გუშინ ვიყავი ნათლობაზე მანდ
ერთი მამაოა სოკრატე
ძლივს დადის(დაატარებენ)
მორჩა ნათლობა,ბევრი ხალხი ელოდებოდა სოკრატეს დალოცვას...
ეკლესიის ეზოში რაღაც ბესედკა იყო
იქ შეყარეს ცხვრებივით ხალხი და რომ დაინახეს მოდიოდა სუსი გაიჩითა
რაც იყო ყველაზე საშინელება...
ბესეტკის ბოლოში დაჯდა
ყველა მუხლებზე დაეცა და დაიწყო სოკრატემ ლოცვა
ტაშტით გვერდზე ედგა ნაკურთხი წყალი
წინ დიდი შესაწირი(ყულაბა) რომელზედაც იყო დაკრული ჯვარი
ფულს ჩააგდებდი,აკოცებდი,წყალს მოგასხამდა და წახვიდოდი
ძალიან შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი
იყო მარაზმი სრული
სურათი უბრალოდ ვერ გადავუღე იმ ყულაბას რომ უფრო კარგად მიმხვდარიყავით თუ რა საშინელება იყო
პადობნი რამემ გამახსენა წარმართული წესები რომელიც მაქვს სვანეთში ნანახი,როდესაც სტაროსტები ფულის მიცემის დროს ხმამაღლა გლოცავენ
იმედია ასეთ უმსგავსობას მალე მოეღება ბოლო
ძალიან საშინელი სანახავი იყო როდესაც ხალხმა ჯიბეებში ქექვა დაიწყეს იმის გამო რომ ჯვრისთვის ეკოცათ