#34596863 · 4 Jan 2013, 17:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მედიტაცია – ქართულ ენაში ჩვენ გვაქვს ამ სიტყვის მშვენიერი შემცვლელი - ჭვრეტა, იოგი ანუ ადეპტი სწორედ ჭვრეტით არის დაკავებული. ამ ჭვრეტის მიზანი კი სწორედ სრულყოფილების მიღწევა და ჭეშმარიტების შეცნობაა, რათა ამოვარდეს სულთა გარდასახვის ანუ მეტემფსიხოზის უსასრულო ციკლიდან, ამას უწოდებენ სამადჰის მდგომარეობას, ბუდისტები კი ნირვანას. ჭვრეტა წარმოადგენს ყველა რელიგიასა თუ ფილოსოფიურ სისტემაში იმ საშუალებას რომელსაც სრულყოფილებისა და განვითარებისათვის იყენებენ, მის გარეშე სულიერი განვითარების გზაზე წარმატების მიღწევა შეუძლებელია. მეთოდები მრავლად არსებობს თუმცა ყველა მადგანი ემსახურება გრძნობითი, ემოციონალური და მენტალური სხეულების დამშვიდებას, გონების მოქმედების შემცირებას და ცნობიერების იმდაგვარად გაწონასწორებას რომ ადამიანს საკუთარი ჭეშმარიტი ბუნების დანახვისა და შეცნობის საშუალება მიეცეს. მანტრა იქნება ამისათვის გამოყენებული თუ კრიია ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. რაც შეეხება სიდჰებს ანუ მისტიურ ძალებს, სულიერი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე თავს იჩენს სხვადასხვა სიდჰი ანუ მისტიური ძალა(როგორიც არის წყალზე სიარული, ლევიტაცია ანუ ჰაერში ლივლივი, ნებისმიერი სიმძიმის საგნის აწევა, გადიდება და დაპატარავება, ავადმყოფობების მყისიერად განკურნება და სხვ.), მათი მიღწევა მიზანი არ არის, ისინი თავისთავად ჩნდებიან ხოლო ადეპტი საჭიროების შემთხვევაში იყენებს მათ მხოლოდ კეთილი მიზნებისათვის, თუ მათზე ზედმეტი აქცენტი გაკეთდა ისინი ხელშემშლელ პირობასაც კი ქმნიან ამიტომ მათზე კონცენტრირება და მიჯაჭვულობა სასურველი არ არის.
This post has been edited by Makena 1 on 4 Jan 2013, 17:38
|