fenomenez
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4388
წევრი No.: 146580
რეგისტრ.: 10-April 12
|
#33568193 · 21 Oct 2012, 02:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zanneti
QUOTE | აუ A-G-A-P-E - მ დაგლიჯა რა საღოლ რა, ყველა არგუმენტს მოუყარა თავის ერთ პოსტში... |
სანამ რამეში დაეთანხმებოდე აგაპეს, ჯერ კაგრად გადაიკითხე რას წერს... მან ღმერთი უხილავად გამოაცხადა, ხოდა თუ ქრისტიანს უწოდებ თავს, ის მაინც უნდა იცოდე, რომ განკაცებული უფალი ყველამ იხილა! მათ უბრალოდ არ სწამთ რომ იესო ღმერთია, შენ კიდევ უცებ გარასელისტდი კიდეც, მხოლოდ იმიტომ, რომ მართლმადიდებლები აკრიტიკო უაზროდ...
QUOTE | შენი სულიერი ცხოვრება შენ ბაგეშიც ჩანს ლაშა |
სხვის პირად სულიერ ცხოვრებას რა უფლებით განიკითხავ? მითუმეტეს ლაშას ნამდვილად არ ეკუთვნის შენგან ესეთი შენიშვნები...
QUOTE | აი ფენომენეზი თარგმნის სტატიას სადაც აბსურდების კორიანტელია. |
მესმის რომ ძალიან არ მოგეწონათ ეს სტატია, მაგრამ რას იზამ, სიმართლე მწარეა ზოგიერთებისთვის!
მოწმეებს და პროტესტანტებს კიდევ ერთხელ გთავაზობთ რომ გამოხვიდეთ სიბნელიდან, ყურადღებით წაიკითხეთ აქ რაც წერია:
"მართლმადიდებლობის ნებისმიერმა კრიტიკოსმა , ერთი მარტივი რამ უნდა გაითვალისწინოს: ჩვენ უკვე 2000 წლის ვართ. ორი ათაწი წელი ამ ეკლესიაში ხდება წმინდა წერილის ტექსტებზე ფიქრი და ანალიზი, საუკეთესო გონების მქონე ადამიანთა მხრიდან. ამიტომ , თუ ვინმე შემთხვევით წააწყდება წმინდა წერილში მისთვის გაურკვეველ ადგილებს, არ უნდა იჩქაროს და "ურთიერთწინააღმდეგობებად" ან სისულელედ არ უნდა გამოაცხადოს. ქრისტიანი ღვთისმეტყველები, უკვე უძველეს დროშიც კი დაფიქრდებოდნენ და ანალიზს გაუკეთებდნენ ბიბლიის ამგვარ ადგილებს, შემდეგ კი მთლიანბიბლიური კონტექსტის შესაბამის ინტერპრეტაციას მისცემდნენ. ძალიან დიდი გულიბრყვილობაა მაგალითად ის, თუ რომელიმე ყმაწვილი იფიქრებს იმას, რომ ამ ოცი საუკუნის განმავლობაში ორთოდოქს ეკლესიაში არავინ დაფიქრებულა ბიბლიის იმ სიტყვებზე, რომლის შესახებაც "ქრისტეს ეკლესიის" (ამგვარი სექტა არსებობს) წევრებმა შეიტყვეს ლექციაზე ერთი კვირის წინ და აღმოაჩინეს, რომ ბიბლიაში არის ასეთი მცნება: " არა მოიღო თავისა შენისა კერპი", რომელიც თურმე ბოროტად ირღვევა მართლმადიდებელ ეკლესიაში, მართლმადიდებელი ხატმწერების მიერ.
ჩვენ ვუწყით ამ მცნების შესახებ. მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემის ღვთისმეტყველება იწყება აკრძალვით, მაგრამ არ მთავრდება მისით. მეორე მცნების გარდა, ჩვენ ბიბლიის სხვა დადგენილებები და მოწმობებიც ვუწყით, რომელსაც პროტესტანტები ვერ ამჩნევენ.
კითხვა იმის შესახებ, დასაშვებია თუ არა ხატთაყვანისცემა, არის რთული, მაგრამ რთული არა იმიტომ, რომ "ძნელია" მასზე პასუხის გაცემა, არამედ იმიტომ, რომ მრავალშემადგენელია, ის თავის თავში აერთიანებს მინიმუმ რვა განსხვავებულ და აბსოლუტურდ კონკრეტულ კითხვას:
1) დასაშვებია თუ არა გამოსახულებები საერთოდ?
2) დასაშვებია თუ არა წმინდა და სულიერი რეალობების ხატზე გამოსახვა?
3) დასაშვებია თუ არა ღვთის გამოსახვა?
4) დასაშვებია თუ არა გამოსახულებების გამოყენება მისიონერული მიზნით?
5) დასაშვებია თუ არა გამოსახულებების გამოყენება ლოცვისას
6) დასაშვებია თუ არა თაყვანისცემის ნიშნების გამოვლინება გამოსახულებებთან?
7) შეგვიძლია თუ არა ვიფიქროთ, რომ გამოსახულების წინაშე თაყვანისცემა , ღმერთს მიეკუთვნება?
8) შეუძლიათ თუ არა გამოსახულებებს, რომ იყვნენ წმინდა და სასწაულთმოქმედნი?
1) დასაშვებია თუ არა გამოსახულებები საერთოდ?
უპირველეს ყოვლისა, გავიხსენოთ გამოსახულებების არსებობის შესახებ ბიბლიური აკრძალვა:
"15. ძალზე ფრთხილად იყავით, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან, 16. რომ არ გაირყვნათ და არ გაიკეთოთ ქანდაკი, რაიმე კერპის ხატი მამრის თუ მდედრის გამოსახულება, 17. რაიმე ცხოვვლის გამოსახულება, რაც დედამიწაზეა, რაიმე ფრინველის გამოსახულება, ცაში რაც დაფრინავს, 18. მიწაში ქვემძრომის გამოსახულება, რაიმე თევზის გამოსახულება, რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. 19. რომ ცისკენ ახედვისას და მზისა, მთვარისა და ვარსკვლავების, ცის მთელი მხედრობის დანახვისას არ შეცდე და თაყვანი არ სცე მათ, არ ემსახურო მათ, რომლებიც შეუქმნა უფალმა, შენმა ღმერთმა, ყველა ხალხს მთელს ცისქვეშეთში. 23. ფრთხილად იყავით, რომ არ დაგავიწყდეთ უფლის, თქვენი ღმერთის აღთქმა, რომელიც დაგიდოთ თქვენ, რომ არ გაიკეთოთ კერპი, რაიმე გამოსახულება, როგორც უფალმა, შენმა ღმერთმა გიბრძანა. (მეორე რჯ. 4, 15-19,23)"
მეორე რჯულის ეს მუხლები არის არც მეტი არც ნაკლები მეორე მცნების აკრძალვის განმარტება:
" არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ." (გამოს. 20, 4)
როგორც ვხედავთ, აკრძალულია ყოველგვარი გამოსახულება. ამიტომ, თუ თქვენთან მოვა პროტესტანტი ( ან ნებისმიერი სხვა სექტის წევრი) და გკითხავთ- " როგორ ბედავთ ხატების გაკეთებას, თუ ეს ბიბლიაში არის აკრძალული?!", წყნარი , მაგრამ მტკიცე ტონით სთხოვედ მას, რომ გიჩვენოთ მისი დოკუმენტი და გადააშლევინეთ იმ გვერდზე, სადაც მისი სურათი არის გამოსახული, ამის შემდეგ კი შესახსენეთ მეორე რჯულის ციტატა: " არ გაიკეთოთ <<<მამრის თუ მდედრის გამოსახულება" ( მეორე რჯ. 4-16).
ასე რომ, თუ ამ ტექსტს პროტესტანტული ბუკვალიზმით შევხედავთ, მაშინ პროტესტანტები თავად გამოდიან ბიბლიის ამ მოთხოვნის დამრღვევნი.
მათი დამშვიდება შესაძლებელია მხოლოდ ერთი საშუალებით: იმით, რომ თავად უფალი იყო მისი მცნებების რიგორისტულობის "დამრღვევი". მან ბრძანა, რომ არ შეიძლება უკეთურის გამოსახვა, მაგრამ მისივე ნებით მოსემ სპილენძის გველი გამოადნო (რიცხვ. 21, 8-9). არ შეიძლება ცხოველთა გამოსახვა, მაგრამ ერთხელაც ეზეკიელი ხედავს ზეციურ ტაძარს, რომელშიც არიან ქერუბიმები, ადამიანისა და ლომის სახეებით (იეზ. 41, 17-19). არ შეიძლება ფრინველთა გამოსახვა, მაგრამ ღვთისავე ნებით, სოლომონი გააკეთებს ფრთიანი ქერუბიმების გამოსახულებებს, ანუ ფრინველების მსგავს გამოსახულებებს.
შესაბამისად პირველ კითხვაზე პასუხი შემდეგნაერია: დიახ! გამოსახულებები დასაშვებია, ისინი ძველ აღთქმაშიც იყო. მათ აკეთებენ თავად პროტესტანტებიც. ხოლო ბუკვალურად აღსრულება ყველა იმ გამოსახულების აკრძალვისა: "რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ." , უბრალოდ ყველანაერი ფერწერული ნიმუშისა და ყველანაერი გამოსახულებების განადგურებამდე მიგვიყვანდა."
მეორე კითხვა:
2) უშვებს თუ არა ბიბლია , წმინდა რეალობების , სულიერი სამყაროს გამოსახვას?
სიფრთხილით, მაგრამ - უშვებს: " ოქროსგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ. <...> მანდ მოგევლინები ხოლმე, სახურავზე, ორ ქერუბიმს შორის, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და ყველაფერს გამოგიცხადებ, რაც ისრაელიანებისათვის უნდა გაბრძანებინოთ." (გამოსვ. 25, 18, 22). ეს აღთქმა , პირველ რიგში გულისხმობს სულიერი და ქმნადი სამყაროს ხელოვნების საშუალებებით გამოსახვას. ქერუბიმები გამოსახეს იერუსალიმის ტაძრის გასალამაზებლადაც: "გააკეთა დაბირში ორი ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან, რომლის სიმაღლე ათი წყრთა იყო. <...>ოქროთი დაფერა ქერუბიმები. სახლის მთელს კედლებზე ირგვლივ - შიგნიდან და გარედან, ქერუბიმების, ფინიკის ხეებისა და გაშლილი ყვავილების გამოსახულებანი მოაჩუქურთმა."(3 მეფ. 6, 23, 28-29), უნდა აღინიშნოს, რომ სოლომომის სახახლე არ მოურთავთ ქერუბიმთა გამოსახულებებით, ესეიგი ეს იყო ზუსტად რელიგიური გამოსახულებები და არა უბრალოდ მოსართავები. ასეთივე ქერუბიმები გააკეთეს მეორე ტაძრისთვისაც, რომელიც დარღვეული ძველი ტაძრის ადგილზე ააშენეს: " ამოკვეთილი იყო ქერუბიმები და პალმები; პალმა ქერუბიმსა და ქერუბიმს შორის იყო, ორი სახე ჰქონდა ყოველ ქერუბიმს.. კაცის სახე პალმისკენ იყო მიქცეული ერთ მხარეს და ლომის სახე პალმისკენ იყო მიქცეული მეორე მხარეს. ასე იყო გაკეთებული მთელს ტაძარში, ირგვლივ. იატაკიდან შესასვლელის თავამდე ქერუბიმები და პალმები იყო გამოხატული; ასევე ტაძრის კედელზე<..>. გამოსახული იყო მათზე, სასახლის კარებზე, ქერუბიმები და პალმები ისევე, როგორც კედლებზე იყო გამოსახული; ხის ზღურბლი იყო სტოას წინ, გარეთ. "(ეზეკ. 41, 18-20,25)
ამ ტაძარში დადიოდა ქრისტე და ამ ტაძარს უწოდა მან მისი სახლი.
3) დასაშვებია თუ არა ღვთის გამოსახვა?
კვლავ გავიხსენოთ, თუ როგორ ხსნის ბიბლია ღვთის გამოსახულებების აკრძალვას: "ძალზე ფრთხილად იყავით, რაკი არ გინახავთ არავითარი სახე, როცა უფალი გელაპარაკებოდათ ხორებში ცეცხლის შუაგულიდან" (მეორე რჯ.. 4, 15), მაგრამ შემდეგ ხომ - ვიხილეთ სახე? " რომელიც იყო დასაბამიდან, რომელიც ვისმინეთ და ჩვენი თვალით ვიხილეთ, რომელსაც ვჭვრეტდით და ჩვენი ხელით ვეხებოდით სიცოცხლის სიტყვას; (რადგან სიცოცხლე ცხად იქმნა, რაც ვიხილეთ და ვმოწმობთ, და გაუწყებთ საუკუნო სიცოცხლეს, რომელიც იყო მამასთან და გამოგვეცხადა ჩვენ)."(1 იო. 1, 1-2). მოციქულთა ეპოქაში მოხდა ის, რაც იესომ შემდეგი სიტყვებით გამოხატა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ის, რასაც ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც ისმენთ, და ვერ ისმინეს." (მთ. 13,17).
ქრისტე თავად არის ღმერთი, მისი ხილვაც შესაძლებელი იყო ( განკაცებიდან გამომდინარე) , და ამიტომ ამბობს იესო: "ვინც მე მიხილა, მამაც იხილა" (იო. 14,9). ის რაც საერთოდ წარმოუდგენელი იყო ძველ აღთქმაში, შესაძლებელი ხდება მას შემდეგ, როდესაც უხილავი სიტყვა ხილული სხეულით მოგვევლინა. "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს: მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა." (იო. 1, 18). განკაცებით არათუ უფალი გახდა ხილული, არამედ ადამიანებიც გახდნენ ღვთის მხილველნიც.
ასე რომ, თუ ძველ დროს არ შეიძლებოდა ღვთის გამოსახვა, რამეთუ: "თქვენ არ გიხილავთ სახე", მას შემდეგ, რაც "მან განგვიცხადა" და "თქვენ იხილეთ", განკაცებული ღმერთის, იესო ქრისტეს გამოსახვაც , თავისთავად უკვე შესაძლებელია. პროტესტანტული ჟურნალებიც სავსეა იესოს გამოსახულებებით.
4) თუ გამოსახულებები დასაშვებია, მაშ რისთვის? როგორ მოვებყრათ მათ? როგორ უნდა გამოვიყენოთ ისინი რელიგიური მსახურებებისას?
თავად ქრისტეს მიერ , სიტყვა ხატი გამოყენებულია ყოველგვარი ნეგატიური ქვეტექსტის გარეშე: "და უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა?" (მთ, 22-20), ამით იწყებს მაცხოვარი კეისრის ხარკის შესახებ პასუხის გაცემას, შესაბამისად იესომ გამოიყენა ხატი თავისი აზრების ასახსნელად და ნათელი ილუსტრირებისთვის. მაცხოვრის ამ ქმედების მსგავსად, ქრისტიანული ხელოვნების ისტორიაშიც, პირველი დატვირთვა რელიგიურ ფერწერას, სწორედ რომ მისიონერული და პედაგოგიკური იყო. ხატებს უწოდებდნენ " წერა კითხვის უცოდინართა ბიბლიას". ახლანდელ პროტესტანტებსაც კი აქვთ საბავშვო ბიბლია, რომელსაც თან ახლავს დასურათებები. ხოლო ქადაგებებში იყენებენ ვიდეო და სლაიდ-ფილმებს , ბიბლიური მოვლენების გადმოსაცემად.
ის შიშები, რომლებსაც პროტესტანტებში იწვევს ჩვენი ხატები, უბრალოდ აუხსნელია, როგორც ქრისტიანული ღვთისმეტყველებით, ასევე ქრისტიანული ეთიკის მხრივაც. ეს შიშები არის ვნება, სულიერი დაავადება. ისინი უნდა გადალახოს ადამიანმა, შეგნებულად და მიზანმიმართულად.
მაგრამ აქ იბადება შემდეგი, მეხუთე შეკითხვა, თუ მართლმადიდებლები მხოლოდ ქადაგებით და სამისიონერო მიზნით შემოიფარგლებოდნენ, ამას პროტესტანტები უთუოდ შეეგუებოდნენ, მაგრამ:
5) დასაშვებია თუ არა გამოსახულებების გამოყენება ლოცვის დროს?
კვლავ შეგახსენებთ, რომ იერუსალიმის ტაძარში ქერუბიმთა გამოსახულებები ხალხის ლოცვის თანდასწრებით არსებობდა. მაგრამ როდესაც ადამიანები ლოცულობდნენ უფლის წინაშე, აქცევდნენ ქერუბიმების გამოსახულებებს ყურადღებას? ითვალისწინებდნენ თუ არა ძველი ებრაელები ამ გამოსახულებებს არსებობას ღვთისმსახურებისას? ჯერ ავღნიშნოთ, რომ ქერუბიმთა გამოსახულებები პირდაპირ მლოცველთა თვალწინ იყო , როდესაც უდალს უჩოქებდნენ მორწმუნენი.
გამოსახულებები გვახსენებენ უფალს და ადამიანებს ლოცვისთვის აღვიძებენ. VII -ე მსოფლიო საეკლესიო კრებამ , როდესაც განსაზღვრა ხატთაყვანისცემის არსი, ხაზი გაუსვა, რომ გამოსახულებები უნდა იყოს ყველგან, რათა ადამიანმა უფრო ხშირად იფიქროს უფალზე და ლოცვისთვის აღენთოს.
ახლაც ასეა, როდესაც ადამიანი ჩაუვლის ტაძარს, რომც არ შევიდეს მასში, მაგრამ წამიერად წარმოთქვას: "უფალო დამეხმარე", რაც უფრო მეტი მიზეზი იქნება ამგვარი ლოცვისა- მით უკეთესი.
თუმცა ლოცვა ყველგან შეიძლება- მაგრამ იმისთვის რომ გაეღვიძებინა ლოცვის მოთხოვნილება ადამიანებში, უფალმა ისრაელს მისცა ტაძარი და იერუსალიმი. თუმცა ლოცვა ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ როგორც განსაკუთრებული ლოცვის დრო, გამოყოფილ იქნა დღესასწაულები და შაბათი. იერუსალიმი, ტაძარი, რჯული... ადამიანებს აღძრავდსნენ ლოცვისკენ და ღვთის თაყვანისცემისკენ. ამიტომ ისინიც იყვნენ რელიგიური თაყვანისცემის საგნები მორწმუნე ებრაელთა მხრიდან: " ვეთაყვანები შენს წმინდა ტაძარს" (ფს.5, 8), "ისმინე ჩემი მუდარის ხმა, როცა მოგიხმობ, როცა ხელებს ავწევ შენი წმიდა ტაძრისაკენ." (ფს. 27, 2) , პროტესტანტული ლოგიკით აქ მეფსალმუნე აშკარად არღვევს ებრაელთა აღთქმას, "მხოლოდ ღმერთს ეცი თაყვანი". დავით მეფსალმუნე როგორც ჩანს სხვაგანაც გამოტყდება , ამ "ცოდვაში" : "რარიგად მიყვარს რჯული შენი, ის არის ჩემი საფიქრალი დღენიადაგ." (ფს. 118, 97 ), როგორ ბედავს ის რელიგიური დატვირთვით სხვა რამის შეყვარებას, გარდა ღვთისა? ხოლო ესაია წინაწარმეტყველი ამბობს: "მის რჯულს მოელიან ზღვისპირელნი." (ის. 42, 4) ნუთუ წარმართი არის ესაია წ/წ, როდესაც ღვთის რჯულზეა მინდობილი და არა თავად ღმერთზე?
რა საჭიროა ლოცვისას იერუსალიმისკენ და ტაძრისკენ შებრუნება? (3 მეფ. 8, 48), შეიძლება დაგვესვა ეს შეკითხვა ძველ ებრაელთათვის, (როგორც ახლა ეკითხებიან მორწმუნე მართლმადიდებლებს " რატომ ლოცულობთ ხატებისკენ მიბრუნებულნი?"). ადამიანი შეიძლება ვერ გრძნობდეს პირად მოთხოვნილებას იმისათვის, რომ ლოცვას თან ახლდეს გარეგანი გამოხატულება თაყვანისცემისა. მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ შეიძლება არ ვაღიაროთ, რომ მართლმადიდებლების ლოცვა ხილული სიწმინდეების (ხატების) წინაშე, არ არის იმგვარი პრაქტიკა, რომელიც უცნობია ბიბლიისათვის.
QUOTE | იესომ ტქვა მხოლოდ ჩემიტ შეუძლიათ მამასთან მისვლაო და დასვა წერტილი ამით. ხატი არ უთქვია მას და არც პავლე უთქვამს არამედ მე ვარო. |
მერედა შენი აზრით აქ ვინმე გეკამათება? ან ახალი ამერიკა აღმოაჩინე?
მამასთან მისასვლელი გზა, სწორედ იესო და მისი დაფუძვნებული ეკლესიაა... როგორ მამა და იესო არის ერთი, ისე უნდა გახდეს ნამდვილი ქრისტიანი იესოში ერთი. ანუ განიღმრთოს მადლით.
ხოლო რაც შეეხება მამას, მამას ვერავინ გამოსახავს, იმიტორო ეს შეუძლებელია და ადამიანს არც კი შესწევს უნარი მას რომ თვალი გაუსწოროს. ხატების გამოსახვით მამას არავინ გამოსახავს, არამედ განკაცებულ ძე ღმერთს, ყოვლადწმინდა და ერთარსება სამების მეორე ჰიპოსტასს. რადგან იესომ შეიერთა სრული კაცობრივი ბუნება, შესაბამისად მისი გამოსახვაც შესაძლებელი გახდა. ხატების მეშვეობით სწორედ იესოს ვიხსენებთ და მამასთან ძის მიერ მისვლა, რაზეც შენ გაამახვილე ყურადღება, აქ საერთოდ არაფერ შუაშია.
This post has been edited by fenomenez on 21 Oct 2012, 02:50
--------------------
" ყოველი ცოდვა ეკლესიაში , არის არა ეკლესიის ცოდვა, არამედ ცოდვა ეკლესიის წინააღმდეგ"
"ковчег был построен любителем а титаник профессионалами"
Taba, გიორგი XII, Internet_Contraband, wolfchant
|