ეს პატარა სტატიასავით ეხება თითქმის ყველა შენ თემებს და ამასაც ნაწილობრივ
როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ გამოქვაბულში ცხოვრობდა ველურად და "უჰ", "აჰ" ღრიალის მეტი არაფერი იცოდა, იყო თითქმის ცხოველურ ინსტიქტებზე დაყრდნობილი ცხოვრების წესი.
გადავხედოთ რა ხდება ამ დროს. აგერ, იპოვა ერთმა ინდივიდმა გემრიელი ბაჭია და ის ისაა უნდა შეახრამუნოს, რომ მას თავს დაესხვა სხვა ველური, კარგად მიბეგვა და წაართვა კურდღელი.
ცხადია მოხდა "ბოროტება". ერთმა დაჩაგრა მეორე, კარდადაც მიწიხლა და დატოვა მშიერი.
იბადება კითხვა - რატომ არ ჩაერია უფალი და არ აღკვეთა ეს "ბოროტება"?
- იმიტომ, რომ მის პროექტში ასეთი ჩარევა არ იყო გამართლებული, ისევ პროექტის მიზნებიდან გამომდინარე.
მან უნდა შექმნას "სრულყოფილი" საზოგადოება, ისევ საზოგადოებაშივე ჩადებული კოდებზე და პრნციპებზე დაყრდნობით.
ასეთი ერთერთი პრინციპია, ვთქვათ: ძლიერი და მოხერხებული უნდა გადარჩეს და დატოვოს შთამომავლობა. სასურველია მხოლოდ ძლიერმა, ჭკვიანმა და მოხერხებულმა ადამიანმა დატოვოს შთამომავლობა და გადასცეს გენური კოდი. მიმდინარეობს ბუნებრივი გადარჩევა.
იგივე პრინციპია სხვა ბიოლოგიურ სახეობებშიც.
არადა ამ ბუნებრივი გადარჩევის პროცესს ეწირება სუსტი და ავადმყოფი - ანუ ხდება "ბოროტება".
იმ მომენტში, ველურ გარემოში, ბოროტების აღქმა არ ხდება, გარდა დედის სინსტინქტისა - დაიცვას ბავშვი სხვა ინდივიდების შემოტევის ან მტაცებელი ცხოველებისგან. კონკრეტულად რას განიცდის ველური დედა მისი შვილის დაზარალების დროს ? გულის ტკივილს.
შემდეგ - გადის ათასწლეულები და ადამიანი გონებრივად ვითარდება.
შემოდის უკვე სასაუბრო ენა. ტომებად ჩამოყალიბება. გამოცდილების გაზიარება ტომის წევრებს შორის.
ცოდნის არა მხოლოდ გენური გადაცემა, არამედ ზეპირსიტყვიერიც. დიდი ასწავლის პატარას ნადირობის წესებს. თუმცა მანამდე პირდაპირი დაკვირვებით და გენის საშუალებით სწავლობდა ბავშვი ამ წესებს. საზოგადოებრივი ჯგუფი იხვეწება. გონებრივი ანალიზის უნარი მატულობს.
მატულობს ასევე "ბოროტების" გამოვლინების საშუალებებიც.
ტომი ტომს ესხმის თავს ნადავლის ადვილად ხელში ჩაგდების მიზნით და/ან უკეთესი ტერიტორიის ათვისების მიზნით.
ერთი ტომი ეწირება მეორე ტომს - ნადგურდება. ხდება ბოროტება.
უფალი არ ერევა კვლავ. რატომ? იმიტომ რომ ისევ ძალაშია ბუნებრივი გადარჩევის საწყისი პრინციპი.
ტომს, რომელიც ვერ იცავს თავს, არ არის ძლიერი - არ არის სასურველი დატოვოს შთამომავლობა.
გადის დრო. ადამიანი უფრო მაღალ განვითარებას აღწევს.
მატულობს ისევ "ბოროტების" გამოვლინების საშუალებებიც.
ადამიანს უკვე აქვს უნარი შეაფასოს სხვა ინდივიდის სულიერი მდგომარეობაც.
ჩნდება (თუმცა მანამდეც იყო) სხვადასხვა დაავადება. იწყება ზრუნვა ჯანმრთელობაზე. ჩნდებიან "ექიმები".
ხდება მკურნალობა. ზოგს არჩენენ, ზოგს ვერ არჩენენ.
ღმერთი აკვირდება თავის პროექტს
და ასე შემდეგ. გადის დრო და აჰა უკვე 21-ე საუკუნეა. მარსზე ადამიანის ნახელავი დაბობღავს
"ბოროტება" - კვლავ არსებობს.
ჯიმი ჯეკს მუხანათურად კლავს 5000 დოლარის გამო.
განა არის განსხვავება ველური მოკლავს კურდღლის გამო თუ ჯიმი 5000 დოლარის გამო?
მე ვერ ვხედავ განსხვავებას, გარდა ჯიმსა და ველურს შორის ინტელექტუალური პოტენციური სხვაობისა.
მაგრამ, როგორც ჩანს თანამედროვე მკვლელის მსოფლმხედველობა არ განსხვავდება იმ ველურის მსოფლმხედველობისგან.
მგონი მხოლოდ ლაპარაკის ცოდნაშია სხვაობა.
აფრიკაში ბავშვები შიმშილით იხოცებიან - ხდება ბოროტება და უფალი კვლავ "დუმს".
ხდება ჰაიტიზე გამანადგურებელი მიწისძვრა, იხოცება უამრავი "უდანაშაულო" - უფალი კვლავ "დუმს".
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღმერთი ბოროტებას შეგნებულად არ აღკვეთავს. არ ერევა.
ასეა კი? არის კი ეს ბოროტება ესოდენ მნიშვნელოვანი უფლისთვის. ეგებ ჩვენ, როგორც ადამიანები გაზვიადებულად მძაფრად აღვიქვამთ ამ ყველაფერს?
ეგებ ჩვენი მოგონილია ეს სიკეთეც და ეს ბოროტებაც? ეგებ ეს ყველაფერი ერთი უბრალო ელემენტია ზოგადი პროექტის.
აჰა, ერთერთი ვერსია ბოროტების არსებობის.
ჩვენ რომ ვიყო ვთქვათ ჭიანჭველების შემოქმედი, ჩავერეოდით ჭიანჭველების ჩხუბში, როცა ერთი მეორეს მუხუდოს მარცვალს ართმევს ან სხვის კვერცხს ჭამს?
დაზარალებული ჭიანჭველა ხომ "ბოროტების" მსხვერპლია? მას გული ეტკინა, ნაწყენია და ტირის. უბედურია.
რატომ არ აღკვეთე ეს?
შეგეძლო, მაგრამ ამით თავმდამსხმელს გახდიდი უბედურს. ეხლა ის შეიქმნებოდა ბოროტების მსხვერპლი, რომელიც შენი, როგორც უზენაესის მხრიდან მოხდა.
და ეს ხომ ტრილიონმაგად უფრო ძლიერი ბოროტებაა, რადგან ეს შენ გათვიცნობიერებულად გააკეთე.
ამაშია საქმე
ასე, რომ თუ დავუშვებთ სამყაროს შემოქმედის პოსტულატს, უნდა დაუშვა ყველა იმ ბუნებრივი "კანონების" ლეგიტიმაციაც, რასაც დღეს ვხედავთ.
თუნდაც ბოროტების არსებობის სახით. რადგან, "ბოროტება" - საზოგადოების განვითარების ერთერთი საჭირო ელემენტია.
ЭТИКА ВЕТХОГО ЗАВЕТА В СВЕТЕ НОВОГО ЗАВЕТА
http://rusbaptist.stunda.org/dop/etica-vz-nz.htm This post has been edited by GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS on 1 Dec 2012, 01:07