#33624358 · 25 Oct 2012, 15:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Hammerfest
QUOTE | ჰოდა ღმერთმა იცის ვინაა ცრუ და ვინ ჭეშმარიტი. შენ, ან მე ვართ მოსამართლეები? არა ... უფალია ... |
კი უფალია და შენ როგორ ფიქრობ უფალმა ასე დატოვა ადამიანები რომ არ უთხრა რომელია ცრუ და რომელი ჭეშმარიტი??
QUOTE | მერე ლოგიკურად არ გეჩვენება? ასე არ უნდა იყოს? მოეთხოვება ლიბერალიზმს მეტი? |
კი მოეთხოვება რადგან აქვს პრეტენზია სამართლიანობის. ეს კი უსამართლობაა.
QUOTE | ვთქვათ ჭეშმარიტებას არის ნაზირები მოსახლეობის 60% ... დანარჩენ 40 -ს რა უნდა უქნან? შეზღუდონ? დაარბიონ? დაჩაგრონ? დევნა დაუწყონ? |
 ისევ იგივე მეთოდი პროპაგანდის, რამე კომპლექსები გაწუხებს სულ დევნა დარბევაზე რომ საუბრობ?? მე არასდროს მითქვია რომ უნდა დაარბიო ვინმე და შენ რატომ ძაბავ სიტუაციას ხელოვნურად? ანუ მაგ სხვადასვადან ერთი ჭეშმარიტია მეორე ცრუ , ხოდა სუიცრუის გავრცელების უფლება არ გაქვს
QUOTE | არ არსებობს დედამიწაზე რელიგია თავისი თავი რომ არ მიაჩნდეს ჭეშმარიტებად. ვერ დაუშლი იმის ქადაგებას რომ ჭეშმარიტი არ არის. აბსურდია ... |
დაშლაზე არაა უბრალოდ როცა ვლაპარაკობთ სამართლიანობაზე იქვე უნდა გაიმიჯნოს ცრუ და ჭეშმარიტიც, თორე იმდენი სისულელე გამიგია ყველაფერს აქვს უფლება რომ არსებობდეს უბრალოდ ვამბობ რომ არ უნდა იქნას მოტყუებული ხალხი რადგნა ადამიანიც ცდუნება უდიდესი ცოდვაა.
QUOTE | წმინდა მამების შეიძლება არის, მაგრამ მოციქულების ნაკლებად ... ჰოდა მართალი თუ ხარ, ჩემი არსებობა რატომ გაფრთხობს? ჩემთვის სულერთია შენ რას იზამ, მე ჩემსას ვქადაგებ და 10 ვიქნებით თუ 20.000, საერთოდ არ მადარდებს. |
მე არ მაფრთხობ ს შენი კი არა მთელი ანტი-ქრისტიანული ძალების არსებობაც კი მე მომავალ თაობაზე ვზრუნავ, მეტი არაფერი და არ მსურს ვიღაცამ მოატყუოს ჩემი შვილი და სული წაურწყმინდოს.
QUOTE | შენ ვერ პასუხობ ელემენტარულ რამეს: რატომ გგონია რომ შენს მიერ არჩეული გზა არის ჭეშმარიტი? აქაური მართლმადიდებლებიც კი გედავებიან ხოლმე ... ყველას თავისი გზა ჰგონია ჭეშმარიტი და ამ რელიგიურ დავიდარაბაში ნორმალურ სახელმწიფოს ფეხებზე არ უდან ეკიდოს რელიგია? სახელმწიფომ უნდა დაადგინოს რა არის ჭეშმარიტება? ამას ითხოვ? |
სახელმწიფომ რაღაც იდეოლოგიას ამოფარებულმა ამ შემთხვევაში ლიბერალიზმი არ უნდა მოატყუოს ხალხი და არ უნდა უთხრას რომ თეთრი არის შავი და შავი მწვანე.
QUOTE | ეკლესია ქრისტეს სხეულია, |
 ამიტომაც არის ერთი და განუყოფელი. QUOTE | ანუ ამ სხეულის ასოები ასრულებენ თავის (ქრისტეს) ნებას, |
 კი ერთ ნებას დაარა სხვადასხვა ნებას. QUOTE | ასეთი ხალხი პროტესტანტებში ბევრია, არიან კათოლიკეებში და თქვენთანაც ... |
ტყუილია ერთი ფეხით მარჯვნივ მიდიოდე და მეორეთი მარცხნივ, ამის მოტყუება არის დანაშაული.
QUOTE | სინამდვილეში ვინ მიყვებოდა ქრისტეს დიდ სამსჯავროზე გაირკვევა და იქ ეკლესიის აბრებს არავინ არ მოიტანს ... |
ნამყოფი ხარ?
QUOTE | და ვინ იძახის რომ ყველაფერი ჭეშმარიტებაა? შეუძლებელია ყველა რელიგია ჭეშმარიტი იყოს. |
QUOTE | ამიტომ არავის არ ვასამართლებ და სიტყვაზე, არ ვიძახი რომ მე მართალი ვარ და შენ ვერ გადარჩები (ეს შეიძლება ძალიან ძვირად დამიჯდეს სამსჯავროზე და ამიტომ ჩუმად ვარ). აი ასეთი პოზიცია მაქვს. |
არც მე ვსჯი ვინმე უბრალოდ უფალი ამბობს თავად და მოციქულებმა გვითხრეს, წმინდა მამებმა გვითხრეს და ამას ვიმეორებ მეც, ჩემი მოფიქრებული ერთ სიტყვას არ ვამბობ ამ საკითხზე.
|