#32911792 · 8 Sep 2012, 20:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | შენ "თეთრი-შავი" "კეთილი-ბოროტი" ასე მსჯელობ, მართლმადიდებლობა გძულს და პროტესტანტიზმი მოგწონს... |
მართლმადიდებლობას კონსერვატიზმის პრობლემა აქვს ისევე როგორს მუსლიმებს,თან მჭიდრო კავშირში არიან სახელმწიფო სტრუქტურებთან,ამიტომაც გამონახეს დღევანდელმა რუსეთმა და შიითებმა საერთო ენა. პროტესტანტიზმა მოხსნა ეს პრობლემა ,რეფორმატორული, სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი ეკლესიების დაარსებით. ეს თავისუფლება აძლიერებს სახელმწიფოს შინაარსობრივად და ამ ქვეყნებს თავისუფლების ასეთი ხარისხი ყველაფერზე ეტყობათ.
| QUOTE | | სიძულვილი ხელს გიშლის დაინახო, რომ ეს მღვდელი შაჰიდებს არ მინატრის |
კიდევ ერთხელ მოუსმინე და დარწმუნდი რომ სამაგალითოდ მიიჩნევს შახიდების მოქმედებას. ჩემთვის კი არ არის მათი ქმედება სამაგალითო.
| QUOTE | | რეფორმატორული აზროვნება სწორედ ესაა რომ ხალხის გამოღვიძებას ცდილობ იმ სიდამპლის წარმოჩენით, რაშიც ჩაფლულია რელიგია... სხვა რა გინდა? |
რეფორმატორული აზროვნება ის არის რომ ღვთაებრივი სიყვარული მგზნებარე გულით და სიტყვებით მიიტანო მრევლის აზროვნებამდე,რასაც აკეთებს პროტესტანტული ეკლესიები უფრო კარგად.ადამიანი ჩააფიქრო ცოდვის არსზე და მონანიების სურვილი გაუჩინო. შახიდების მოქმედება კი მხოლოდ შურისძიებას და ძალადობას თესავს.
This post has been edited by temart on 8 Sep 2012, 22:24
|