http://nesusvet.narod.ru/ico/books/kuraev/"მართლმადიდებლობის ნებისმიერმა კრიტიკოსმა , ერთი მარტივი რამ უნდა გაითვალისწინოს: ჩვენ უკვე 2000 წლის ვართ. ორი ათაწი წელი ამ ეკლესიაში ხდება წმინდა წერილის ტექსტებზე ფიქრი და ანალიზი, საუკეთესო გონების მქონე ადამიანთა მხრიდან. ამიტომ , თუ ვინმე შემთხვევით წააწყდება წმინდა წერილში მისთვის გაურკვეველ ადგილებს, არ უნდა იჩქაროს და "ურთიერთწინააღმდეგობებად" ან სისულელედ არ უნდა გამოაცხადოს. ქრისტიანი ღვთისმეტყველები, უკვე უძველეს დროშიც კი დაფიქრდებოდნენ და ანალიზს გაუკეთებდნენ ბიბლიის ამგვარ ადგილებს, შემდეგ კი მთლიანბიბლიური კონტექსტის შესაბამის ინტერპრეტაციას მისცემდნენ. ძალიან დიდი გულიბრყვილობაა მაგალითად ის, თუ რომელიმე ყმაწვილი იფიქრებს იმას, რომ ამ ოცი საუკუნის განმავლობაში ორთოდოქს ეკლესიაში არავინ დაფიქრებულა ბიბლიის იმ სიტყვებზე, რომლის შესახებაც "ქრისტეს ეკლესიის" (ამგვარი სექტა არსებობს) წევრებმა შეიტყვეს ლექციაზე ერთი კვირის წინ და აღმოაჩინეს, რომ ბიბლიაში არის ასეთი მცნება: " არა მოიღო თავისა შენისა კერპი", რომელიც თურმე ბოროტად ირღვევა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მართლმადიდებელი ხატმწერების მიერ.
ჩვენ ვუწყით ამ მცნების შესახებ. მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემის ღვთისმეტყველება იწყება აკრძალვით, მაგრამ არ მთავრდება მისით. მეორე მცნების გარდა, ჩვენ ბიბლიის სხვა დადგენილებები და მოწმობებიც ვუწყით, რომელსაც პროტესტანტები ვერ ამჩნევენ.
კითხვა იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა ხატთაყვანისცემა, არის რთული, მაგრამ რთული არა იმიტომ, რომ "ძნელია" მასზე პასუხის გაცემა, არამედ იმიტომ, რომ მრავალშემადგენელია, ის თავის თავში აერთიანებს მინიმუმ რვა განსხვავებულ და აბსოლუტურდ კონკრეტულ კითხვას:
1) დასაშვებია თუ არა გამოსახულებები საერთოდ?
2) დასაშვებია თუ არა წმინდა და სულიერი რეალობების ხატზე გამოსახვა?
3) დასაშვებია თუ არა ღვთის გამოსახვა?
4) დასაშვებია თუ არა გამოსახულებების გამოყენება მისიონერული მიზნით?
5) დასაშვებია თუ არა გამოსახულებების გამოყენება ლოცვისას
6) დასაშვებია თუ არა თაყვანისცემის ნიშნების გამოვლინება გამოსახულებებთან?
7) შეგვიძლია თუ არა ვიფიქროთ, რომ გამოსახულების წინაშე თაყვანისცემა , ღმერთს მიეკუთვნება?
8) შეუძლიათ თუ არა გამოსახულებებს, რომ იყვნენ წმინდა და სასწაულთმოქმედნი?
1) დასაშვებია თუ არა გამოსახულებები საერთოდ?
უპირველეს ყოვლისა, გავიხსენოთ გამოსახულებების არსებობის შესახებ ბიბლიური აკრძალვა:
"15. ძალზე ფრთხილად იყავით, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან,
16. რომ არ გაირყვნათ და არ გაიკეთოთ ქანდაკი, რაიმე კერპის ხატი მამრის თუ მდედრის გამოსახულება,
17. რაიმე ცხოვვლის გამოსახულება, რაც დედამიწაზეა, რაიმე ფრინველის გამოსახულება, ცაში რაც დაფრინავს,
18. მიწაში ქვემძრომის გამოსახულება, რაიმე თევზის გამოსახულება, რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.
19. რომ ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ, არ ემსახურო მათ, რომლებიც შეუქმნა უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელს ცისქვეშეთში.
23. ფრთხილად იყავით, რომ არ დაგავიწყდეთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმა, რომელიც დაგიდოთ თქვენ, რომ არ გაიკეთოთ კერპი, რაიმე გამოსახულება, როგორც უფალმა, შენმა ღმერთმა გიბრძანა. (მეორე რჯ. 4, 15-19,23)"
მეორე რჯულის ეს მუხლები არის არც მეტი არც ნაკლები მეორე მცნების აკრძალვის განმარტება:
" არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ." (გამოს. 20, 4)
როგორც ვხედავთ, აკრძალულია ყოველგვარი გამოსახულება. ამიტომ, თუ თქვენთან მოვა პროტესტანტი ( ან ნებისმიერი სხვა სექტის წევრი) და გკითხავთ- " როგორ ბედავთ ხატების გაკეთებას, თუ ეს ბიბლიაში არის აკრძალული?!", წყნარი , მაგრამ მტკიცე ტონით სთხოვედ მას, რომ გიჩვენოთ მისი დოკუმენტი და გადააშლევინეთ იმ გვერდზე, სადაც მისი სურათი არის გამოსახული, ამის შემდეგ კი შესახსენეთ მეორე რჯულის ციტატა: " არ გაიკეთოთ <<<მამრის თუ მდედრის გამოსახულება" ( მეორე რჯ. 4-16).
ასე რომ, თუ ამ ტექსტს პროტესტანტული ბუკვალიზმით შევხედავთ, მაშინ პროტესტანტები თავად გამოდიან ბიბლიის ამ მოთხოვნის დამრღვევნი.
მათი დამშვიდება შესაძლებელია მხოლოდ ერთი საშუალებით: იმით, რომ თავად უფალი იყო მისი მცნებების რიგორისტულობის "დამრღვევი". მან ბრძანა, რომ არ შეიძლება უკეთურის გამოსახვა, მაგრამ მისივე ნებით მოსემ სპილენძის გველი გამოადნო (რიცხვ. 21, 8-9). არ შეიძლება ცხოველთა გამოსახვა, მაგრამ ერთხელაც ეზეკიელი ხედავს ზეციურ ტაძარს, რომელშიც არიან ქერუბიმები, ადამიანისა და ლომის სახეებით (იეზ. 41, 17-19). არ შეიძლება ფრინველთა გამოსახვა, მაგრამ ღვთისავე ნებით, სოლომონი გააკეთებს ფრთიანი ქერუბიმების გამოსახულებებს, ანუ ფრინველების მსგავს გამოსახულებებს.
შესაბამისად პირველ კითხვაზე პასუხი შემდეგნაერია: დიახ! გამოსახულებები დასაშვებია, ისინი ძველ აღთქმაშიც იყო. მათ აკეთებენ თავად პროტესტანტებიც. ხოლო ბუკვალურად აღსრულება ყველა იმ გამოსახულების აკრძალვისა: "რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ." , უბრალოდ ყველანაერი ფერწერული ნიმუშისა და ყველანაერი გამოსახულებების განადგურებამდე მიგვიყვანდა."
TO BE CONTINIUED...
" ყოველი ცოდვა ეკლესიაში , არის არა ეკლესიის ცოდვა, არამედ ცოდვა ეკლესიის წინააღმდეგ"
"ковчег был построен любителем а титаник профессионалами"
Taba, გიორგი XII, Internet_Contraband, wolfchant