Bet-El
Bet-El

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1090
წევრი No.: 48217
რეგისტრ.: 30-November 07
|
#34706169 · 12 Jan 2013, 15:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (ლაბარნა @ 24 Dec 2012, 01:06 ) | არსებობს არა ბოროტი და კეთილი ადამიანი, არამედ კარგი და ცუდი გენეტიკა კარგ და ცუდ გარემოსთან ერთად. საბოლოოდ ცუდი გენეტიკა და ცუდი პირობები ერთად აყალიბებენ იმას, რასაც თქვენ ბოროტს ეძახით, ხოლო კარგი გენეტიკა და კარგი გარემო იმას, რასაც თქვენ კეთილს ეძახით. |
თუ გენეტიკის დონეზეა განსაზღვრული, კარგი იქნება ადამიანი თუ ცუდი, მაშინ აღზრდა საერთოდ აზრმოკლებული ყოფილა. არადა რეალურად სწორედაც რომ ცუდი აღზრდა აყალიბებს ადამიანს ცუდ ადამიანად და კარგი აღზრდა აყალიბებს ადამიანს კარგ ადამიანად. დღეს ძირითადად ცუდი აღზრდა ჭარბობს იმიტომ, რომ დედამიწა სატანის გავლენაშია.
მინახავს ძალიან ბევრი ბოროტი ადამიანი, რომელიც ერთი შეხედვით გამოუსწორებელია, მაგრამ ბიბლიის დახმარებით გამოსწორებულან და დაუძლევიათ წლების განმავლობაში ძვალ–რბილში გამჯდარი ჩვევები. ამის მაგალითია ეს ბიოგრაფია:
„პატივისცემით მომექცნენ“ — გვადალუპე ვილიარეალი დაბადების წელი: 1964 ქვეყანა: მექსიკა წარსულში: ეწეოდა აღვირახსნილ ცხოვრებას
მოკლე ბიოგრაფია: გავიზარდე სონორის შტატის ქალაქ ერმოსილიოს (მექსიკა) ღარიბ უბანში. ოჯახში შვიდი და-ძმანი ვიყავით. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, მამა რომ გარდაგვეცვალა. დედა დღე და ღამეს ასწორებდა, ჩვენთვის ლუკმა პური რომ ეშოვა. ფეხსაცმლის საყიდელი ფული არ გვქონდა და მუდამ ფეხშიშველი დავდიოდი. წამოვიზარდე თუ არა, მუშაობა დავიწყე, რომ ოჯახს დავხმარებოდი. მრავალი ოჯახის მსგავსად, ჩვენც ვიწროდ ვცხოვრობდით.
დედა ისე იყო დაკავებული, რომ შვილებს სათანადო ყურადღებას ვერ გვაქცევდა. ექვსი წლის, რომ ვიყავი 15 წლის ბიჭმა გამაუპატიურა. ჩემზე სექსუალური ძალადობა წლები გრძელდებოდა. ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ სექსზე არასწორი შეხედულება ჩამომიყალიბდა. ვფიქრობდი, ნორმალური იყო, რომ კაცები მიზიდავდა. როცა დახმარებისთვის ექიმებსა და სასულიერო პირებს მივმართე, დამარწმუნეს, რომ პრობლემა არ მქონდა და ამაში არაბუნებრივი არაფერი იყო.
14 წლისამ გადავწყვიტე, აღარ დამემალა, რომ ჰომოსექსუალისტი ვიყავი. მომდევნო 11 წელი ასეთ ცხოვრებას ვეწეოდი და არაერთ მამაკაცთან მქონდა კავშირი. გარკვეული დროის შემდეგ თმის შეჭრა ვისწავლე და სილამაზის სალონი გავხსენი. მაგრამ მაინც არ ვიყავი ბედნიერი. ცხოვრებაში ბევრი ტანჯვა გამოვიარე და არაერთხელ გავხდი ღალატის მსხვერპლი. ქვეცნობიერად ვგრძნობდი, რომ არასწორად ვიქცეოდი. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „ნეტავ არსებობენ კარგი და ღირსეული ადამიანები?“
ხშირად ვფიქრობდი ჩემს უფროს დაზე, რომელმაც იეჰოვას მოწმეებთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა და მოინათლა. ის მიყვებოდა, რასაც ბიბლიიდან სწავლობდა, მაგრამ მე ყურადღებას არ ვაქცევდი. მიუხედავად ამისა, მოხიბლული ვიყავი მისი ოჯახური ცხოვრებით. ვხედავდი, რომ მას და მის ქმარს ერთმანეთი მართლა უყვარდათ და პატივისცემით ექცეოდნენ ერთმანეთს. დროთა განმავლობაში ერთმა იეჰოვას მოწმემ ჩემთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. თავიდან შესწავლას ზერელედ ვეკიდებოდი, მერე კი ყველაფერი შეიცვალა.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა: ერთხელ მოწმეებმა კრების შეხვედრაზე დამპატიჟეს და მეც წავედი. სრულიად სხვა გარემოში აღმოვჩნდი. როგორც წესი, ხალხი სასაცილოდ მიგდებდა, მაგრამ მოწმეებს ეს არ გაუკეთებიათ. ისინი თბილად მესალმებოდნენ და პატივისცემით მეპყრობოდნენ. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა.
მოწმეებმა ჩემზე კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, როცა მათ კონგრესს დავესწარი. დავინახე, რომ ჩემი დის მსგავსად ისინიც გულწრფელები იყვნენ. მაშინ ვკითხე საკუთარ თავს, ნეტავ ესენი ხომ არ არიან ის კარგი და ღირსეული ადამიანები, რომლებსაც ამდენი ხანი ვეძებდი. მათმა სიყვარულმა და ერთიანობამ გამაოცა. აღფრთოვანებული ვიყავი იმითაც, თუ როგორ ოსტატურად იყენებდნენ ისინი ბიბლიას ჩემს კითხვებზე პასუხის გასაცემად. მივხვდი, რომ ბიბლიამ შეცვალა მათი ცხოვრება უკეთესობისკენ. მათ გვერდით რომ ვყოფილიყავი, მეც ბევრი რამ უნდა შემეცვალა.
ფაქტობრივად, მეტამორფოზა უნდა განმეცადა, რადგან ქალივით ვცხოვრობდი. უნდა შემეცვალა მეტყველება, მანერები, ჩაცმულობა, ვარცხნილობა და მეგობრები. ძველი მეგობრები დამცინოდნენ და მეუბნებოდნენ: „ასე რატომ იქცევი? ისედაც კარგი ხარ. დაანებე თავი ბიბლიას. ყველაფერი გაქვს, მეტი რაღა გინდა?“. ჩემთვის ყველაზე რთული უზნეო ცხოვრების მიტოვება იყო.
მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავდი. ჩემზე ძალიან იმოქმედა 1 კორინთელების 6:9—11-ში ჩაწერილმა სიტყვებმა: „როგორ?! არ იცით, რომ უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ? თავს ნუ მოიტყუებთ: ვერც მეძავები, ვერც კერპთაყვანისმცემლები, ვერც მრუშები, ვერც ის კაცები, რომლებსაც გარყვნილებისთვის იყენებენ, ვერც მამათმავლები . . . ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს. ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი, მაგრამ განიბანეთ“. იეჰოვა ადრეც ეხმარებოდა ხალხს შეცვლაში და მეც დამეხმარა. რამდენიმე წელი დიდი ბრძოლა დამჭირდა რომ შევცვლილიყავი. დამეხმარა ასევე მოწმეების მიერ გამოვლენილი სიყვარული და რჩევები.
კურთხევები: დღეს ნორმალური ცხოვრებით ვცხოვრობ. მყავს ცოლი და ორივე ერთად ჩვენს ვაჟს ბიბლიურ პრინციპებს ვუნერგავთ. ძველი ცხოვრება უკან მოვიტოვე. დღეს ბედნიერი ვარ, რადგან არ მაკლია სულიერი კურთხევები. კრებაში უხუცესად ვმსახურობ და სხვებს ჭეშმარიტების გაგებაში ვეხმარები. ჩემმა ცვლილებამ დედაჩემი ისე გაახარა, რომ ბიბლიის შესწავლა დაიწყო და მოინათლა კიდეც. ჩემი უმცროსი დაც იეჰოვას მოწმე გახდა, რომელიც ადრე უზნეო ცხოვრებას ეწეოდა.
ზოგმა ძველმა მეგობარმა აღიარა, რომ ბიბლიამ უკეთეს ადამიანად მაქცია. ვიცი, ეს რა ძალამ შემაძლებინა. წარსულში დახმარებისთვის პროფესიონალებს მივმართავდი, მაგრამ სასარგებლო რჩევებს ვერ მაძლევდნენ. ჩემი დახმარება მხოლოდ იეჰოვამ შეძლო. მართალია თავს უღირსად ვგრძნობდი, მაგრამ იეჰოვამ შემამჩნია და სიყვარულითა და მოთმინებით მომექცა. იმის გაანალიზებამ, რომ ასეთმა დიდებულმა, გონიერმა და მოსიყვარულე ღმერთმა ყურადღება მომაპყრო, ძალა მომცა, შევცვლილიყავი.
--------------------
„გაიღვიძა იაკობმა და თქვა: „ნამდვილად ამ ადგილას არის იეჰოვა, მე კი არ ვიცოდი“. შეშინდა იგი და თქვა: „რა შიშის მომგვრელი ადგილია! ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთის სახლი. ეს არის ზეცის კარიბჭე“ ... დაარქვა იმ ადგილს ბეთელი“ დაბადება 28:16–19
შეაფარე თავი ღვთის სახლის სიმყუდროვეს და პოვებ ნეტარებას.
|