რელიგია და მეცნიერება
მორწმუნეთათვის ბიბლია საღმრთო წიგნია, ხოლო ურწმუნოთათვის? პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - ათეისტები ბიბლიას მხოლოდ იმ მიზნით კითხულობდნენ, რომ ღმერთის არარსებობა დაემტკიცებინათ, სახარებას კი იმისთვის, რომ ქრისტეს არსებობა უარეყოთ. ასე გრძელდებოდა ჩვენს სამშობლოში სამოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. უღმერთობა მეცნიერებად ითვლებოდა - სტუდენტები აბარებდნენ გამოცდებს "მეცნიერულ ათეიზმში" (მეცნიერულ უღმერთობაში!). დამტკიცებულად ითვლებოდა, რომ რელიგია და მეცნიერება შეუთავსებელია, რომ მორწმუნენი სნეულნი არიან, რომელთაც მკურნალობა ესაჭიროებათ, ხშირად იძულებითაც. მათ ისინი ერთი ბიბლიური ეპითეტის მიხედვით "ბნელეთის მოციქულებს" უწოდებდნენ.
გავიდა დრო და ეს ფსევდომეცნიერება - ათეიზმი დაემხო. აღმოჩნდა, რომ ბიბლიაში მოიპოვება ისეთი დებულებები, რომლებიც მეცნიერებამ მხოლოდ დღეს, ჩვენს საუკუნეში აღმოაჩინა. და ბუნებრივია არსებობს სხვებიც, რომელთა სიღრმესა და სიბრძნეს ჩვენი მეცნავი გონება ჯერაც ვერ ჩასწვდომია - მეცნიერებას ჯერაც ვერ მიუღწევია (რომელსაც ვერც ვერასოდეს მისწვდება, როგორც გარშემოწერილი გარშემოუწერელს!) ბიბლიის სიმაღლეებისათვის. ამასთან უნდა შევნიშნოთ, რომ უფლისაგან ბიბლია იმისათვის კი არ გვებოძა, რომ ფიზიკაში, ქიმიასა და მათემატიკაში განვისწავლოთ, არამედ ღმერთში არსებული სულის სრულყოფისათვის ჩვენში, ცოდვათაგან ხსნისათვის, საუკუნო ცხოვრებისა და ნეტარებისათვის.
რაც შეეხება საკითხს სამყაროს შექმნის შესახებ, აქ თანამედროვე მეცნიერება მხოლოდ იმას ამტკიცებს, რაც თავის დროზე წმინდანებს უფლისაგან ემცნოთ
ვ. გუბანოვი
ვინ თქვა პირველად, რომ სამყარო უფორმო მატერიისგან შეიქმნა
დაახლოებით ორასი წლის წინ მეცნიერებმა გაიგეს, რომ თურმე სამყარო უფორმო, ამორფული მატერიისაგან შეიქმნა. ბიბლიაში კი ამის შესახებ ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდეა ნათქვამი. წიგნში "სიბრძნე სოლომონისა" ვკითხულობთ, რომ ღმერთის ყოვლისშემძლე ხელმა "უსახო უსახო ნივთიერებისაგან სამყარო შექმნა" (თ. XI,18). ნივთიერების სწორედ ასეთ მდგომარეობას - უსახოს ანუ სახის არმქონეს ეწოდება ამორფული ანუ უფორმო მატერია
ვ. გუბანოვი
ის, რომ დედამიწას საყრდენი არა აქვს, ყველაზე პირველად ბიბლიაში დაიწერა
ცნობილია, რომ დედამიწა არც სპილოზე დგას, არც ვეშაპზე და არც კუზე, როგორც ამას ცთომილი წარმართები თვლიდნენ. ბიბლიაში ამის შესახებ იობის წიგნშია ნათქვამი: ღმერთმა "არაფერზე დაჰკიდა დედამიწა" (თ. XXVI,7). იობი ქრისტეს შობამდე 1900-იან წლებში, ე.ი. 3900 წლის წინათ ცხოვრობდა. დაუკირდით, ეს ნათქვამია მაშინ, როცა არც ასტრონომია არსებობდა და არც დედამიწის გარშემო მოგზაურობანი
ვ. გუბანოვი
ვინ თქვა პირველად, რომ დედმიწას უფსკრული აკრავს
ჩვენ ვიცით, რომ დედამიწას კოსმოსი აკრავს, უკეთ, კოსმოსური უფსკრული. თუმცა მუდამ ასე როდი ფიქრობდნენ. წარმართები თვლიდნენ, რომ გარს გვარტყია ეთერი და ბროლის გარსები, რომლებზეც მყარადაა მიმაგრებული ციურისხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები, ვარსკვლავები.
კოსმოსური უფსკრულის შესახებ საუბრობდნენ წმინდა მამები, როცა ისინი სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიის პირველ მუხლებს განმარტავდნენ. წმინდა ბასილი დიდი, კესარია-კაბადოკიის მთავარეპისკოპოსი (IV ს.) წერს: "უფსკრული აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან" (ექუსთა დღეთა). გამოთქმა: "აკრავს დედამიწას ყოველი მხრიდან" მოწმობს, რომ ჩვენი პლანეტა მრგვალია, სფეროსებრი. ამასვე ამბობდა წმინდა იოანე ოქროპირიც. წმინდა კირილე იერუსალიმელი კი, რომელიც ასევე IV საუკუნეში ცხოვრობდა, ერთ-ერთ თავის ქადაგებაში - "სწავლანი კათაკმეველთათვის" გვამცნობს: "დედამიწა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ცათა შორის ერთი წერტილივით ჰკიდია". დაუკვირდით, რაოდენ ზუსტი ასტრონომიული ხედვაა, ხედვა, რომელიც მეცნიერებს ათასი წლის შემდეგ გაუჩნდათ, როცა მათ ტელესკოპი გამოიგონეს
ვ. გუბანოვი
ვინ თქვა პირველად, რომ დედამიწა მრგვალია
ეს პირველად XVI ს-ის მეცნიერებსა და მოგზაურებს არ უთქვამთ. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს აზრი გამოთქვა, წმ. იოანე ოქროპირი იყო, როცა იგი ესაიას წინასწარმეტყველებას განმარტავდა (თ.XL,22):
"ხედა, რომ დედამიწა წრეა? წრე მიგვანიშნებს დედამიწის მრგვალ ფორმაზე. აუცილებელია ამის ცოდნა, რათა არ შეგვაცდინოს წარმართი ფილოსოფოსების არაკებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ დედამიწა ღარტაფს, ლანგარს ან რაღაც ამდაგვარს ჰგავს".
მაშ, ესაიას წინასწარმერტველების განმარტებაში წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, რომ დედამიწას მრგვალი ფორმა აქვს. ის კი, რომ იგი იდეალური ფორმა არ გახლავთ, ყველასათვის ცხადზე ცხადია, ვისაც კი ოდესმე მიწაზე წაუბორძიკნია
ვ. გუბანოვი
ვინ თქვა პირველად ენერგიის შენახვის კანონის შესახებ
მატერიისა და ენერგიის შენახვის კანონის შესახებ მეცნიერებმა XVIII ს-ში შეიტყვეს - მიხეილ ლომონოსოვი მიუთითებდა მატერიის მუდმივობის თაობაზე. ბიბლიაში კი ამაზე ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე მერვე საუკუნეში, ანუ დაახლოებით 2800 წლის წინათ იყო ნათქვამი. ესაიას წინასწარმეტყველებაში საუბარია ღმერთზე, რომ "არავინ დააკლდება ძალმოსილს და ყოვლადძლიერს" (თ. XL,26).
დღეს მოსწავლეებმაც კი იციან, რომ სამყაროში უკვალოდ არაფერი არ ქრება, არამედ ერთი ფორმიდან მეორეში გადადის. ცხადია, თუკი მუდმივია მატერია, მით უფრო მარადიულია სული, სულიერი აზრები, მარადიულია სიცოცხლე
ვ. გუბანოვი
ვინ თქვა პირველად მეხუთე განზომილების შესახებ
მეცნიერები საკმაოდ დიდხანს ფიქრობდნენ, რომ სამყაროს ოთხი განზომილება აქვს: სამი სივრცითი და ერთი დროისა. 1921 წელს ფიზიკოსმა კალუცამ შემოიღო ხუთგანზომილებიანი სისტემა; გასაოცარია, მაგრამ ეს ფაქტი ფიზიკაში დიდ მოვლენად ითვლება, მაშინ როდესაც სხვა განზომილების, სხვა სამყაროს არსებობის შესახებ ყოველთვის ასწავლიდნენ მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა მამები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ჩვენი (ოთხგანზომილებიანი) სამყაროს გარდა არის სხვა სამყაროც, რომელიც მუდმივად და ყველგან სუფევს აქვე, ჩვენივე სამყაროში - ისინი განუყოფელია
ვ. გუბანოვი
ვინ თქვა პირველად "თხევადი ჰაერი"
მეცნიერებმა გამოიგონეს თხევადი ჟანგბადი - აზოტი. ნებისმიერი გაზი შეიძლება გადაყვანილ იქნას როგორც თხევად, ასევე მყარ მდგომარეობაში. თუმცაღა გამოთქმა "თხევადი ჰაერი" ჩვენს მეცნიერებს როდი შემოუღიათ, იგი ბიბლიიდანაა აღებული. ამ გამოთქმას იყენებდნენ წმინდა მამებიც შესაქმის განმარტებისას. წმინდა ბასილი დიდმა კი თავის წიგნში "ექუსთა დღეთაი" თქვა: "შედედებული ჰაერი".
ბიბლიაში გამოთქმა "თხევადი ჰაერი" მოყვანილია უკუღმართად მოაზროვნე მატერიალისტთა საუბრების კონტექსტში: "ნაცარ იქმნეს ხორცი, და სული ჩვენი განიფინოს ვითარცა რბილი ჰაერი" (სიბრძნე სოლომონ. თ.II,3)
ჰაერის წონადობის შესახებ პირველად ბიბლიაში ითქვა.
1643 წელს იტალიელმა ფიზიკოსმა ევანჯელისტა ტორიჩელიმ "აღმოაჩინა" ატმოსფერული წნევა. მანამდე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ჰაერი უწონო იყო. მაგრამ იმის შესახებ, რომ ატმოსფეროს ნამდვილად გააჩნია წონა, ნათქვამი არია ბიბლიაში, კერძოდ, იობის წიგნში, იქ სადაც საუბარია სამყაროს შექმნის პირველ დღეებზე, "როდესაც იგი (ღმერთი) ქარს წონას უწესებდა" (იობი, თ.XXVIII,25).
დაუკვირდით, რომ ნათქვამია არა უბრალოდ "ჰაერი", არამედ "ქარი". მართლაც, მოძრავი ჰაერის (ქარის) მასებს აქვთ სხვადასხვა წონა იმისდა მიხედვით, თუ როგორია ჰაერი - ნოტიო თუ მშრალი, ცხელი თუ ცივი. არადა, ჰაერის მოჩვენებითი უწონადობა აღიარეს და "დაამტკიცეს" იმდროინდელი ცრუმეცნიერების ისეთმა კორიფეებმა, როგორებიც იყვნენ გალილეი და კოპერნიკი და ისინი ამ ცდომილებაშივე აღესრულნენ. მხოლოდ შემდგომ თაობაში დამტკიცდა ბიბლიის ჭეშმარიტება
ვ. გუბანოვი
ვინ თქვა პირველად "ფოტოგრაფირება"
ფოტოგრაფია, ამ სიტყვის თანამედროვე გაგებით, აღმოცენდა XIX ს-ის II ნახევარში. სიტყვა "ფოტოგრაფია", "ფოტოგრაფირება" კი დიდი ხნით ადრე გვხვდება (ფოტოგრაფია - ბერძ. "სინათლეს ვწერ"). IX საუკუნეში მოღვაწე ფოლოთეოს სინაელმა ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა იგი. წიგნში "სათნოებათმოყვარეობა", სადაც თავმოყრილია მართლმადიდებლური ეკლესიის მამათა სწავლანი, კერძოდ კი XXIII თავში ამბობს: "ყოველმხრივ დავიცვათ თავი გულისთქმათაგან ბოროტთა, რომელნი ცოდვის ნისლოვნებით აბუნდოვანებენ იმ სულიერ სარკეს, რომელშიც უნდა აღიბეჭდოს და ნათელ აღიწეროს (ფოტოგრაფირდეს - ვ.გ.) მხოლოდ ქრისტე იესუ".
ამ ციტატის ბერძნულ ორიგინალში გვაქვს სიტყვა "ნათელაღწერა" ("ფოტოგრაფირება"), რაზეც ყურადღება გაამახვილა აღნიშნული ტექსტის მთარგმნელმა წმინდა თეოფანე დაყუდებულმა და მის საფუძველზე შენიშნა, რომ "არსებობს სულიერი ფოტოგრგაფიაც
ვ. გუბანოვი
ვინ თქვა პირველად "ტროგლოდიტი"
რუსეთში ამ სიტყვის გამოყენება პირველებმა დაიწყეს არა სწავლულმა არქეოლოგებმა, არამედ მორწმუნეებმა, რამეთუ პირველად ამ სიტყვის ამოკითხვა შესაძლებელი იყო ბიბლიაში: "გამოვიდა სუსაკ მეფე ეგვიპტისა იერუსალემსა ზედა, რამეთუ შესცოდეს წინაშე უფლისა. ათას ორასითა ეტლითა და სამოცი ათასითა ცხენოსნითა და არა იყო რიცხვი ერისა, რომელი მოვიდა მისთანა ეგვიპტითაგან, ლივიანნი, თროღოდითანნი და ეთიოპელნი" (II ნეშტთა, თ. XII, 2-3).
ღირსი იოანე კარპატელი "ფილოკალიაში" (თავი 87-ე, ასევე "თავნი დამმოძღვრებელნი") ახსენებს აგრეთვე ამ ტროგლოდიტებს და მათ ველური ზნის გამო ეშმაკებს ადარებს.
ვინ თქვა პირველად "ტროგლოდიტი"
რუსეთში ამ სიტყვის გამოყენება პირველებმა დაიწყეს არა სწავლულმა არქეოლოგებმა, არამედ მორწმუნეებმა, რამეთუ პირველად ამ სიტყვის ამოკითხვა შესაძლებელი იყო ბიბლიაში: "გამოვიდა სუსაკ მეფე ეგვიპტისა იერუსალემსა ზედა, რამეთუ შესცოდეს წინაშე უფლისა. ათას ორასითა ეტლითა და სამოცი ათასითა ცხენოსნითა და არა იყო რიცხვი ერისა, რომელი მოვიდა მისთანა ეგვიპტითაგან, ლივიანნი, თროღოდითანნი და ეთიოპელნი" (II ნეშტთა, თ. XII, 2-3).
ღირსი იოანე კარპატელი "ფილოკალიაში" (თავი 87-ე, ასევე "თავნი დამმოძღვრებელნი") ახსენებს აგრეთვე ამ ტროგლოდიტებს და მათ ველური ზნის გამო ეშმაკებს ადარებს.
აღარ დაეტევა თორემ გავაგრძელებდი
Библейская истина в современном мире Джон Паулин
http://www.scienceandapologetics.com/zip/d...mennom_mire.zipД. Таланцев, С.Головин, К.Д.Леонтьев, А.С.Хоменков, У.Р.Тернер, М.Шугаев, М.Планк.(сборник) ( 4.9 mb djvu)
http://www.scienceandapologetics.com/pdf/b...and_science.rarБиблейские основания современной науки Генри Моррис
http://www.scienceandapologetics.com/zip/b...monografija.rarსანამ რამეს გააკრიტიკებ, შესაბამისი განათლება უნდა გაგაჩნდეს. რას წარმოადგენ, პროფესორი ხარ თუ დიდი მეცნიერი? არ გრცხვენია მაინც? უხერხულობას ვერ გრძნობ?