Lazarilio
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 208
წევრი No.: 131464
რეგისტრ.: 19-May 11
|
#33010034 · 15 Sep 2012, 17:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
entech
ჩვენი დროისთვის უკიდურესად დამახასიათებელი, ნიშანდობლივი თვისებაა "ბუკვალიზმი" – მხოლოდ პირდაპირი მნიშვნელობების აღიარება, უარის თქმა ენის უამრავ გამომსახველობრივ უნარზე – ყველა სახის ტროპზე, როგორებიცაა მეტაფორა, ჰიპერბოლა, ალეგორია დ მრავალი სხვა. ამას სრულიად კონკრეტული მიზეზი აქვს. ყველა ზემოჩამოთვლილი ენობრივი ხერხი, წარმოადგენს ენის პოეტიკას, ანუ ენისათვის დამახასიათებელი პოეტური გამოსახვის უნარის ელემენტს. თანამედროვეობა კი პოსტმოდერმული დაღლილობის მგდომარეობაშია. პოსტმოდერნია ის ეპოქაა , რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, და რომელიც ხასიათდება შემოქმედებითი ენერგიების დაღლილობით, დაცოტავებით. ეს აისახება ყველაფერში: ხელოვნებაში, პოლიტიკაში, ფილოსოფიაში და ა.შ. პოსტმოდერნი (და არა პოსტმოდერნიზმი) ტოტალური მოვლენაა, რომელიც კაცობრიული მოღვაწეობის ყველა სფეროში ასახავს ერთ ფუნდამენტურ ფაქტს: ადამიანის დაღლილობას, ენერგოკრიზისს. - ადამიანი, რომელიც ცდილობდა სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნებას იგონებდა ამ მიზნის მისაღწევად ხან რას და ხან რას. ყოველი კულტურული ეპოქა მიმართავდა ახალ გზებს, მაგრამ საბოლოოდ ყოველი წამოწყება - ყოველი კაცობრიული (ხასზ ვუსვამ) წამოწყება - ამაო აღმოჩნა და ადამიანი დაიღალა. ამას დაერქვა პოსტმოდერნი.
ახლა შეუძლებელია ადამიანს უთხრა, წყალივით მწყურია შენთან საუბარი. ადამიანს ალერგია აქვს ყველანაირ ტროპზე. ენის პოეტური კონსტრუქციები მოაგონებს მას მთელ მის კულტურტულ წარსულს, მთელ მის განცდილი წარუმატებლობას. ადამიანი უარყოფს მისთვის დამახასიათებელ თვისებას - შემოქმედებითობას, რადგანაც ის დაღლილია. ამიტომ , აიღებს და წყალს მოგიტანს, თუ ეტყვი წყალივით მომწყურდიო.
ამიტომ, როდესაც ლუკას სახარების სიტყვებში ადამიანი პირდაპირ შინაარსს დებს, სინამდვილეში თვითონ კი არ მოქმედებს, არამედ ასეთ ადამიანში ეპოქა მოქმედებს. ეს ადამიანი წარმომადგენელია ეპოქალური დაღლილობის და ენერგოკრიზისის, ძალიანაც ახალგაზრდა და ენერგიით სავსეც რომ იყოს პირადად (ან, არსებობს მეორე ვარიანტი - ახალგაზრდული ამბოხი. აქვე შორს ვარ აზრისგან, რომ ყოველგვარი ამბოხი ახალგაზრდობაა იმ გაგებით, რა გაგებითაც არაამბოხი - სიბრძნე. რევოლუციონერობა და კონსერვატიზმი ერთი და იგივე მოვლენის ორი სხვა და სხვა სახეა არსობრივად - გააჩნია ვინ რა ილუზიას ირჩევს).
სხვაგვარად ძნელი ასახსნელი იქნებოდა, თუ როგორ შეიძლება არ ესმოდეს ადამიანს, რომ ლუკას სახარების ეს ფრაგმენტი პირველ რიგში კატეგორიულად გამორიცხავს პირდაპირ გაგებას? თავად ამ ფრაგმენტის ენა ხომ ხაზგასმულად, სპეციალურად ალეგორიულია. სწორედ ის, თუ როგორი ხაზგასმული სპეცილურობითაა ნათქვამი სიტყვა "მოიძულებს" და ის რომ სწორედ ეს უტრირებული ნეგატიური შინაარსის სიტყვაა ნახსენები და არა რაიმე სხვა - ასევე ხაზგასმულად , მანიფესტაციუად მიუთითებს ალეგორიულობაზე.
მეტის თქმას აზრი არ აქვს, ისევე , როგორც აზრი არ აქვს ადამიანს, რომელსაც ყნოსვა არ გააჩნია, უხსნა თუ როგორი სუნი აქვს ახალმპწყვეტილ პომიდორს.
ლუკას ფრაგმენტის შინაარსის ერთ-ერთი მნისვნელობა კი შემდეგია (ერთ-ერთი) :
ერთ-ერთი ყველაზე დიდი შინაარსი, რისი განცდაც ადამიანს შეუძლია, ესაა სიყვარული. მაგრამ სიყვარული, ყოფით რეალობაში პარადოქსის სახით გვხვდება: ერთი მხრივ სიყვარული - ესაა საკუტარი თავიდან გასვლის მომენტი, საკუთარი ეგოს აბსოლუტურობის დაძლევა და ცენტრის მეორე ადამიანში გადატანა. ამავე დროს, ასეთი, ეგოს ერთადერთობიდან გამოსვლის შანსის შემცველი შინაარსი ადამიანს ეგოს მეშვეობით ეძლევა: მას უყვარს საკუთარი დედა, საკუთარი შვილი, საკუთარი ... საკუთრება, "ჩემი", არის ის პრინციპი, რომლის მეშვეობითაც ჩვენ ვღებულობთ თავის თავში ეგოს საპირისპირო ტენდენციების მქონე "სიყვარულს". ესაა პარადოქსი. ასეთი, ეგოში მოცემული, სიყვარული გულისხმობს პროპორციულ სიძულვილს. იმისათვის რომ მიყვარდეს ესა და ეს ადამიანი, ის უნდა მიყვარდეს უფრო, ვიდრე სხვა ადამიანები, ანუ პირიქით - სხვა ადამიანები არ უნდა მიყვარდეს, იმისათვის რომ შესაძლებელი იყოს მიყვარდეს ესა და ეს ადამიანი. ყოფით რეალობაში მოცემული სიყვარული ეყრდნობა სიძულვილის (არსიყვარულის) და უარყოფის სტრუქტურებს. ესაა სიყვარულს + ეგო. აქედან პირველი ელემენტი - სიყვარული სუფთა სახით, უნივერსალური, ეგოს მიერ განუპირობებელი სიყვარული – არის ქრისტეს იდეა, მეორე კი არის ეგო. ლუკას ფრაგმენტის შემთხვევაში ესაა სისხლში ჩაწერილი ეგო: დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ნათესავი, ჩემი სისხლი და ხორცი, დედაჩემის ბიძაშვილის მამიდაშვილი, ჩემი ოჯახი... ცხოვრებაში ჩვენ ვხვდებით ასეთი ნათესაური მიბმულობების უკიდურესად ბნელ, პროვინციალისტურ ფორმებს...
ეს ყველაერი იმას კი არ ამბობს დედა არ გიყვარდესო. პირიქით, სწორედ დედის სიყვარულის სახით გეძლევა ღმერთი – სიყვარული. სულსა და ეგოს მიბმულობებს შორის არჩევანზე ლაპარაკობს ლუკას ფრაგმენტი.
ის კი არა, რომ შვილი არ გიყვარდეს და მოიძულო იგი ისევე , როგორც ვინმე უცნობი (მოიძულოში იგულისხმება არა პირდაპირი მნიშვნელობა, არამედ არსიყვარული – ეს პოსტმოდერნული კულტურილი ანესთეზიის წარმომადგენლებისთვის), არამედ ქუჩაში რომ დაკარგულ, 2 წლის ბიჭუნას დაინახავ ის ხელში უნდა აიყვანო და შვილივით ჩაიხუტო გულში, და თუ მის მშობლებს ვერ მონახავ, სახლში წაიყვანო, შენს 2 წლის შვილუკას გვერდში მიუსვა და ისე გაზარდო და გიყვარდეს მთელი ცხოვრება, რომ საკუთარ შვილში არ გამოგერჩეოდეს და ვერც წარმოგედგინოს , როგორ შეიძლება გარჩევა.
This post has been edited by Lazarilio on 15 Sep 2012, 17:39
|