სინამდვილეში, კი აი რა მოხდა მანდ (
lasha kakauridze შეიძლება შენც დაგაინტერესოს )
1. თავდაპირველაღ ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.
2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
3. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.
5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.
6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.
7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.
8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.
როგორც ციტატიდან კარგად ჩანს, ღმერთმა ცა რაღაცა "მყარს" უწოდა. აღწერიდან ჩანს, რომ არის რაღაც მყარი, რომელიც ქვედა წყლებს (გასაგებია რომ ეს დედამიწის წყლებია) ზემოთა წყლებიდან (ეს კი ცოტა ბუნდოვანია) ყოფს. მაშ რა არის ჯერ ეს მყარი.
საქმე იმაშია, რომ მანდ არა მყარი ან სამყარო წერია, არამედ საუბარია "სივრცეზე" მაგრამ რადგან ბიბლიის თარგმნისას, ებრაელები ეგვიპტური მითების დიდი ზეგავლენის ქვეშ იყვნენ და მათ კი "იქაური" ცხოვრება ცოტა არ იყოს და "მყარი" ჰქონდათ, ასე გაჩნდა მანდ სიტყვა მყარი შეცდომით, თუმცა კი ეს მყარი სინამდვილეში სივრცეს ნიშნავს.
როცა წერენ რომ ამ სივრცეს ცა - უწოდა, სინამდვილეში მანდ ცა კი არა, არამედ ზეცა წერია, საიქიოს გაგებით და არა ის ცა, რომელიც (ახლა უკვე) ვიცით რომ ატმოსფეროა. დარჩა ზემოთა წყლები, რა არის ეს ზემოთა წყლები? ამისთვის გავიხსენოთ რომ ის ვინც ებრაულ ფოლკლორს იწერდა, მაინცდამაინც განვითარებული არ იყო და თან უკვე ეს ებრაული ფოლკლორი, მაშინდელი შუამდინარეთის ხალხების ზღაპრების და მითებით შედგებოდა, ეს ფოლკლორი იმავე დროს მათთვის რეალობა იყო, ხოლო როგორ უნდა განმარტოს განუვითარებელმა ადამიანმა... საიდან მოდის წვიმა?

სწორია, ზემოთ წყლებია და იქიდან ესხმება. ამ წარმოდგენას ცაც ხელს უწყობს თავისი ფერით, რომელიც წყლის ფერს გავს, მოგვიანებით ამ წარმოდგენას კიდევ შევხვდებით, უკვე ნოესთან, როცა "ცის სარკმლები გაიხსნება და იქიდან წყალი ჩამოვა", ხოლო რადგან ზემოთ წყლები იყო... ქვემოთ წყლები იყო მათ შორის ადგილს ეწოდა სწორედ ზეცა და ამ ზეცაში ცხოვრობდა ღმერთიც. ამის მტკიცებულებასაც შევხვდებით მოგვიანებით, როცა საუბარია რომ ღმერთი ზემოდან იყურება და იქიდან ადამიანები ჭიანჭველებივით ჩანან. ამიტომ არის რომ მორწმუნეებიც სულ ცაში იყურებიან როცა ღმერთს მიმართავენ, სულები ცაში მიფრინავენ, "ჩვენი წინაპრები ზემოდან იხედებიან" და ა.შ. მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ზემოთ ატმოსფერო და კოსმოსია... და იქ ღმერთი არ არის. ამიტომ ღმერთმაც სადღაც სამყაროში გადაინაცვალა, მერე კიდევ განვვითარდით და აღმოჩნდა რომ პრინციპში არც იქ არის, ამიტომ უფრო შორს, ჩვენი ლოგიკის, ტელესკოპური წვდომის და აღქმის მიღმა გადაბარგდა.