Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(48)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
რას ამბობს ბიბლია ხატებზე III
ეწინააღმდეგება თუ არა ბიბლიას ხატების თაყვანისცემა?
კი
[
36
]
[41.38%]
არა
[
34
]
[39.08%]
არ ვიცი/არ მაქვს პასუხი
[
17
]
[19.54%]
Total Votes: 87
Guests cannot vote
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fenomenez
Crazy Member
ჯგუფი: Members
fenomenez
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4388
წევრი No.: 146580
რეგისტრ.: 10-April 12
#33479792
· 14 Oct 2012, 16:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
A-G-A-P-E
QUOTE
ნა-ხატებს არ ეთაყვანებოდნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები
წინა თემაში რამოდენიმეჯერ დამიიგნორე მაგრამ აქაც გკითხავ, იქნებ სასწაული მოხდეს და მიპასუხო იმ კითხვაზე, თუ რა განსხვავებაა ღმერთის თაყვანისცემასა და ზოგადად კრძალვით თაყვანისცემას შორის??... ვიცი რომ გაქვს ამაზე პასუხი და ახსნა, მაგრამ ხატთაყვანისცემის საკითხს როცა ეხება საკითხი თვალს იბრმავებ. ძალიან კარგად იცი, რომ ქრისტიანები გამოსახულებებს, როგორც ღმერთებს , არ ეთაყვანებიან... არამედ გამოსახულების პატივი , მის პირველსახეს განეკუთვნება. ხოლო ხატს ეკუთვნის კრძალვითი თაყვანისცემა, მსახურებითი თაყვანისცემა კი მხოლოდ უფალს ეკუთვნის. ასე რომ გაეცანი ქრისტიანული ხატთაყვანისმცემლობის არსს იმ ლინკებში რაც დადებულია და მერე იდემაგოგე თუ კიდევ მოგცემს სინდისი მაგის საშუალებას! ძალიან კარგად იცი რომ ხატებს არ აქვთ კერპების მნიშვნელობა ქრისტიანულ სამყაროში. ასევე ისიც უნდა უწყოდე, რომ ხატების არსებობის უმთავრესი დოგმატური საფუძველი არის უხილავი უფლის განკაცება ( რომელსაც მოწმეები არ აღიარებთ).
მოკლედ შენი დემაგოგია არ გაჭრის გათვითცნობიერებულ ადამიანებთან, მხოლოდ გაუთვითცნობიერებლებზეა გათვლილი, ისევე როგორც მოწმეების ყველა სხვა ქმედება.
--------------------
" ყოველი ცოდვა ეკლესიაში , არის არა ეკლესიის ცოდვა, არამედ ცოდვა ეკლესიის წინააღმდეგ"
"ковчег был построен любителем а титаник профессионалами"
Taba, გიორგი XII, Internet_Contraband, wolfchant
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
Crazy Member
ჯგუფი: Members
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3356
წევრი No.: 144444
რეგისტრ.: 14-March 12
#33479871
· 14 Oct 2012, 17:00 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
შენ კი მასე იტყვი მაგრამ ფაქტები საპირისპიროზე მიუთითებენ.
რატომ იტყუები ასე უსირცხვილოდ, ფაქტები არ არსებობს სწორედ შენი ვერსიისთვის და დაშოშმინდი
QUOTE
ასე რომ გაეცანი ქრისტიანული ხატთაყვანისმცემლობის არსს
რას ვიზამთ, ისევ და ისევ უნდა გავაცნოთ
ხატთა თაყვანისცემის დამცველი არგუმენტაციის მთავარი არქიტექტორები იყვნენ იოანე დამასკელი (650-730), თეოდორე სტუდიელი (759-826) და პატრიარქი ნიკიფორე (დაახ. 750-828). მათი მტკიცებულებები მოკლე გადმოცემით შემდეგში მდგომარეობს.
- უფალმა თავისი განკაცებით მოსეს სჯული ახალი აღთქმით გაამდიდრა და განმარტა. მან განგვიცხადა ჩვენ ჭეშმარიტი ღმრთის შემეცნება და განგვათავისუფლა მანამდე გარდაუვალი კერპთაყვანისმცემლობისგან. ძველ აღთქმაში იყო მხოლოდ სიტყვა, განკაცების შემდეგ მას მოჰყვა ხედვა.
ძე - მამის ხატია, როგორც ამტკიცებს თავად იესო: „ვინც მე მიხილა, მამა იხილა“ (ინ. 14:9). ეს თემა ვითარდება იოანეს სახარებაში და კვლავ იწევს წინა პლანზე წმ. მოციქულ პავლეს მიერ, რომელიც ხედავდა ქრისტეში „ხატს უხილავი ღმრთისა“(კოლ. 1:15), რომელშიც შეიქმნა და აღმოცენდა ყოველივე. უხილავი მამის ხატი, როგორც განაცხადა 325 წელს I მსოფლიო კრებამ ნიკეაში, თავის მხრივ ატარებს ღვთაებრივ ბუნებას და მხოლოდ სულიწმიდა იძლევა უხილავი ღმრთის ხატის შემეცნებას. არ იყო დაბრმავებული ქრისტეს თანამედროვეთა უმრავლესობა როდესაც ვერ დაინახა მასში რაღაც უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ იოსების, ხუროს შვილი?
გარდა ამისა, „მას შემდეგ, რაც ქრისტე იშვა დედისაგან, რომლის გამოსახვაც შესაძლებელია, მასაც, ბუნებრივია, იგივე ხატება აქვს, როგორიც შეესაბამება მისი დედის სახეს. და თუ შეუძლებელი იქნებოდა მისი გამოსახვა ხელოვნების მეშვეობით, ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ის მხოლოდ მამისაგან იშვა და არ განკაცებულა“ (თეოდორე სტუდიელი, მე-3 უარყოფა, თ.II, პგ.99, გვ.417);
- თავის აღდგომით, რისი წინარესახეც იყო მისი ფერისცვალება თაბორის მთაზე, ქრისტემ აკურთხა და გარდაქმნა მატერია, რომელსაც ახლა ძალუძს, წარმოსახოს თავად იესო და ცხონების საიდუმლო.
განკაცება ამართლებს და პოსტულირებს ხატს, რადგან ხატის მეშვეობით ღმერთი მოიცავს მატერიას და აღორძინებს მას, იმოსება-რა სხეულით, რომელიც თავის მხრივ ღვთისმტვირთველი ხდება („ღმრთის ტაძარი და მტვირთველი“ - კორ. 3:17, 15:49 და II კორ. 6:16).
„მე არ ვეთაყვანები მატერიას, - წერდა იოანე დამასკელი, - ვეთაყვანები ღმერთს შემოქმედს, რომელიც ჩემს გამო მატერიალური გახდა და მატერიაში დაიდო ბინა და მატერიის მეშვეობით ისურვა ჩემი გადარჩენა“ („ღვთაებრივ ხატებათა შესახებ“, I,16 პგ.94 გვ.1245 AC). ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი, განკაცებული სული, მაღლდება ხორციელისგან სულიერისაკენ!
- ქალკიდონის კრებამ მკაფიოდ განსაზღვრა ორი ბუნება („ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი“), მაგრამ ხატმებრძოლებს ეს დაავიწყდათ. არსებობს „ჰიპოსტასური ერთობა“, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთმა კაცობრივი ბუნება იტვირთა. ამიტომ, ქრისტეს ხატი არ არის არც მისი ღვთაებრიობის გამომხატველი, არც მისი ადამიანობის, არამედ მისი პიროვნების გამომხატველია, რომელიც აერთიანებს თავის თავში ამ ორ ბუნებას. სხვაგვარად რომ ითქვას, ხატი წარმოადგენს მარადიული სიტყვის განკაცებულ პიროვნებას, და არა მის ადამიანურ ბუნებას, ღვთაებრივისგან დაცილებულს.
- ამიტომ ლოგიკურია, რომ ქრისტეს ხატი, როგორც ასეთი, შეიცავს ქრისტეს პიროვნებას. ხატი ხსნის გამოსახული არსობის გარკვეულ მყოფობას და შეუძლია, იყოს მორწმუნეთა თაყვანისცემის საგანი. ეს თაყვანისცემა მიეკუთვნება არა ნივთიერებას, არამედ მყოფობას.
ხატსა და მის პროტოტიპს შორის კავშირი არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს მათ გატოლებას. ამიტომ პიროვნების გამოსახულება, ვის სახელსაც ატარებს ხატი, ეკუთვნის იმ პიროვნებას, ხოლო „პატივი, რომელიც მიეგება ხატს, ეკუთვნის მის პირველსახეს“ (II ნიკეის კრება).
- მაცხოვრის ხატთან შედარებით, სახარება - სიტყვიერი ხატია. თეოდორე სტუდიელმა ასე უპასუხა ხატმებრძოლებს, რომლებიც ვერ ბედავდნენ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში ხატების დასაბუთებას:
„ქრისტეს არანაირად არ დაუვალებია თავისი სიტყვების ჩაწერა, თუნდაც მცირე ჩანაწერების სახით. ამისდა მიუხედავად მისი ხატი ჩაიწერეს მოციქულებმა და დღემდე ინახება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის, რაც წარმოდგენილია ნაწერისა და ქაღალდის მეშვეობით, ხატზე წარმოსახულია სხვადასხვა ფერითა და სხვა ნივთიერებით“. (Refutatio I, X, PG 99, 340 d).
პირველი ეპოქის განმავლობაში, რომელიც თავისი არსით ქრისტოლოგიური იყო და უკავშირდებოდა მსოფლიო კრებებს, ხატი „პირველ რიგში მოწმობდა განკაცების ფაქტზე“. მეორე ეპოქა, პნევმატოლოგიური, გრძელდებოდა IX ს-იდან XVI ს-მდე და პასუხობდა მოთხოვნილებას, მისცემოდა „სულიწმიდასა და მის ადამიანში მოქმედებას, ე.ი. განკაცების ეფექტს“ კაპიტალური განსაზღვრება. ხატი გახდა წმ. ირინეოს ლიონელის განთქმული მტკიცებულების ილუსტრაცია, რომელსაც იმეორებდნენ საუკუნეების მანძილზე: „ღმერთი იქცა ადამიანად, რათა ადამიანს შესძლებოდა, გამხდარიყო ღმერთი“. გარდასახული ადამიანის ხატი წარმოაჩენს სულიწმიდის მოქმედებას.
ბოლო სიტყვა იოანე დამასკელს დავუტოვოთ: „ნათელია, რომ როცა ხედავ უსხეულოს შენს გამო განკაცებულს, მაშინ შეჰქმენი მისი ადამიანური სახის გამოსახულება. როცა უხილავი იმოსება სხეულში და ხილული ხდება, მაშინ გამოსახე გამოცხადებულის მსგავსება. როცა ის, ვინც, თავისი ბუნების აღმატებულობის გამო, მოკლებულია სხეულსა და ფორმას, ზომას, ხარისხს, წონას, ვინც, ღვთიური ბუნების მქონემ, მონის სახე მიიღო, ამით შეიზღუდა ზომითა და ხარისხით და სხეულებრივი სახე მიიღო, მაშინ დაწერე დაფებზე და გამოფინე დასანახავად ის, ვინც ისურვა, ხილულად გამოგვცხადებოდა (PG 94, col. 1239).
მაგრამ აგაპეს პრობლემა კიდევ იმაში მდგომარეობს,რომ იესო ქრისტე მას ანგელოზად ან უბრალოდ ღმერთის ძედ მიაჩნია,იეჰოვური ტალკოვანიე ასეთია
This post has been edited by
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
on 14 Oct 2012, 17:10
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
A-G-A-P-E
ღმერთი დღეს კაცობრიობას მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება"
ჯგუფი: Members
A-G-A-P-E
ღმერთი დღეს კაცობრიობას მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება"
ჯგუფი: Members
წერილები: 17417
წევრი No.: 77217
რეგისტრ.: 5-December 08
#33479974
· 14 Oct 2012, 17:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(fenomenez @ 14 Oct 2012, 16:54 )
ხოლო ხატს ეკუთვნის კრძალვითი თაყვანისცემა,
არ ეკითვნის. სწორედ მაგას ვერ აპრავებთ.
--------------------
ეკლესიებს ღმერთი არ იწონებს. არც გამოცხადება-ხილვებით ეკონტაქტება სამღვდელოებას; 2-ე საუკუნიდან დღემდე, ღმერთი მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება" ხალხს და იუწყება,რომ სულ მალე,პოლიტიკური ძალები გააფთრებით დაესხმებიან რელიგიებს გასანადგურებლად რასაც მოჰყვება ღვთის მთავრობის მმართველობა ზეციდან დედამიწაზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fenomenez
Crazy Member
ჯგუფი: Members
fenomenez
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4388
წევრი No.: 146580
რეგისტრ.: 10-April 12
#33480071
· 14 Oct 2012, 17:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
A-G-A-P-E
კიდევ გიმეროებ კითხვას -
რა განსხვავებაა ღვთის თაყვანისცემასა და მდაბლად თაყვანისცემას შორის?
თუ არავითარი, მაშინ თქვი რო არავითარი...
This post has been edited by
fenomenez
on 14 Oct 2012, 17:18
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
A-G-A-P-E
ღმერთი დღეს კაცობრიობას მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება"
ჯგუფი: Members
A-G-A-P-E
ღმერთი დღეს კაცობრიობას მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება"
ჯგუფი: Members
წერილები: 17417
წევრი No.: 77217
რეგისტრ.: 5-December 08
#33480324
· 14 Oct 2012, 17:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fenomenez
ეხლა მაგაზე კამათს და დამოძღვრას არ დაგიწყებ რა განსხვავებაა. ეგ ისედაც უნდა გცოდნოდათ ეკლესიის მამებს რომ ესწავლებინათ, მაგრამ გეტყვი რომ არის მაგ ორში განსხვავება ოქრო, არის. რომ არ იყოს, არ ექნებოდა აზრი ამ სიტყვების დაწერას "თაყვანისცემა" და "მდაბლად თაყვანისცემა".
თუმცა არსით თითქმის ერთი შინაარსისაა.
მეორეც, მას შემდეგ, რაც ქრისტე გამოეცხადა კავობრიობას, მდაბლად თაყვანისცემა არავის ეკუთვნის ქმნილებებს შორის გარდა იმისა, ვისი სახელიც აამაღლა ღმერთმა (ანუ ქრისტესი), რათა მასში მოვიდრიკოთ მუხლი მამა ღმერთის სადიდებლად! (ფილიპ. 2:9,10).
შენ და შენი საძმო ამას არ იგებთ, იმიტომ რომ არ გაწყობთ. ხოდა ართულებთ უმარტივეს ფაქტს იმისას, რომ გამოსახულებების თაყვანისცემას არანაირი გამართლება არ აქვს!
ამ პოსტებში ნათლად დაიწერა ყველაფერი:
რას ამბობს ბიბლია ხატებზე II (post #33413247)
რას ამბობს ბიბლია ხატებზე II (post #33410822)
[/QUOTE]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
Crazy Member
ჯგუფი: Members
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3356
წევრი No.: 144444
რეგისტრ.: 14-March 12
#33480368
· 14 Oct 2012, 17:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
დამოძღვრას არ დაგიწყებ რა განსხვავებაა. ეგ ისედაც უნდა გცოდნოდათ
შენი დამოძღვრაღა გვაკლია სრული ბედნიერებისთვის და ჩვენ მშვენივრად ვიცით ის რაც უნდა ვიცოდეთ, საუბარია მხოლოდ შენს არასწორ დამოკიდებულებაზე
აქ ნამდვლად ნათლად წერია ყველაფერი
რას ამბობს ბიბლია ხატებზე III
This post has been edited by
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
on 14 Oct 2012, 17:50
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hammerfest
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
Hammerfest
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7981
წევრი No.: 123114
რეგისტრ.: 30-October 10
#33480546
· 14 Oct 2012, 17:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
fenomenez
შენთან რომ ლაპარაკი მინდოდეს და ამისთვის შენს ფოტოს რომ დავუწყო ლაპარაკი, სარკმელია fenomenez - ისკენო, ჩემზე რას იფიქრებ? თან ვიძახო, ფოტოს კი არ ვესაუბრები, fenomenez -ს ასეც ესმისო ... რა ვიცი ... რა ვიცი ...
QUOTE
რა განსხვავებაა ღვთის თაყვანისცემასა და მდაბლად თაყვანისცემას შორის?
რომელიმე პრეზიდენტს რომ შევხვდე, ხელის ჩამორთმევისას კულტურულად დავუკრავ თავს, რადგან მის რანგს და ღმერთისგან დაკისრებულ მოვალებას პატივს ვცემ.
მაგრამ თუ ის პრეზიდენტი ღმერთად, ან ღმერთის ავატარად გამოაცხადებს თავს და ამიტომ მოითხოვს მისთვის თავის დახრას, მელოდოს სანამ მე მაგას თაყვანი არ ვცე ...
-----------
პირველი მცნება
კრძალავს იაჰვეს გარდა ნებისმიერი სხვა ღმერთის თაყვანისცემას.
მეორე მცნება
კრძალავს ქმნილების მეშვეობით იაჰვეს თაყვანისცემას.
სოლომონის ტაძარში არავინ არ იყენებდა ქმნილებას ღმერთის თაყვანსაცემად.
კედლების მოხატვა და ქანდაკების დადგმა იმას არ ნიშნავს რომ მათი მეშვეობით ვინმე ღმერთს სცემდა თაყვანს
... ტყუილია ეგ ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fenomenez
Crazy Member
ჯგუფი: Members
fenomenez
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4388
წევრი No.: 146580
რეგისტრ.: 10-April 12
#33480553
· 14 Oct 2012, 17:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
A-G-A-P-E
QUOTE
რომ არ იყოს, არ ექნებოდა აზრი ამ სიტყვების დაწერას "თაყვანისცემა" და "მდაბლად თაყვანისცემა". თუმცა არსით თითქმის ერთი შინაარსისაა.
ხოდა ზუსტად მაგას გეკითხები, რა განსხვავებაა თქო... ან არსობრივ ერთობაში რას გულისხმობ შეგიძლია დამიკონკრეტო გასაგებად? უფრო დავკონკრეტდები, "მდაბლად თაყვანისცემა" ქმნილების მიმართ დასაშვებია? ან ყოფილა ამის პრეცენდენტები ბიბლიაში? კონკრეტულად მიპასუხე.
QUOTE
ხოდა ართულებთ უმარტივეს ფაქტს იმისას
აჰა, ესეიგი ჩვენ ვართულებთ და შენ მარტივად ხსნი ხო?
QUOTE
მეორეც, მას შემდეგ, რაც ქრისტე გამოეცხადა კავობრიობას, მდაბლად თაყვანისცემა არავის ეკუთვნის ქმნილებებს შორის გარდა იმისა, ვისი სახელიც აამაღლა ღმერთმა (ანუ ქრისტესი), რათა მასში მოვიდრიკოთ მუხლი მამა ღმერთის სადიდებლად! (ფილიპ. 2:9,10).
შენს ამ სიტყვებს ჩვეულებრივი მოკვდავი ვერანაერად ვერ გაიზარებს... შენი აზრით აქ რაიმე ისეთი არის მოცემული, რაც ხატთა არსებობას და მათ კრძალვით თაყვანისცემას უარყობს და კრძალავს?
9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა,
10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც,
11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.
12. ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის მორჩილნი იყავით, არა მარტო ჩემი მანდ ყოფნისას, არამედ, მით უმეტეს, ახლა, როცა შორსა ვართ თქვენგან, - შიშით და ძრწოლით აღასრულეთ თქვენი ხსნის საქმე.
13. რადგან ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით.
14. ყველაფერი აღასრულეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ,
15. რათა იყოთ უბიწონი და უმანკონი, ღვთის უმწიკვლო შვილნი უკუღმართ და გახრწნილ მოდგმაში, რომელშიც ნათობთ, როგორც მნათობნი სამყაროში,
16. სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა ქრისტეს დღეს დავიქადო, რომ ამაოდ არ ვრბოდი და არც ამაოდ ვიღვწოდი.
Hammerfest
QUOTE
რომელიმე პრეზიდენტს რომ შევხვდე, ხელის ჩამორთმევისას კულტურულად დავუკრავ თავს, რადგან მის რანგს და ღმერთისგან დაკისრებულ მოვალებას პატივს ვცემ. მაგრამ თუ ის პრეზიდენტი ღმერთად, ან ღმერთის ავატარად გამოაცხადებს თავს და ამიტომ მოითხოვს მისთვის თავის დახრას, მელოდოს სანამ მე მაგას თაყვანი არ ვცე ...
ვაახ კაცოოოო, არ გინდათ არაფრისდიდებით იმის გააზრება, რომ მართლმადიდებელი არცერთ წმინდანს და არცერთ ხატს, როგორც ღმერთს ისე არ ეთაყვანება.... ამას ვერ იაზრებთ და სხვა რაღა უნდა ვილაპარაკოთ?
მსახურებითი თაყვანისცემა ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს, ხოლო კრძალვითი თაყვანისცემა კი ღვთისმსობელს, ანგელოზებს , წმინდანებს, ტაძარს -როგორც ღვთის სახლს, ხატებს- მათი პირველსახეების განსადიდებლად და მათზე არსებულ წმინდანთა გამოსახულებების გამო.... და ასე ნებისმიერ სიწმინდეს. როგორც ძველ აღთქმაში ეთაყვანებოდნენ უფლის ტაძარს , მის კიდობანს, ქერუბიმების გამოსახულებებს..... ასეა ახალ აღთქმაშიც, ქმნილებებს, როგორც ღმერთებს არცერთი მართლმორწმუნე არ ეთაყვანება!
ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ შეიძლებოდა ძველ აღთქმაში ღვთის გამოსახვა და რატომ გახდა დასაშვები ახალ აღთქმაში... ამის უმთავრესი დოგმატური მიზეზი არის უფლის განკაცება....
ამიტომ უნდა შეისწავლო ჯერ კარგად მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემის არსი, და მერე უნდა შეადარო ის კერპთთაყვანისცემას და თუ სინდისი ამის საშუალებას მოგცემს გაუტოლო კდეც მას...
This post has been edited by
fenomenez
on 14 Oct 2012, 18:13
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
Crazy Member
ჯგუფი: Members
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3356
წევრი No.: 144444
რეგისტრ.: 14-March 12
#33480640
· 14 Oct 2012, 18:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
შენთან რომ ლაპარაკი მინდოდეს და ამისთვის შენს ფოტოს რომ დავუწყო ლაპარაკი, სარკმელია fenomenez - ისკენო, ჩემზე რას იფიქრებ? თან ვიძახო, ფოტოს კი არ ვესაუბრები, fenomenez -ს ასეც ესმისო ... რა ვიცი ... რა ვიცი ...
ჩემი გარდაცვლილი ძმის ფოტოს რომ მოვეფერო და ვეამბორო, რომ გამოვფინო ოთახში და მივუჩინო ადგილი, შენი ლოგიკით გამოდის, რომ ეს ცოდვაა, ასეთ დროს, ფიქრებით თუ გრძნობით და ასე შემდეგ ხომ ჩემს ძმასთან ვარ რაღაცნაირად, მოგონებებით, ამას გინდა თაყვანისცემა დაარქვით და გინდა სიყვარული. ანუ სურათით და სურათის გარშეც შემიძლია მოვიგონო საკუთარი ძმა რომელიც მიყვარს და არცერთ შემთხვევაში არარის ცოდვა ან მიუღებელი რამ
ტოჟე მნე ტალკოვაწელ ბიბლიი
QUOTE
შენ გგონია არ იციან? უბრალოდ საუკუნოვან არაბიბლიურ ტრადიციას ხაზს როგორ გადაუსვამენ?
საუკუნოვანი და ბიბლიური გინდა? კიბატონო
რას ამბობს ბიბლია ხატებზე III
QUOTE
ვერ აპრავებენ
გასაპრავებელი იეჰოველთა სექტაა ჯერ რომ იცოდე
სახელმწიფო დომინანტ ან ტრადიციულ ეკლესიებს რაიმე ფორმით აფინანსებს ევროპის, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანაში. დაფინანსება ხშირად არასიმეტრიულია და დომინანტ რელიგიას უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. არატრადიციულ რელიგიურ ჯგუფებს სახელმწიფო, პრაქტიკულად, არ აფინანსებს. მაგალითად, მცდელობის მიუხედავად, ვერ ვიპოვე ევროპული ქვეყანა, რომელშიც სახელმწიფო იეჰოვას მოწმეებს დააფინანსებდა.
მღვდლების ჯიპების შესახებ
რას ამბობს ბიბლია ხატებზე II
This post has been edited by
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
on 14 Oct 2012, 18:13
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
A-G-A-P-E
ღმერთი დღეს კაცობრიობას მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება"
ჯგუფი: Members
A-G-A-P-E
ღმერთი დღეს კაცობრიობას მხოლოდ ბიბლიით "ესაუბრება"
ჯგუფი: Members
წერილები: 17417
წევრი No.: 77217
რეგისტრ.: 5-December 08
#33480661
· 14 Oct 2012, 18:04 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(fenomenez @ 14 Oct 2012, 17:54 )
A-G-A-P-E
რა განსხვავებაა თქო...
fenomenez
მგონი გასაგები ქართულით დაგიწერე:
QUOTE
ეხლა მაგაზე კამათს და დამოძღვრას არ დაგიწყებ რა განსხვავებაა. ეგ ისედაც უნდა გცოდნოდათ ეკლესიის მამებს რომ ესწავლებინათ,
თეოლოგიური ტერმინოლოგიების გარჩევებით ვერ გადაფარავთ თქვენს საქციელს! დროა აღიაროთ რომ არღვევთ ათ მცნებას როცა ხელთქმინლს უდრეკთ მუხლს და ემსახურებით.
_____________________________
QUOTE
სოლომონის ტაძარში არავინ არ იყენებდა ქმნილებას ღმერთის თაყვანსაცემად. კედლების მოხატვა და ქანდაკების დადგმა იმას არ ნიშნავს რომ მათი მეშვეობით ვინმე ღმერთს სცემდა თაყვანს ... ტყუილია ეგ ...
Hammerfest
შენ გგონია არ იციან? უბრალოდ საუკუნოვან არაბიბლიურ ტრადიციას ხაზს როგორ გადაუსვამენ?
ეს რომ აღიარონ, თავდაყიდა დგება მთელი ამათი ისტორია, რელიგიური სწავლებები და წმინდა მამათა არაბიბლიური გადმოცემები. ასე რომ მხოლოდ ერთადერთი გზა დარჩენიათ:
უსასრულოდ და უაზროდ კამათი;
ტერმინოლოგიებზე კამათები;
ბიბლიის სწავლებების უკანა პლანზე გადაწევა და ეკლესიის მამაოების გადმოცემების მაღლა დაყენება;
დემგოგიურად ერთი და იგივეს ძახილი თაყვანს ვცემთ როგორც სათაყვანო გამოსახულებასო და ა.შ.
ვერ აპრავებენ და უკვე მომაბეზრებელია გახდა ამათი არაფრისმთქმელი ერთი და იგივე შინაარის მქონე პოსტების კითხვა...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fenomenez
Crazy Member
ჯგუფი: Members
fenomenez
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4388
წევრი No.: 146580
რეგისტრ.: 10-April 12
#33480721
· 14 Oct 2012, 18:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
A-G-A-P-E
QUOTE
თეოლოგიური ტერმინოლოგიების გარჩევებით ვერ გადაფარავთ თქვენს საქციელს! დროა აღიაროთ რომ არღვევთ ათ მცნებას როცა ხელთქმინლს უდრეკთ მუხლს და ემსახურებით.
გასაგებია ყველაფერი... ლოზუნგების და დემაგოგიის გარდა, ჯანსაღი არგუმენტაციით არ შეგიძლია შენი პოზიციის ახსნა და დასაბუთება.
რაც შეეხება ათ მცნებას, მე არ ვეთაყვანები ხატებს, როგორც კერპებს, შესაბამისად არ ვარღვევ ამ შემთხვევაში უფლის მცნებას. შენი ლოგიკით სოლომონიც არღვევდა უფლის მცნებებს, ქერუბიმთა ტაძარში გამოსახვით!
This post has been edited by
fenomenez
on 14 Oct 2012, 18:12
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
Crazy Member
ჯგუფი: Members
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3356
წევრი No.: 144444
რეგისტრ.: 14-March 12
#33480864
· 14 Oct 2012, 18:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
თეოლოგიური ტერმინოლოგიების გარჩევებით ვერ გადაფარავთ თქვენს საქციელს!
ამას შენ ამბობ?
რას ამბობს ბიბლია ხატებზე III
„როცა სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი გადმოუშვა ზეციდან და შთანთქა აღსავლენი და მსხვერპლნი. უფლის დიდებამ აავსო სახლი. ვეღარ შედიოდნენ მღვდლები უფლის სახლში, რადგან უფლის დიდებით იყო ავსებული უფლის სახლი. როცა დაინახეს ისრაელიანებმა სახლზე გადმომავალი ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს“ (2 ნეშტ. 7, 1-3).
შემთხვევით ქვაფენილს ხომ არ ცეს თაყვანი აგაპე? თავები ხომ დაადეს ? ხომ მოიხარნენ წელში და მუხლებზე დადგნენ? ანუ, თურმე შესაძლებელია ასეთ დროს, რომ ქვაფენილს კი არა უფალს ცე თაყვანი, რას იტყვი შე ბეიმურაზო?
This post has been edited by
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
on 14 Oct 2012, 18:55
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
fenomenez
Crazy Member
ჯგუფი: Members
fenomenez
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 4388
წევრი No.: 146580
რეგისტრ.: 10-April 12
#33481151
· 14 Oct 2012, 18:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lorea
QUOTE
არადა რა მარტივია ყველაფერი და როგორ ართულებთ ნეტა იცოდეთ
გეთანხმები, ძალიან მარტივია- დაჯდე სახლში, ფეხი ფეხზე გადაიდო, არც წირვაზე იარო, საერთოდ არც ტაძარი გქონდეს, საეკლესიო საიდუმლოებებიც "სულ არ არის საჭირო", არც მარხვა, არც აღსარება , არც ხატები, არც ხშირი ლოცვა....ან კიდევ რა საჭიროა წმინდანთა სწავლებების მოსმენა და მათი ღვაწლის დაფასება? ( თუმცა წმინდა მამათა მიერ შედგენილ ბიბლიას, ყველა მწვალებელი აღიარებს), მიცვალებულთა საფლავების მოვლაც კი არ არის აუცილებელი....ეს ყველაფერი სულაც არ არის საჭირო მოწმეების და ზოგადად უამრავი მწვალებლის ლოგიკით. მთავარია "გულში" ჰყავდეთ უფალი და ყველაფერი თავისით მოვა....
მაგრამ ქრისტეს გზა, სულაც არ არის ამგვარი და ქრისტეს მიერ კლდეზე დაარსებული ეკლესიის წევრები , დღიდან დაარსებისა, ძალიან კარგად აცნობიერებენ ამას! ქრისტეს სამწყსო სცნობს მას და არ უარყობს მას, ხოლო სხვა სამწყსო, მხოლოდ ბაგეებით აღიარებს მას და ვერ ცნობს მას, არც ქრისტე იცნობს მას, რადგან ისინი ცდილობენ ქრისტეს ეკლესიას ჩამოაშორონ რწმენაში მერყევი ადამიანები და დააბრკოლონ უფლის გზაზე,
This post has been edited by
fenomenez
on 14 Oct 2012, 18:53
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Oldboy
Alpha Nerd
ჯგუფი: Members
Oldboy
Alpha Nerd
ჯგუფი: Members
წერილები: 16662
წევრი No.: 119844
რეგისტრ.: 20-August 10
#33481308
· 14 Oct 2012, 19:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
fenomenez
მართლმადიდებელმა საერთოდ რომ არ გამოიყენოს ხატი, ცოდვაა?
ანუ იმას ვკითხულობ, ხატი დამხმარეა თუ აუცილებლობა?
--------------------
charlius.com
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
Crazy Member
ჯგუფი: Members
GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3356
წევრი No.: 144444
რეგისტრ.: 14-March 12
#33481444
· 14 Oct 2012, 19:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მართლმადიდებელმა საერთოდ რომ არ გამოიყენოს ხატი, ცოდვაა?
ანუ იმას ვკითხულობ, ხატი დამხმარეა თუ აუცილებლობა?
„ქრისტეს არანაირად არ დაუვალებია თავისი სიტყვების ჩაწერა, თუნდაც მცირე ჩანაწერების სახით. ამისდა მიუხედავად მისი ხატი ჩაიწერეს მოციქულებმა და დღემდე ინახება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის, რაც წარმოდგენილია ნაწერისა და ქაღალდის მეშვეობით, ხატზე წარმოსახულია სხვადასხვა ფერითა და სხვა ნივთიერებით“. (Refutatio I, X, PG 99, 340 d).
ანუ ხატიც ( ფოტოც ) ინფორმაციის მატარებელია და დაახლოებით იგივე პრინციპია ჩემის აზრით, საყვარელი, გარდაცვლილი ადამიანის ფოტო თუ მექნება გამოფენილი სახლში, რომელსაც სიყვარულით ვეამბორები ხოლმე, ამ დროს მე არ ვფიქრობ რატომ ვაკეთებ ამას ან რაში მეხმარება
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(48)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0545 ] [ 14 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.