შენ ამის მიხედვით აზროვნებ?
ჭეშმარიტება, არ შეიძლება იყოს საყოველთაო?
რატომ უნდა მაშინებდეს საყოველთაოდ მიღებული და აღიარებული კანონი ან წესი ?
თავისუფლება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი მარტო კანონისაგან იყოს
დამოკიდებული.
ვოლტერი
თავისუფლება იმის უფლებაა, რომ ყველაფერი გააკეთო, რის ნებასაც კანონი
გაძლევს.
მონტესკიე
თავისუფლებას მოკლებულია იგი, ვისაც თავისი თავის ყოველმხრივ
დამორჩილება არ ძალუძს.
მოსე ჯანაშვილი
თავისუფლება - გაცნობიერებული აუცილებლობაა. თავისუფლება ეთიკის
თვალსაზრისით თვითნებობა როდია; მინდა ასე მოვიქცევი, მინდა - სხვაგვარად.
პიროვნების ზნეობრივი თავისუფლება მოვალეობის შეგნება და შესრულებაა.
საკუთარი თავისა და სხვა ადამიანთა წინაშე თავისუფალი ნება და ზნეობრივ
კანონებს დაქვემდებარებული ნება - ერთი და იგივეა.
კანტი
ძლევამოსილების, თვითდაუფლების, საკუთარი ნების უდიდესი თავისუფლების
ნიშანია. ნებაყოფლობით თავდადება ყველასათვის, ჯვარცმა, კოცონზე თავის დაწვა
ყველასათვის შეუძლია მხოლოდ უდიდეს პიროვნებას. ძლიერ განვითარებული
პიროვნება, ვინც სავსებით დარწმუნებულია, რომ უფლება აქვს პიროვნება იყოს და
უკვე აღარაფრის ეშინია, იმაზე უკეთესს ვერაფერს იზამს, რომ მთლიანად შეეწიროს
ყველას, რათა სხვებიც სწორედ ასეთივე თავისუფალ და ბედნიერ პიროვნებებად
აქციოს.
თ.დოსტოევსკი
ანუ თუ საყოველთაოს ვემორჩილები არ ვარ თავისუფალი და ვერ ვაზროვნებ? ეს ხომ რადიკალიზმია, ანუ მეორე უკიდურესობა
This post has been edited by GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS on 27 Jan 2013, 19:01