ლოცვა მაშინ უნდა სანამ დედამიწაზეა და გამოცდის ჩაბარების პროცესშია. როცა გამოცდას დაასრულებს და გამომცდელის (ამ შემთხვევაში ღმერთის) წინაშე წარსდგება, მერე რაღა აზრი აქვს ... აზრს შეუცვლის ვინმე ღმერთს კონკრეტულ სულზე, თუ როგორაა ეგ საქმე?
----------
აი როგორ მწამს ...
- ლოცულობთ თუ არ გარდაცვლილებისთვის?არა, რადგან ადამიანის მდგომარეობა სულიერ სფეროში დედამიწაზე ყოფნის დროს წყდება და ყველა ჩვენთაგანი პირადად და ინდივიდუალურად ჩააბარებს ანგარიშს ღმერთს უკანასკნელ სამსჯავროზე. ბიბლიის კანონიკურ წიგნებში არ არის აღწერილი გარდაცვლილი სულებისთვის ლოცვის არცერთი ფაქტი და არ არის თუნდაც მინიშნება ამგვარ ლოცვაზე, რადგან მარადიული სიკვდილისთვის განწირული გარდაცვლილი ცოდვილის ცათა სასუფეველში შეყვანა სხვა ადამიანის თხოვნის გამო, ეწინააღმდეგება ბიბლიის ამ საერთო პრინციპს: „მიუზღე მათ თავიანთი ნაქნარისამებრ და თავიანთი ბოროტმოქმედებისამებრ. მათთა ხელთა გაკეთებულის შესაფერისად მიუზღე მათ, გადაახდევინე მათი დამსახურებისამებრ“ (ფსალმ. 27:4). ღმერთის სიტყვა გარკვევით გვასწავლის შემდეგს:
• მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს (იერ. 17:10)
• ნუ მოტყუვდებით, ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის (გალ. 6:7)
• ვისაც ის სწამს, არ განიკითხება. ხოლო ვისაც არ სწამს უკვე მსჯავრდადებულია, რადგან არ ირწმუნა ღვთის მხოლოდშობილი ძის სახელი (იოანე. 3:18)
• ზღვამ დააბრუნა მასში მყოფი მკვდრები და თითოეული განკითხულ იქნა თავისი საქმეებისამებრ (გამოცხ. 20:13)
• კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ და სიავის მქმნელნი კი – სამსაჯვაროს აღდგომისთვის (იოანე 5:28,29)
თუ ადამიანმა დედამიწაზე ყოფნისას დაიმსახურა სულის ხსნა, ვერანაირი ლოცვა ვერ გადაიყვანს მას ცეცხლოვან ტბაში და თუ ადამიანმა დაიმსახურა ცეცხლოვანი ტბა და მარადიული სიკვდილი, ვერანაირი ლოცვა ვერ გადმოიყვანს მას სიკვდილიდან ზეციურ სამეფოში. ეს საკითხი გარკვევით არის ახსნილი ლაზარეს იგავში (ლუკა 16:22-27).
"მცირე კატეხიზმო". 2012 წელი.
--------
ეგ ერესი სახელმწიფო ეკლესიის წიაღში წარმოიშვა მოციქულების გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, რათა ძირითადად ძალით მოქცეული მრევლი უფრო მიებათ სახელმწიფო ეკლესიაზე. შვილმკვდარ დედებს ასე ანუგეშებდნენ და ა.შ.