#34072937 · 25 Nov 2012, 23:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Nshoshia505
QUOTE | საბჭოთა კავშირს რომ ვიღებთ - ჯერ არასწორია რომ მისი ისტორია ერთიანად განვიხილოთ და მარტო კრახით ვიმსჯელოთ - სტალინის დროს არა მარტო შიშის, არამედ დიდი მოტივაციაც იყო და ამის მაგალითები ბევრია - როდესაც სახეზე იყო ეკონომიკური და სოციალური პროგრესი. უძრაობის ხანის შესწავლა გვაძლეს პასუხს, თუ რა მოხდა საბჭოთა კავშირში. |
კი ბატონო, მედალს ორი მხარე აქვს. ვნახეთ, რომ ე.წ. "სამხედრო კომუნიზმი" ძლიერია, მაგრამ "მშვიდობიანი კომუნიზმი" _ სუსტი.
QUOTE | რაც შეეხება იერარქიულ საზოგადოებას - სწორედ იერარქიულობის რწმენაზეა აგებული სოციალური უთანასწორობა - რა პრინციპით უნდა გადანაწილდეს რესურები და საზოგადო შრომა ადამიანებზე. იერაქრიული საზოგადოების ფილოსოფია გვეუბნება, რომ არსებობს რჩეული უმცირესობა, რომელთაც უნდა ეკუთვნოდეს რესურსების დიდი ნაწილი და არანაირ შემთხვევაში არ უნდა იყოს გადანაწილებული ეს რესურსები მეტ-ნაკლებად სამართლიანად. ამ სისტემის შედეგი არის ის, რომ იარსებებს ადამიანები ვიზეც საერთოდ არ განაწილდება ეს რესურსები, იარსებებს დაბალი ფენა, ვიზეც მცირედ გადანაწილდება და იარსებებს რჩეული უმცირესობა - რომელიც მუდამ შექმნის მითებს თუ რატომ უნდა გქონდეთ მათ ფული არაზომიერად დიდი და რატომ არ უნდა ჰქონდეთ ფული სხვებს... |
კი, გავიგე ეს პასაჟი და სრულებით გეთანხმები. ოღონდ მითებს 1 პაწია საფუძველი მაინც აქვთ ხოლმე _ რჩეული უმცირესობა სწორ ადგილზეა და სწორ დროს _ ეს ქმნის ხოლმე მათს "უფლებებს" უმეტეს შემთხვევაში.
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
|