და თავისუფლებათა ჯეროვანი აღიარება და პატივისცემა და დაკმაყოფილდეს ზნეობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და საერთო კეთილდღეობის სამართლიანი მოთხოვნები დემოკრატიულ საზოგადოებაში. 3. ამ უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელება არვითარ შემთხვეავში არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზნებსა და პრინციპებს.
მუხლი 30. ამ დეკლარაციაში არაფერი არ უნდა განიმარტოს, როგორც მინიჭება რომელიმე სახელმწიფოსათვის, პირთა ჯგუფისა თუ ცალკეული პიროვნებისათვის უფლებისა, ეწეოდნენ ისეთ საქმიანობას ან ჩაიდინონ ისეთი მოქმედება, რომლებიც მიმართულია ამ დეკლარაციაში ჩამოთვლილ უფლებათა და თავისუფლებათა მოსასპობად.
This post has been edited by რამაზი on 24 Aug 2012, 12:15
|