fenomenez
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4388
წევრი No.: 146580
რეგისტრ.: 10-April 12
|
#36238619 · 30 Apr 2013, 19:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
temo76
აჰა გასაგებია, შენ ესეიგი, ისევე როგორც ყველა მოწმეს, ვერ დაგინახავს და გაგიაზრებია ის უმთავრესი ფარისევლური მიზეზი, რომლის გამოც აცვეს ჯვარს იესო და რომლის გამოც სძულდათ მათ ასე იესო, საქმე ის არის, რომ იესო მართლაც მამის სწორად მიიჩნედა თავს და ამიტომ აცვეს ჯვარს, ანუ რომ არ სწამდათ იმიტომ, სწორედ ეს იყო მთავარი ბრალდება იუდეველების მხრიდან, ეს ძალიან კარგად ჩანს წმინდა წერილში....
(ქყემოთ მოყვანილი მსჯელობა ექსპრონტად გადმოვთარგმნე კურაევის ლექციიდან, საიდანაც კარგად უნდა მიხვდე თუ რაოდენ ცდებით ის ადამიანები, რომლებიც იესოს ქმნილებად აცხადებთ...))
რისთვის აცვეს ჯვარს იესო, რისთვის გამოუტანა სინედრიონმა ამგვარი განაჩენი, სინედრიონის განაჩენი ცალსახაა, ის თავს უწოდებს ღმერთს, ქრისტე აცვეს ჯვარს იმისათვის, რასაც იგი საუბრობთა თავისვე თავზე, ის იმისთვის არ უვციათ ჯვარს, რომ იგი ფარისევლებს ლანძღავდა... იესო არ დაუსჯიათ პოლიტიკური მოტივის გამო, სასამართლოზე ეს ბრალდება არც განხილულა კაიაფასთან, ისიც ნათლად ჩანს სახარებიდან, თუ რა აშფოთრბდათ იუდეველებს:
აი რა წერია იოანეს სახარების მერვე თავში, იესო ამბობს:
30. მე და მამა ერთი ვართ.
31. მაშინ იუდეველებმა კვლავ ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად.
32. იესომ მიუგო მათ: მრავალი კეთილი საქმე გიჩვენეთ მამაჩემის მიერ; რომელი მათგანისათვის მიპირებთ ჩაქოლვას?
33. მიუგეს იუდეველებმა და თქვეს: კეთილი საქმისთვის კი არ ჩაგქოლავთ, არამედ ღმრთის გმობისთვის, ვინაიდან კაცი ხარ და ღმერთად კი მოგაქვს თავი.
ანუ არამხოლოდ ქრისტეს მოწაფეები გრძნობდნენ რომ განკაცებულ ღმერთი იყო იესო, არამედ მისი მტრებიც კი გრძნობდნენ რომ იესო მის ღვთაებრივ ღირსებაზე საუბრობდა, მაგრამ ფარისევლებს ეს არ სწამდათ, მეტიც, ღვთის გმობადაც მიაჩნდათ.
შემდეგ იგივე დიალოგის გაგრძელება:
38. და თუ ვაკეთებ, მე რომ არ მერწმუნოთ, საქმეებს მაინც რწმუნეთ, რათა შეიცნოთ და ირწმუნოთ, რომ მამა ჩემშია, ხოლო მე - მასში.
39. მაშინ კვლავ დააპირეს მისი შეპყრობა, მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ.
ანუ თითოეულ შემთხვევაში, როცა იუდეველებს სურთ იესოს შებყრობა და ჩაქოლვა, ისინი ყოველთვის მოტივირებულები არიან იმის გამო, რომ იესო მამას უტოლებდა თავს. კაიაფას სამსჯავროზეც რას ეკითხებიან მას? არავინ ინტერესდება მისი "პოლიტიკური პროგრამით"და გეგმებით, მეტიც, ადვილად შეიძლებოდა ქრისტეს დადანაშაულება შაბათის წესის დარღვევაში, სინედრიონი არ უყენებს მას ამ ბრალდებას, წვრილ-წვრილი საქმეებით სინედრონი არ კავდება...კი სინედრიონს გამზადებული ჰყავდა ბრალმდებლები ტაძრის დარღვევის ცრუ ბრალდებისთვის, მაგრამ ამ ცრუ მოწმეებს სიტყის უფლებაც კი არ მისცეს, არ დასჭირდათ...იმიტომ, რომ ქრისტემ თავადვე და იმ წუთასვე ჩაიდინა ისეთი "დანაშაული", რომელიც საკმარისი "საბაბი" განაჩენის გამოსატანად, ამიტომ აღარავითარი მოწმობა იმის შესახებ, თუ რა იყო ადრე, აღარ დასჭირდათ... იმიტომ, რომ თავად იესომ დაასახელა თავი სასამართლოზე "იეჰოვად"
61. ხოლო ის დუმდა და არაფერი მიუგო მათ. მაშინ კვლავ ჰკითხა მღვდელმთავარმა: შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?
62. იესომ მიუგო: მე ვარ. იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით.
63. მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: რაღად გვინდა მოწმენი?
64. ხომ მოისმინეთ ღვთის გმობა? რას იტყვით? მაშინ ყველამ სიკვდილის ღირსად სცნო იგი.
აქ დააკვირდი, რომ თავად მღვდელთმთავარიც კი ერიდება იეჰოვას სახელის ხსენებას (როგორც მოგეხსენება არ იხსენიებდნენ ძველი ებრაელები ), არამედ ეკითხება: "შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა?", ქრისტე პასუხობს: "მე ვარ.", რაზეც რეაქცია კი იცი... რა მოხდა აქ ასეთი? კი ქრისტემ თქვს "მე ვარ", მაგრამ რეაქცია მაინც არაადეკვატურია, მესიობისთვის მანამდე არავინ არ მოუკლავთ, არც ღვთის ძეობად თავის დასახელებისათვის, ეს ბრალდება არ ითვალისწინებდა სასიკვდილო განაჩენს, მანამდე არსებობდა არაერთი ცრუ მესია, არცერთი მათგანი არ მოუკლავთ ებრაელებს. ასე რომ ქრისტემ სხვა რამ თქვა, ქართულში წერია "მე ვარ", აქ მან ზუსტად ის საღვთო სახელი განიკუთვნა, რომელიც ბიბლიაშია მოხსენიებული და რომელსაც თქვენც აღიარებთ. (ანუ "მე ვარ რომელი ვარ"), ეს რუსულ და ქართულ თარგმანებში არ ჩანს, მაგრამ ბერძნულში ხაზგასმით იკვეთება... ამიტომ მღვდელთმთავარს არამხოლოდ განარისხებს მისი სიტყვები, ის შემოიხევს სამოსს, რასაც მღვდელთმთავარი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებდა, როცა ღვთისგმობას ისმენდა... ისევდაისევ უნდა გაიაზრო, რომ ებრაული აზროვნებით მესია არ ნიშნავს ღმერთს, ამიტომ იმის თქმა, რომ მე მესია ვარ, არ გულისხმობს ღვთის-გმობას, რომელ კანონს ეყრდნობიან ამ განაჩენის დროს? ლევიანთა წიგნის ოცდამეოთხე თავი:
"16. უფლის სახელის მაგინებელი უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ, მდგმური იქნება თუ მკვიდრი, უფლის სახელის შეგინებისათვის უნდა მოკვდეს."
მოდი ახლა ვნახოთ სხვა ადგილებშიც გამოიყენა თუ არა ქრისტემ ეს ფორმა საკუთარ თავთან მიმართებაში, კი გამოიყენა:
28. და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ.
29. ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას.
30. ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.
ქართულ ტექსტებში ცოტა უცნაური აზრი გამოდის, იესო რომ იესო იყო, ეს ისედაც უწყოდნენ, კიდევ რა უნდა გაეგოთ ჯვარცმის შემდეგ? ზუსტად ის, "რომ იგია რომელია, ანუ იაჰვე", ამ სიტყვების შემდეგ ებრაული ენისა და წმინდა წერილის მცოდნე ადამიანებს ახსენდებოდათ (ასოციაციურად მაინც) ესაიას წიგნში დაწერილი სიტყვები, სხვათაშორის მოწმეების საყვარელი ადგილია:
10. თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება.
11. მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!
ანუ ძველ აღთქმაში არის ადგილიბი, სადაც ღმერთი ამბობს იმ სიტყვებს, რომელსაც იესოც ამბობს მის თავზე....
ქრისტე ამბობს, "მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ", იაჰვე ამბობს: "მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს"
და რა იყო ფარისევლების რეაქცია ამ სიტყვებზე? აბსოლუტურად "ბუნებრივი"
59. მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა.
ახლა სხვა ადგილებიც ვნახოთ, აი კიდევ რაწერია იგივე იოანეს სახარების მერვე თავში:
23. და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე - იმქვეყნიური.
24. ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით.
ანუ თუ ებრაელები არ ირწმუნებენ, რომ იესო არის განკაცებული იაჰვე, მაშინ ისინი მოკვდებიან ცოდვებში... თავისთავად ებრაელები გაურკვევლობაში არიან და ეკითხებიან:
25. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით?
აქ უკვე ნათლად ამოწმებს იესო მის მამასთან ერთობას იესო. ებრაელების რეაქცია:
48. მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკეული?
მაგრამ იესო ისევ ხაზგასმით ამბობს:
58. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ.
ძველ ქართულში უკეთ ჩანს თუ რას ამბობს იესო:
58. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: პირველ აბრაჰამის ყოფადმდე მე ვარ.
ქრისტე არ ამბობს, სანამ აბრაამი იყო მე ვიყავიო, არამედ "მე ვარ", ეს გრამატიკული "უზუსტობა" სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ქრისტე გულისხმობდა კერძოდ იაჰვეს.
კიდევ ერთი ეპიზოდი, როდესაც იესოს შეიბყრობენ:
5. მიუგეს: იესო ნაზარეველს. უთხრა მათ იესომ: მე ვარ. ხოლო იუდაც, მისი გამცემი, მათთან იდგა.
6. როცა უთხრა მათ: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ.
7. კვლავ ჰკითხა მათ: ვის ეძებთ? ხოლო მათ თქვეს: იესო ნაზარეველს.
დაუკვირდით, იესო აქაც პასუხობს "მე ვარ", მაგრამ რატომ დაემხნენ შესაბყრობად მისული ადამიანები? სწორედ იმიტომ, რომ აქაც მან განიკუთვნა სახელი იაჰვე!, რომლის გაგონებაზეც კი იუდეველები ამგვარ რეაქციას ავლენდნენ...
კიდევ რამოდენიმე საინტერესო ეპიზოდი, როდესაც სულიწმინდა გარდამოვიდა მოციქულები, სინედრიონის წევრები რას უკრძალავენ მათ, აღდგომის შესახებ ქადაგებას? თუ ქრისტეს მესიობის შესახებ სწავლას?... მოდი ვნახოთ რა წერია:
17. მაგრამ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა რომ არ ატყდეს ხალხში, მუქარით ავუკრძალოთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით.
ანუ სინედრიონის წევრები სწორედ იესოს იაჰვესთან ერთობის შესახებ სწავლებას უკრძალავდნენ... თუმცა პეტრე მაინც უშიშრად ქადაგებს და აი რას ამბობს:
12. სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს.
და თუ ქრისტე ამ სახელს განიკუთვნებს თავის თავზე, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ეს სახელი დასაბამითგანვე განეკუთვნებოდა. იგი დასაბამითგანვე იეჰოვაა, დასაბამითგანვე ღმერთია.
This post has been edited by fenomenez on 30 Apr 2013, 19:14
--------------------
" ყოველი ცოდვა ეკლესიაში , არის არა ეკლესიის ცოდვა, არამედ ცოდვა ეკლესიის წინააღმდეგ"
"ковчег был построен любителем а титаник профессионалами"
Taba, გიორგი XII, Internet_Contraband, wolfchant
|