მინდა შეგახსენო შენი ერთ-ერთი პირველი პოსტი ამ კლუბში:
ათეისტთა კლუბი ათეისტთა
ვირტუალური კლუბის მიზნები Nshoshia505-ის თვალსაზრისით:
"1) გაუზიარონ ათეისტებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთს
"2) ათეიზმის მეტი კონსოლიდაცია
"3) შესაძლო ღონისძიებების მოწყობები (ამაზე მე პირადად არ მიფიქრია biggrin.gif )
"4) ათეისტთა ბლოგების, საიტების შექმნა და განვითარება
"5) ვამხილოთ რელიგიური ექსტრემიზმი და ფანატიზმი
"სხვა დანარჩენი თქვენ მოიფიქრეთ".
აქედან, რეალური კლუბის ფუნქციები შეიძლება იყოს: 2) 3)
1) ათეისტები საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას აქაც კარგად ვუზიარებთ ერთმანეთს.
2) ათეიზმის მეტი კონსოლიდაცია _ ნამდვილად, რეალურ გარემოს აქვს ეს ძალა, რომ ხელი შეგვიწყოს ამაში.
3) შესაძლო ღონისძიებების მოწყობები _ დიახ. აქ ჩემი დამატება ასეთია: ჩვენ უნდა განვავითაროთ ალტერნატიული, ათეისტური ესთეტიკა.
მე მაგალითად, ქორწილი იქნება, ძეობა იქნება თუ ცხოვრების სხვა მოვლენა, რომელიც ტრადიციულად რიტუალით აღინიშნება, დიდად გამიხარდება მოძმე თავისუფლად მოაზროვნეთა ყოფნა ჩემს გვერდით, თან თეისტებსაც შევაჩვევთ ჩვენს მშვიდობიან თანაარსებობას აქვე "ყურის ძირში".
იხილე ჩემი პოსტი:
ათეისტთა კლუბი 4. ეგ აქედანაც კარგად შეგვიძლია, მაქსიმუმ _ 2-3 კომპეტენტური კაცი შევხვდებით და მოვაგვარებთ საქმეს პროვაიდერთან, დანარჩენი _ ვირტუალურადაც მშვენივრად შეიძლება მუშაობა.
5) მხილებაც ვირტუალურად კარგად შეიძლება ძალიან _ კონტრაბანდი გვყავს მანდ სპეცი ))
მინდა დავუმატო შემდეგი საკითხები:
α) საერთო ფინანსური ძლიერების აშენება
კომენტარი: უბრალო სუფრის, ბუნებაში გასვლის ან თუნდაც აუდიტორიაში შეხვედრის ორგანიზება იქნება თუ საიტის შექმნა-განვითარება, ფინანსები ყველაფერში საჭიროა. არ დაგვიშლის რაღაც საერთო აქტივების ქონა არაფერს, თუ ისინი მიზნობრივად გაიხარჯება ანდა თუ _ როცა ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული _ ისევ მფლობელებზე ჩამორიგდება. იქნება როდესმე საერთო ბიზნესამდეც კი მივიდეთ, ისე ძლიერები გავხდეთ, ჰოდა ყველას გვექნება პაი ან წილი
ბიზნესი და ფული ისეთი რამეა, თუ იქ არ მიხვედი, საქმეში ცხვირი არ ჩაყავი, არ აკონტროლე, რომ გული საგულეს გქონდეს, ისე არ გამოდის. ხოდა, ესეც რეალურ მიზნებში შევა _ დაგვაკავშირებს ერთმანეთთან, როგორც ეშმაკისეული ბორკილები

თუ საქმე კარგად წავიდა და გამჭვირვალე ურთიერთობები ავაწყვეთ, ნდობას გაგვიზრდის ერთმანეთის მიმართ.
β) საერთო ინტელექტუალური ძლიერების აშენება
რომელიმე დაიკვეხნით იმით, რომ ფლობთ წიგნებს, რომელშიც კარგადაა შეჯამებული და თავმოყრილი მთელი ის ცოდნა ათეიზმზე/აგნოსტიციზმზე, რაც თქვენ გსურთ რომ მუდამ თან გქონდეთ? შესადგენი და გამოსაცემია ახალი, თანამედროვე ქართული გადმოსახედიდან ათეიზმის ისტორია, ფილოსოფია, ლექსიკონები, ბიოგრაფიები, სტატიები, შრომები და ნააზრევები, რჩეული კამათები და მრავალი სხვა...
ეს ყველაფერი შეიკრიბება, გამოიცემა, დაკატალოგდება და კლუბის ბიბლიოთეკაში შევა. როცა კარგი დრო დაგვიდგება, კლუბის ნებისმიერი წევრი შემოვა კლუბში, დაჯდება და წაიკითხავს "ბაბუების" ნააზრევებს, მათ შორის, იქნება ჩემი ეს პოსტიც ნახოს ვინმემ!
ერთი რომ, ეს კლუბის, საზოგადოების ანდა სხვა რაიმე კავშირის (რა სახელსაც შევარჩევთ ბოლოს) სიამაყე იქნება, მეორეც, რომ საერთო შრომის შესრულება ჩვენს მეტ ურთიერთდაახლოებას შეუწყობს ხელს. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გაკეთება არ გულისხმობს მაინცდამაინც ყველას შეკრებას, მაგრამ კლუბის დაინტერესებული ნაწილის შეკრება შეიძლება საჭიროც გახდეს.
γ) ჩვენი მონაწილეობა განათლებაში, წვლილის შეტანა ბეჭდურ გამოცემებში, ჟურნალებში, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-პოპულარულ წიგნებში, ვიკიპედიაში;
δ) კი ბატონო, იყოს აქ ფსიქოლოგიური დახმარებაც მათთვის, ვინც ეულად გრძნობს თავს თეისტურ გარემოში. მაგრამ თუ იურიდიული დახმარებაც უნდა გავუწიოთ ვინმეს, მაშინ დაგვჭირდება ვინმე იურისტიც (არ ვითვისებ ამ აზრს, შოშიას პრიორიტეტია, იხილე ზევით ციტირებული პოსტი).
ε) როდესაც შეკრული ერთეული და ძალა ვიქნებით, შეგვიძლია საერთო გადაწვეტილებით დროებით შევიდეთ სხვა რაიმე, უკვე აწყობილი ძალის შემადგენლობაში, მივიღოთ მონაწილეობა ერთობლივ პროექტებში. დროებითი კავშირ-ასოციაციების შექმნა, სხვა (თუნდაც უცხოურ) საზოგადოებებთან ურთიერთობა _ ეს ყველაფერი გარდაუვლად მოითხოვს რეალურ საქმიანობასაც.
ანუ საბოლოოდ ჩემთან გამოვიდა ასეთი სურათი:
საქართველოს ათეისტებისა და აგნოსტიკოსების რეალური კლუბის მიზნები: ა) ქართული თავისუფალი აზრის მეტი კონსოლიდაცია;
ბ) ქართული ათეისტური/აგნოსტიკური ესთეტიკის განვითარება;
გ) საგანმანათლებლო პროექტები, ცივილიზებული საჯარო ღონისძიებების მოწყობით და ჩაწერით;
დ) დაწყებით დონეზე ფსიქოლოგიური და იურიდიული დახმარების უზრუნველყოფა მათთვის, ვისთვისაც ეს საჭირო გახდება;
ე) კლუბის საერთო ინტელექტუალური ძლიერების აშენება;
ვ) კლუბის საერთო ფინანსური ძლიერების აშენება;
ზ) დროებითი კავშირების დამყარება სხვა საზოგადოებებთან, კავშირების სისტემის აწყობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე.
ასევე შოშიას მივბაძავ სანაქებო თავმდაბლობაში და მეც გთხოვთ ყველას, შეიტანოთ თქვენი ინტელექტუალური წვლილი მიზნების ჩამოყალიბებაში, იქნება ეს კამათი მიზნების ირგვლივ თუ ახალი მიზნების დამატება თუ არსებულთა კრიტიკა.
This post has been edited by ლაბარნა on 17 Nov 2012, 14:02
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)