nodarie
Super Crazy Member +

ჯგუფი: Members
წერილები: 16328
წევრი No.: 165059
რეგისტრ.: 7-April 13
|
#36277728 · 3 May 2013, 18:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (A-G-A-P-E @ 3 May 2013, 18:41 ) | QUOTE (nodarie @ 3 May 2013, 17:26 ) | QUOTE (A-G-A-P-E @ 3 May 2013, 13:11 ) | QUOTE (tamazi 19 @ 30 Apr 2013, 21:57 ) | ]luka123
QUOTE | რასა ბრძანებ? უამრავი ციტატაა, სადაც ის ამბობს რომ ის მამაშია და და მამა მასშია. ის მამისგანაა გამოსული და მამამ ყველაფერი მისცა რაც აქვს და ყველაფერი უჩვენა. და ის მამის მარჯვივ დაჯდა. ე.ი. მის თანასწორ. ქრისტე ამბობს– "მე და მამა– ერთი ვართ" ამას რა ახსნას მოუძებნი?
|
აქ საკმარისია წაიკითხოთ ბიბლიიდან იოანეს 17:3 სადაც წერია " ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ ერთადერთ ჭეშმარიტ რმერთს და მას ვინც მოავლინე იესო ქრისტეს" ყურადღება მიაქციეთ, რომ იესომ მამას უწოდა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და არა საკუთარ თავს. მე ჩამოგიწერთ ბიბლიურ მუხლებს, რომლებიც სეგიძლიათ წაიკითხოთ ბიბლიასი და გააკეტოთ ღრმა ანალიზი. კოლ : 1: 15-16, მათე 26:39, მათე 20: 20-23, მარკოზი 13:32, 1-ლი კორ; 11:13, 1-ლი პეტრეს 1;3, .......... მრავალი მუხლი სეიძლება კიდევ წაიკითხოთ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ მამა ღმერთი არ არის იესოს სრულფასოვანი. ყველაფერს თავი დავანებოთ იესო თვითონ ამბობდა შემდეგ სიტყვებს: "მამა ჩემზე დიდია". უბრალო მარტივი ლოგიკით არ შეიძლება შემომქმედი და ქმნილება თანასწორი პიროვნებები იყონ. ამ საკითხზე ბევრი მსჯელობა და საუბარი შეიძლება და არ შეიძლება ერთი მუხლით, არასწორი ინტერპრეტაციით დავასკვნათ, რაიმე საკითხის სისწორე. ბოლოსდაბოლოს ბიბლია თვითონ პასუხობს ყველა კითხვას თუკი მით ვიხელმძღვანელებ.
|
tamazi 19
მართალს ამბობ.
|
რას ამბობს მართალს?
|
nodarie
რას და აი ამას:
QUOTE | აქ საკმარისია წაიკითხოთ ბიბლიიდან იოანეს 17:3 სადაც წერია " ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ გიცნობდნენ შენ ერთადერთ ჭეშმარიტ რმერთს და მას ვინც მოავლინე იესო ქრისტეს" ყურადღება მიაქციეთ, რომ იესომ მამას უწოდა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი და არა საკუთარ თავს. მე ჩამოგიწერთ ბიბლიურ მუხლებს, რომლებიც სეგიძლიათ წაიკითხოთ ბიბლიასი და გააკეტოთ ღრმა ანალიზი. კოლ : 1: 15-16, მათე 26:39, მათე 20: 20-23, მარკოზი 13:32, 1-ლი კორ; 11:13, 1-ლი პეტრეს 1;3, .......... მრავალი მუხლი სეიძლება კიდევ წაიკითხოთ, რომელიც დაგარწმუნებთ, რომ მამა ღმერთი არ არის იესოს სრულფასოვანი. ყველაფერს თავი დავანებოთ იესო თვითონ ამბობდა შემდეგ სიტყვებს: "მამა ჩემზე დიდია". უბრალო მარტივი ლოგიკით არ შეიძლება შემომქმედი და ქმნილება თანასწორი პიროვნებები იყონ. ამ საკითხზე ბევრი მსჯელობა და საუბარი შეიძლება და არ შეიძლება ერთი მუხლით, არასწორი ინტერპრეტაციით დავასკვნათ, რაიმე საკითხის სისწორე. ბოლოსდაბოლოს ბიბლია თვითონ პასუხობს ყველა კითხვას თუკი მით ვიხელმძღვანელებ. |
|
ბიბლიური სწავლება მამისა და ძის ერთობის შესახებ
დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.ის იყო დასაბამიდან ღმერთთან. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა. ( იო. 1 , 1-3)
სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ. ( იო. 1 - 14)
23. აჰა, ქალწული მუცლად იღებს, და შობს ძეს, და უწოდებენ მას სახელად ემმანუელს, რაც თარგმანით ნიშნავს: ჩვენთან არს ღმერთი ( მთ. 1 , 23)
ხოლო იესო პასუხად ეუბნებოდა მათ: მამაჩემი აქამდე იღვწის და მეც ვიღვწი. მით უფრო მეტად ცდილობდნენ იუდეველები იესოს მოკვლას, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს და მას უტოლებდა თავს. ( იო. 5 , 17-18)
მე და მამა ერთი ვართ. მაშინ იუდეველებმა კვლავ ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. ( იო. 10, 30 -31)
თუ არ ვაკეთებ მამაჩემის საქმეს, ნუ მერწმუნებით. და თუ ვაკეთებ, მე რომ არ მერწმუნოთ, საქმეებს მაინც რწმუნეთ, რათა შეიცნოთ და ირწმუნოთ, რომ მამა ჩემშია, ხოლო მე - მასში. მაშინ კვლავ დააპირეს მისი შეპყრობა, მაგრამ ხელიდან დაუსხლტა მათ. ( იო. 10 , 37- 39)
ფილიპემ უთხრა: უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის. უთხრა მას იესომ: რა ხანია თქვენთანა ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო? ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა - ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი - ჩემში; თუ არა და, ჩემს საქმეს მაინც ერწმუნეთ. ( იო. 14 , 8 - 11)
მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი! უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს. (იო. 20 , 28 - 29)
20. ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე ( იო. 1 , 5, 20)
მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ. (რომ. 9 , 5)
უცილობლად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, ( 1 ტიმ. 3 , 16)
რადგანაც მასში მკვიდრობს ხორციელად ღვთაების მთელი სავსება. ( კოლ. 2, 9)
უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ. ( იო. 8 , 58)
მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით? ( იო. 8 , 25)
მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე. ( 2 ფილიპ.)
ესეც სამების შესახებ....
იცით , რომ მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლება სამების შესახებ ასე გადმოიცემა, ღმერთი არის ერთარსება, და სამპიროვანი... ანუ , ღმერთი არსებით ერთია , თუმცა სამპიროვანი . არის 3 ჰიპოსტაზი თითოეულუსათვის დამახასიათებელი თვისებით. ეს თვისებებია, მამა არავისგან არ და არავისგან არ გამოდის. ძე იშვა მამისაგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, ანუ უწინარეს დროისა ანუ მამისაგან ძის შობა არის ზე დროული( ხოლო განკაცება მოხდა კონკრეტულ დროში), ხოლო სულიწმინდა გამოვალს მამისაგან.
ბიბლიაში ღმერთად სახელდება მამა(მთ. 11, 25; იონ. 6, 27; 8:54; ეფეს.4:6...), იესო ( ლკ. 5: 17-26; იონ. 1-1, 20:28...) და სულიწმინდა (საქმე მოც. 5:3-4) , თუმცა იმის მიუხედავად, რომ თითოეული მათგანი დასახელებულია ღმერთად, ბიბლია არ საუბრობს სამ ღმერთზე, არამედ ერთარსება და სამპიროვან ღვთაებაზე. მამას ძეს და წმინდა სულს, წმინდა წერილი განუკუთვნებს ისეთ თვისებებს, რაც მხოლდო ღმერთს გააჩნია, მაგალითად, სამივე პირი სამებისა არსებობდა სამყაროს შექმნამდე და მონაწილეობდა მის შექმნაში ( მამა: ფსალმ.145, მარკ. 13:19, საქ. მოც. 4:24... იესო: იო.1:1-3, 14, 1 კორინთელთა 8:6,კოლასელთა 1:16-17, სულიწმინდა: დაბადება: 1:1-3), უფრო მეტიც, სამივე ჰიპოსტასი არის ყოველგანმყოფი და ერთდროულად შეუძლია, რომ იყოს ყველგან ( მამა: იერემია 23:24, საქმ. მოც. 17:23-24; იესო: მათე 18:20, 28:20; ეფეს: 1:23; სულიწმინდა: ფსალმ. 138: 7-8) მართლმადიდებელი ადამიანი სამებას განადიდებს, როგორც ერთს და არა ცალცალკე ჰიპოსტაზს, რამეთუ სამივე ჰიპოსტაზი არის 1 არსება( ამის კონკრეტულ გამოვლინებებს დავწერ ქვემოთ, როგორც ახალი ისე ძველი აღთქმიდან). ყველა ლოცვა აღევლინება ერთი ღმერთის მისამართით." შენ გაგიდებთ, შენ გიგალობთ შენ გაქებთ..." და არა" თქვენ". სამების საიდუმლო ადამიანისთვის მიუწვდომელია, მაგრამ ეს ეყრდნობა წმინდა წერილს და თავად უფლის სიტყვებს და ამიტომ აქ რწმენის ჩართვაც არის საჭირო. სამების დოგმატიდან თუ გამოვალთ, მაშინ მართლაც ნათელია, რომ ღმერთი ნამდვილად არის სიყვარული. დაუკვირდით ერთ რამეს. ღმერთი არის ყველა ქმნილების დასაბამი, ხოლო ჩვენ მას ვუწოდებთ სიყვარულს. იბადება კითხვა, სანამ ღმერთი შექმნიდა ხილულ სამყაროსა და ანგელოზებს... ვინ უყვარდა მას? აქედან გამომდინარე ჩანს, რომ სიყვარულის გამოვლინება ღმერთისთვის არამხოლოდ ადამიანთან მიმართებაში ხდება , არამედ თითოეულ ჰიპოსტაზს სამებისა აქვს ერთმანეთის მიმართ სრული სიყვარული. თუ როგორ ხდება ეს ადამიანი ამას ბოლომდე ვერასდროს გაიგებს.
ახლა მოგიყვანთ ციტატებს ძველი აღთქმიდან , სადაც არის სამების გამოვლინება: დაბადება 1:26 " "და თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი ჩვენი ხატისაებრ და მსგავსებისაებრ"
დააკვირდით სიტყვებს, თქვა არის მხოლობითში ნათქვამი, ხოლო შევქმნეთ მრავლობითში. ეს არის დასტური ერთარსება და სამპიროვანი ღვთაების არსებობისა. დაბადება 3:22"22. "და თქვა ღმერთმა: აჰა, ადამი გახდა, როგორც ერთი ჩვენგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა" აქაც ზუსტად იგივე.
დაბადება 18, 1-3 : " 1. და ეჩვენა აბრაამს ღმერთი მამრეს მუხასთან, როდესაც იჯდა იგი თავისი კარვის კართან შუადღისას.
2. და აახილა თავისი თვალები და დაინახა: აჰა, სამი კაცი თავზე დაადგა მას; და დაინახა და გაიქცა მათ შესაგებებლად თავისი კარვის კარიდან და თაყვანი სცა მიწამდე,
3. და თქვა: უფალო, თუ ვპოვე მადლი შენ წინაშე, ნუ ჩაუვლი შენს მონას;" აქ პირდაპირ არის გადმოცემული სწავლება ერთარსება და სამპიროვანი ღმერთის შესახებ.
ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ აქ აბრაამმა განჭვრიტა სამების საიდუმლო, და შეიცნო სამპიროვანი და ერთარსება ღმერთი, ამიტომ მიმართა მათ მხოლობითში: " უფალო"
ესაიას წიგნის მეექვსე თავის მესამე მუხლში გადმოცემულია ხილვა, რომელიც იხილა წინასწარმეტყველმა, მან იხილა თუ როგორ განადიდებდნენ სერაბიმები უფალს:
"3. ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება!"
აქ სამჯერ არის მოხსენიებული , რომ წმინდაა უფალი, წმინდა მამები განმარტავენ, რომ აქაც სამებაზეა მინიშნება.
კიდევ არის რამოდენიმე ადგილი ძველ აღთქმაში ასეთი, და თუ გინდათ დაგისახელებთ მერე.
ახლა ახალი აღთქმიდან ვნახოთ რა წერია სამების შესახებ (მათე 28, 19):" წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა". დააკვირდით , უფალი არ ამბობს სახელებითო , არამედ "სახელითა.".. , რადგან სამივე არის ერთი არსება.
ოიანეს პირველი ეპისტოლე, 5 თავი , 7 მუხლი: " ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია."
* * * კარგად წაიკითხეთ, კარგად იეჰოველებოოოო, მწვალებლებო

ოიანეს პირველი ეპისტოლე, 5 თავი , 7 მუხლი: " ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია." * * * „არ არსებობს ისეთი სისულელე, მიმდევრები რომ არ გამოუჩნდეს“. ციცერონი
„ილაპარაკე ცოცხლად, უგმობლად, რათა წინააღმდგომს შერცხვეს, და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენდა მომართ“. ტიტე 2, 8
„და რაც გსმენია ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო კაცთ, რომელნიც შეძლებენ ასწავლონ სხვებსაც“. 2 ტიმოთე 2, 2
„იეღოვას მოწმეთა“ სექტის მოკლე ისტორია
„იეღოვას მოწმეთა“ სექტის დამაარსებლის ჩარლზ ტეი რასელის ცხოვრების ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენთვის ნათელი გახდება, რომ საქმე გვაქვს ურწმუნო კაცთან. მთელი მისი ცხოვრება არის თავმოყვარეობის, ამპარტავნებისა და ეგოიზმის ნაზავი (ესენი კი ქრისტიანული სწავლებით ღვთის საწინააღმდეგო ქმედებებია), რამაც იგი მიიყვანა მოციქულთა და წმინდა მამათა რწმენის უარყოფამდე. ამის შედეგად რასელმა თავად წამოაყენა წმინდა წერილის თვითნებური განმარტება, სადაც, თითქოსდა მის მიერ, ღვთის შემეცნების შესახებ სწავლება სრულად და დამთავრებულად არის წარმოჩენილი.
რასელი 1852 წელს დაიბადა ამერიკის ქალაქ პიტსბურგში. მას დიდი განათლება არ მიუღია, რადგან 11 წლისამ სკოლა მიატოვა და მამასთან ერთად მეწარმეობა, მზა ტანსაცმლით ვაჭრობა დაიწყო. მალე მან მიაღწია კიდეც შესანიშნავ შედეგებს. რასელმა უკვე 16 წლისამ დააარსა სავაჭრო სახლთა მთელი ქსელი და მოკლე დორში თავი მოუყარა სიმდიდრეს, რომელიც 250000 დოლარად შეფასდა. მალე მან დააარსა საბანკო წარმოება და მისი კაპიტალი 350000 დოლარამდე გაიზარდა. პარალელურად ის რწმენის საკითხებით იყო დაკავებული და ამიტომ მის პირველ მიმდევრებს სწამდათ, რომ ღმერთი არის კომერსანტი რასელის ტიპისა და ამბობდნენ: „ღმერთი არის უდიდესი კომერსანტი და ჩვენი ძმა რასელი კი ფლობს ისეთსავე უნარს, უფრო დიდი მნიშნვნელობითო“.
სინამდვილეში კი, როგორც თავად რასელი აღიარებდა, იგი გახდა სკეპტიკოსი (ობიექტური სინამდვილის უარმყოფელი, ე.ი. თითქმის უღმერთო). შემდეგ იგი დაინტერესდა აზიური აღმსარებლობებით, რითაც კიდევ უფრო დიდ ცდომილებაში ჩავარდა. მომდევნო ხანებში რასელი დაუკავშირდა ჯერ „პრესვიტერიანელების“, შემდეგ „კონგრეციონალისტებისა“ და ბოლოს „მეშვიდე დღის ადვენტისტებთან“ იგი გაეცნო ქრისტეს ათასწლოვანი მეუფების შესახებ სწავლებას, რომლითაც მოიხიბლა და დაიწყო ამ სექტის მოძღვრების ქადაგება. მაგრამ მას ქრისტეს მეორედ მოსვლის თარიღთან დაკავშირებით აქაც უთანხმოება მოუვიდა; საბოლოოდ რასელმა გაწყვიტა ურთიერთობა სექტის ხელმძღვანელობასთან იმ მოტივით, თითქოს „მანამდე წმინდა წერილის სწორად გაგება და ახსნა არავის შეეძლო და ეს დიდი საიდუმლოება ღმერთმა მხოლოდ მას, ერთადერთს გაანდო და ხალხთან ჭეშმარიტების საქადაგებლად მოუწოდა“. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით იმავეს ქადაგებდა ახალი რჯულის, ახალი სწავლების შემომღები ყველა ერეტიკოსი, რომელიც თავის თავს ღვთის წინასწარმეტყველად წარმოაჩენდა (ასეთები იყვნენ გონსტიკოსები, არიოზი, მუჰამედი და სხვ.)
1879 წელს ჩ.რასელმა დააარსა ჟურნალი „სიონის საგუშაგო კოშკისა და ქრისტეს დასწრების მაცნე“. შემდეგში ამ ჟურნალს ეწოდა „გუშაგის კოშკი“, ხოლო 1966 წლიდან - „საგუშაგო კოშკი“. 1882 წელს ჩამოყალიბებული „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ბროშურების სიონისტური საზოგადოება“. იყო დღევანდელი „იეღოვას მოწმეთა“ უშუალო წინამორბედი.
ჩ. რასელმა თავისი მოძღვრების ძირითადი დებულებები ჩამოაყალიბა „წმინდა წერილის გამოკვლევის“ შვიდ ტომში, რომელსაც იგი თვით ბიბლიაზე მაღლა აყენებდა. რასელი ამტკიცებდა, რომ ეს სწავლება თითქოს „ღვთისაგან სულიწმიდის შთაგონებით“ მიიღო და იგი აუცილებელია ყველა მორწმუნისათვის, რათა სწორად გაიგონ ბიბლია (მე-7 ტომი Stadies in Scriptures, 1918). რასელი თავის მიმდევრებს აშინებდა, რომ თუ რომელიმე მათგანი შეწყვეტდა მისი განმარტებების კითხვას და უშუალოდ ბიბლიის შესწავლას დაიწყებდა, აუცილებლად უმეცრების წყვდიადში მოექცეოდა, და პირიქით, თუკი ადამიანს ერთხელაც არ ექნებოდა წაკითხული ბიბლია და მხოლოდ მისი სწავლებით იხელმძღვანელებდა, „მარადიული სინათლის“ თანაზიარი გახდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რასელი ასწავლიდა, თითქოს მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა ჭეშმარიტება, ღმერთმა იგი გამოარჩია სხვათაგან, რათა ახლებურად განემარტა ბიბლია; სულიერად იგი სხვებთან შედარებით თითქოს იმდენად აღმატებული იყო, რომ მას ღმერთი პირადადაც კი ესაუბრებოდა. „ჭეშმარიტება, რომელსაც მე თქვენ გაუწყებთ, როგორც მოქადაგე, - წერდა იგი, - არ ყოფილა მიღებული გამოცხადებით ან სიზმრებით, არამედ ღმერთის ხმით იქნა აღმოჩენილი, რომელიც მოვისმინე“.
რასელის ამ მტკიცების მიუხედავად, მისი სწავლება არა მარტო დღევანდელი ბრუკლინელი „ღვთისმეტყველების“, არამედ თვით მისი უშუალო მემკვიდრეების (ი. რუტერფორდი, ნ. კნორი) მოძღვრებისაგანაც ძრიფესვიანად განსხვავდება. როგორც რასელი, ასევე მისი ყოველი მემკვიდრე სექტას მართავდა აბსოლუტური ძალაუფლებით, რითაც მას თავიანთი პირადული აზროვნების კვალი დაამჩნიეს და მემკვიდრეებს ბიბლიის თვითნებური განმარტებანი დაუტოვეს. ამიტომ სექტის პრეზიდენტთა რაოდენობის შესაბამისად, „იეღოვას მოწმეთა“ საზოგადოების განვითარებაში ოთხი პერიოდი შეიმჩნევა:
სექტის დამაარსებლის ჩარლზ ტეი რასელის პერიოდი (1872-1916 წ.წ.) იოსებ რუტერფორდის პერიოდი (1916-1942 წ.წ.) ნათან კნორის პერიოდი (1942-1977 წ.წ.) ფრედერიკ ფრენცის პერიოდი (1977-1992 წ.წ.) „იეღოვას მოწმეები“ ამბობენ, რომ თვით ღმერთია მათი მოძღვრების ავტორი. მაშინ ჩვენ, თუ მოცემულ ოთხ პერიოდში მათი სწავლების განვითარებას მივადევნებთ თვალს, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ სექტის ყოველ პრეზიდენტს ბიბლია ერთმანეთისაგან განსხვავებულად, თავისებურად ესმოდა და ხშირად მომდევნო პრეზიდენტის განმარტებანი წინა პრეზიდენტისას ეწინააღმდეგებოდა. უკვე ეს ფაქტი მოწმობს აბსურდულობას იეღოველთა მტკიცებისა, თითქოს თვით ღმერთია მათი მოძღვრების ავტორი. ღმერთი არ შეიძლება თავის თავს ეწინააღმდეგებოდეს. აქედან გამომდინარე, მათი საზოგადოება იმართება არა ღმერთის მიერ, არამედ ინდივიდუალურად, შემცდარი ადამიანების მიერ.
ჩ. რასელმა არაფერი იცოდა ღმერთის „სახელის“ - იეღოვას შესახებ, რომელიც მხოლოდ 1925 წლის წინასწარმეტყველების ჩაშლის შემდეგ გაჩნდა. ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ წერს: „1926 წ. 1 იანვრიდან ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ძირითადი დანიშნულებაა მსოფლიოს წარუდგინოს ბიბლიის ღმერთის სახელი „იეღოვა“ (№ 5 1978 წ. უკრ. ენაზე). ხშირად ისინი საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან: „არ არის გადამწყვეტი, როგორ გამოვთქვამთ ღმერთის სახელს“ (წიგნი „ჭეშმარიტება, რომელიც სამუდამო ცხოვრებაში მიგვიყვანს“), „ბიბლიის ღმერთი უსახელოა“ (ჟურ. „საგუშაგო კოშკი“, № 13, 1972 წ.)
ჩ. რასელს მიაჩნდა, რომ „ძე ღვთისა გაკრულ იქნა ჯვარზე“ („შექმნის ფოტოდრამა“. 1914 წ. გვ. 57), ამიტომ ჯვარს თავიანთ ჟურნალებშიც გამოსახავდნენ, მაგრამ უკვე მომდევნო პრეზიდენტი ი.რუტერფორდი წიგნში - „ნუგეშისცემა ადამიანებისათვის“ - წერს: ჯვარი - ეს სატანის მაცდური მზაკვრობაა“.
ჩ. რასელის აზრით, 6000 წელი ქვეყნის შექმნიდან 1872 წელს გათავდა, ხოლო თანამედროვე „ღვთისმეტყველი“ გამოთვლებით - 1975 წელს.
ჩ. რასელიცა და მოღვაწეობის დასაწყისში ი. რუტერფორდიც აცხადებდნენ, რომ აღდგომა ყველასათვის იქნება. „ბიბლია აცხადებს აღდგომას ყველა ადამიანისათვის“ (ჩ. რასელი, „საუკუნეების ღვთაებრივი გეგმა“); ი.რუტერფორდი: „ყველა მკვდარი გაცოცხლდება, მიუხედავად მათი წარსული საქმიანობისა და სარწმუნოებისა“ („მილიონები, რომლებიც ახლა ცხოვრობენ, არასოდეს მოკვდებიან“), მაგრამ ბრუკლინელმა „თეოლოგებმა“ უკვე 1936 წლიდან მიცვალებულთა გარკვეულ ნაწილს აღდგომის დღესასწაული მოუსპეს. მაგალითად: იგივე ი.რუტერფორდი წიგნში „დაცვა“ (1936) წერს: „ვისაც იეღოვა გაანადგურებს, უკვე არასოდეს აღდგება ხელახლა“. და კიდევ: „ისინი სიცოცხლის უღირსნი არიან, ამიტომ არ აღდგებიან“ („დაკარგულიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“). ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ წერს: „ჩარლზ რასელი იყო ურყევად ერთგული ღვთის მიმართ, ურყევად ერთგული იესო ქრისტეს მიმართ, ურყევად ერთგული მესიანური სამეფოს საქმიანობის მიმართ, ეს იყო ურყევად ერთგული ყველა წვრილმანში - დიახ, ის იყო ურყევად ერთგული თვით სიკვდილამდე“ („საგუშაგო კოშკი“ 1.04.1996; გვ. 9). მაშ, საოცარია მათი ქმედებანი. თუკი მათი დამაარსებელი და ფუძემდებელი - რასელი მართლაც ასეთი ერთგული იყო ღვთის სწავლებისა და მხოლოდ მისეული განმარტებებია „ღვთივსულიერი“ და ჭეშმარიტი, მაშ, რატომღა შეცვალეს იგი მისმა მიმდევრებმა? ასე რომ, „იეღოვას მოწმეთა“ თანამედროვე სწავლებას საერთო არაფერი აქვს ერთი საუკუნის წინ რასელის მიერ ჩამოყალიბებულ მოძღვრებასთან. მათ ხომ, თითქმის ყველა გარკვეულ სარწმუნოებრივ საკითხში ბევრჯერ შეიტანეს რედიკალური ცვლილებანი? ამ კითხვაზე პასუხს მათივე ჟურნალი „გუშაგის კოშკი“ (1957 წ. № 8) იძლევა: „ორაგანიზაცია მისდევს იმ შეხედულებებს, რომლებიც შემდეგში შეიძლება შეიცვალოს“, „არცერთი სხვა ორგანიზაცია არ იჩენს ისეთ მოქნილობას, რომ შეცვალოს თავიანთი შეხედულებები და ნაბიჯი აუწყოს ცვალებად დროს“ - მიუთითებს „საგუშაგო კოშკის“ 1977 წ. აგვისტოს ნომერი (გვ. 19).
ამ ციტატებიდან, თუ მოისურვებენ, სექტის რიგით წევრებს მრავლისმეტყველი დასკვნის გაკეთება შეუძლიათ. განა შეიძლება ისეთი მოსაზრების დაჯერება, ცხოვრებაში გატარება და მისთვის თავგანწირვა, რომელიც შემდეგ სისულელედ გამოცხადდება?! განა შეიძლება, ჭეშმარიტება, რომელიც მარადიულია, იცვლებოდეს?!
ამჟამად, „იეღოვას მოწმეთა“ საზოგადოებას მიაჩნია, რომ არა რასეულისეული ბიბლიის განმარტებაა ჭეშმარიტი, არამედ თვით მათი საზოგადოებისეული. დღეისათვის იეღოველები თვლიან, რომ მხოლოდ მათი საზოგადოების მიერ განმარტებული საღვთო წერილია „ღვთივსულიერი“ და რომ ბიბლიის თვითნებურ შესწავლას ადამიანი მიჰყავს სიბნელემდე და ერესამდე. მაგალითად, მათი ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ გმობს იმ პიროვნებებს, „რომლებიც ამტკიცებენ, რომ საკმარისია ბიბლიის შესწავლა სახლში. ბიბლიის ასეთი შესწავლა აუცილებლად მიი<
|