მეგობრებო!
ტარდება კლუბის წევრობის მსურველთა პმ-გამოკითხვა რეალური კლუბის მოწყობის სურვილებთან დაკავშირებით.
თქვენი მოთხოვნით, თქვენი სურვილები დარჩება კონფიდენციალური. თუ სპეციალურად მოთხოვნა არ იქნება დაწერილი, ჩაითვლება, რომ დასამალი არაფერია.
თუ ამ თვის 15-მდე არ მიიღებთ კითხვას პმ-ში ან ელექტრონულ ფოსტაზე, ესე იგი, გამომრჩით და თავი შემახსენეთ.
კითხვები დაახლოებით ამგვარია:
როგორ მიგაჩნია, როგორი უნდა იყოს ჩვენი, ფორუმელი ათეისტების იდეალური ურთიერთობები რეალურ სამყაროში. ანუ როგორ გესმის რეალური კლუბის ოპტიმალური ვარიანტი? რომელი შენი სურვილები უნდა დააკმაყოფილოს კლუბმა?
თუ რეალური შეხვედრებია შენს სურვილებს შორის, რამდენად ხშირი გგონია რომ უნდა იყოს შეხვედრები? სად უნდა მოხდეს? როგორ უნდა დაფინანსდეს? რამდენი ადამიანი გსურს იყოს კლუბში? როგორ წარმოგიდგენია ამდენი ხალხის ერთად შეხვედრა?
22-23 ნოემბერს შედეგები შეჯამდება და გამოქვეყნდება.
წინასწარ დიდი მადლობა ყველას, ვინც თავს გაიცხელებს და მონაწილეობას მიიღებს!
P.S. ვისაც კონფიდენციალურობა მაინცდამაინც არ ადარდებს, შეუძლია აქვე დაპოსტოს პასუხი

თუ ვინმე არ გასცემს პასუხს ამ კითხვებზე, ეს არ იქნება ჩვენს მიერ გაგებული, როგორც უარის თქმა კლუბის წევრობის სურვილზე.
This post has been edited by ლაბარნა on 12 Nov 2012, 02:15
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)