ღმერთი არ არსებობს
ღმერთის არსებობის დამტკისებას ცდილობდნენ ფილოსოფოს-იდიალისტები და თეოლოგები. მაგრამ ყველა მტკიცებულება არგუმენტიტებულად იქნა განადგურებული. ღმერთის სასარგებლოდ წამოყენებული მტკიცებულებები აღმოჩნდა ფსევდომტკიცებულებები. რელიგიის დამცველებმა ორი ათასი წლის განმავლობაში ვერც ღმერთის არსებობის სინამდვილე დაამტკიცეს და ვერც ლოგიკური შესაძლებლობა აჩვენეს მისი არსებობის.
ერთადერთი საშუალება ღმერთის ნამდვილი არსებობის დამმტკიცებისა ეს არის თვითონ ღმერთის წამოწევა იმ ანგარიშით - მოახდინოს თავისი „ზებუნებრივი“ და „ღვთაებრივი“ ნიჭების დემონსტრირება. ღმერთ კაცი იესო ქრისტე სიცოცხლეშივე დაპირდა იმ ადამიანებს დაბრუნებას დედამიწაზე რომელთა შორისაც ქადაგებდა. (მათე. 16.28)მაგრამ მეორედ მოსვლის ორი ათას წლოვანი დაგვიანება უკვე საკმარისი საფუძველია იმისა რომ ეჭვი შეგვეპაროს ღმერთ კაც იესოს არსებობაში. მაშასადამე დროა მოვითხოვოთ კლერიკალებისაგან და ღვთისმეტყველებისაგან, რათა მათ მოიწვიონ იესო ქრისტე დედამიწაზე იმისათვის რომ მოახდინოს თავისი ღვთაებრივი ყოვლისშემძლეობის დემონსტრირება. მაგალითად: ბესლანში დაღუპული ბავშვების და ღმერთის სახელით ნაკურთხ „კურსკ“ წყალ ქვეშა ნავში დაღუპული მეზღვაურების მკვდრეთით აღდგენა, ასევე წამიერად ყველა კიბოთი დაავადებული ადამიანების განკურების და ა.შ. გზით. ღმერთ კაც იესოს ასეთი ეფექტური მოქმედებები სახალხოდ, პირდაპირი მტკიცებულება იქნებოდა ღმერთის არსებობის. მაგრამ, ვაი, რომ ღმერთის არსებობის პირდაპირი მტკიცებულებები არ გვაქვს. მხოლოდ ფაქტებსა და ლოგიკას უნდა დაეყრდნო რაიმეს არსებობის შემთხვევაში. ეს არის მეცნიერული მეთოდი. მაშასადამე, ღმერთის არსებობის დროსაც საჭიროა ფაქტებზე და ლოგიკაზე დაყრდნობა. მეცნიერული ჰიპოთეზა ესაა ვარაუდი, რომლის საშუალებითაც ფაქტების საფუძველზე კეთდება წინასწარი დასკვნები ობიექტის, გამოვლენის მიზეზების არსებობის შესახებ და ა.შ. ჰიპოტეზის წამოყენება ხდება უკვე ბოლოს, ცდის დამტკიცებისათვის. ღმერთი არანაერად არ ავლენს საკუთარ თავს ამიტომ არ არის იმის საფუძველი რომ წამოვაყენოთ მეცნიერული ჰიპოთეზა ღმერთის არსებობის დამტკიცების მიზნით. მეცნიერებისთვის ღმერთი - არაფერია, ნულია, სრული სიცარიელეა. იხილეთ ვრცლად:
http://www.ateism.ru/article.htm?no=1447 This post has been edited by GEBI on 8 Jul 2013, 18:15