ყველაფერი მარტივადაა
ათეისტური დიდი აფეთქების თეორია vs რელიგიური დიდი აფეთქების წინააღმდეგ ასე დგას საკითხი.
დავიწყებ თავიდან ლემეტრი, რომელიც იყო კათოლიკე სასულიერო პირი და პირველმა გააჟღერა ეს თემა მეცნიერულ ფორმატში (ზოგადად ქრისტიანობიდან დიდი აფეთქება ისედაც ვიცოდით) რათქმაუნდა გულისხმობდა რელიგიურ დიდ აფეთქებას. მეცნიერულმა წრეებმა თავიდან არ მიიღეს თუმცა რომ ნახეს რომ სამყარო ფართოვდება მერე მიიღეს და წარმოიშგვა რამდენიმე მიმართულების ეს თეორია.
ეხლა განვიხილავ ათეისტურ დიდ აფეთქებას რომელიც ყველაზე მეტად იყო უფრო გაპიარებული მასმედიით ჰოკინგის და სხვა მისი მიმდევრების ფორმულირებით.
რომ დიდი აფეთქება მოხდა უდროო უსივრცო გარემოში და ჰოკინგის ეს არგუმენტი ღმერთი გინდაც ყოფილიყო მას დრო არ ექნებოდა რომ სამყაროს შექმნაზე ეზრუნაო და სხვა უაზრობები.
მოკლედ ჯეიმს ვებმა აჩვენა რომ დიდი აფეთქების ასეთი ათეისტური ინტერპრეტაცია არის შეცდომა.
ეხლა რას ამბობს რელიგიური დიდი აფეთქების ვერსია რასაც იზიარებენ აინშტაინი მიჩიო კაკუ და სხვა კოსმოლოგიის ტიტანი კოსმოლოგები.
ქრისტიანობიდან ვიცით რომ სანამ ჩვენი სამყარო შეიქმნებოდა მანამდე უკვე არსებობდა თავად ღმერთი და ასევე ანგელოზთა სამყარო მილიარდობით ანგელოზით. ამრიგად უდროო უსივრცო აფეთქება ქრისტიანულადაც უაზრობაა, ხოლო ასევე თანამედროვე მეცნიერები იგივე კაკუ და აინშტაინიც ამ დასკვნამდე მივიდნენ რომ სამყაროს შექმნამდე არსებობდა დროც და სივრცეც და სხვა სამყაროები.
ამ სამყაროების რაოდენობას უკვე არსობრივი მნიშვნელობა არ აქვს 3 იქნება თუ ასი მთავარია რომ მეცნიერებმა სწორ პირველ საწყისებს მიაგნეს და იგივე თქვეს რაც ქრისტიანობიდან ვიცოდით და ასევე რასაც თავიდანვე ლემეტრიც აჟღერებდა როცა ამ თეორიას ანვითარებდა არანაირ უღმერთო თავისით აწყობა დაწყობის აფეთქებას არ გულისხმობდა ის.
ეს დავწერე დიდი აფეთქების პირველ ნაწილზე ათეისტური და რელიგიური აფეთქების შედარებები საწყის ეტაპზე და გარემო პირობებში.
ეხლა ვნახოთ დიდი აფეთქების მეორე ნაწილი იგივე შედარებით ათეისტურის და ქრისტიანულის. ანუ ეტაპი დიდი აფეთქების შემდეგ კოსმოსის ფორმირების და განვითარების დრო სივრცეში.
ათეისტური ვერსია იყო რომ კოსმოსმა თავისით განაგრძო განვითარება მრავალი მილიარდი წლის მანძილზე და აქაც როგორც ფლორა ფაუნაში ჩააკვეხეს ევოლუციური გზით თავისით შემთხვევითობის პრინციპებით განვითარება და აწყობა დაწყობა.
რომ ჯერ იყო პატარა გალაქტიკები მერე ნელნელა დამსხვილდნენ დასუქდნენ და მრავალი მილიარდი წლის შედეგად წარმოიშვნენ გიგანტური გალაქტიკები და შავი ხვრელები. ასევე ამ ვარსკვლავების აფეთქება თვით შთანთქმის პროცესში წარმოიშვა უკვე რამდენიმე მილიარდი წლის შემდგომ მძიმე ქიმიური ელემენტები შემთხვევით და რისგანაც მერე გავჩნდით ჩვენ
მოკლედ კარგი ზღაპარი შეითხზა და გაპიარდა.
თუმცა ამის სანაცვლოდ სხვა რეალობა გამოჩნდა მეცნიერტებმა დაიწყეს აღმოჩენები უდიდესი გალაქტიკების უკვე საწყის ეტაპზე კოსმოსის ჩამოყალიბებისა. ჯერ კიდევ ჯეიმს ვების გაშვებამდე 4-5 წლით ადრე მეცნიერების ავტორიტეტულმა ჯგუფმა აღმოაჩინეს გიგანტური გალაქტიკა მილიარდ ორასი მილიონი წლით დათარიღებული. (ეს მაგალითი პატივცემულმა ფორუმელმა გვანცამ მოიყვანა) მილიონობით პლანეტით.
თავად ამ გალაქტიკის არსებობა ეწინააღმდეგებოდა დღემდე არსებულ ევოლუციური განვითარების ათეისტურ დიდ აფეთქებას ვერ ჯდებოდა იმ დროით საზღვრებში. მეცნიერებმა კიდე სხვა მსგავსი გალაქტიკებიც აღმოაჩინეს თუმცა ათეისტურის მომხრე მეცნიერები ამბობდნენ რომ ეს აღმოჩენები მხოლოდ ერთეული შემთხვევებია მილიარდიან კოსმოსში და არაფერს ნიშნავსო.
თუმცა გაეშვა კოსმოსში ჯეიმს ვები და უცებ აღმოაჩინა 6 უმსხვილესი გალაქტიკა უკვე 300,500 მილიონი წლის ფარგლებში ასევე აღმოაჩინა მძიმე ქიმიური მეტალები რომელტა არსებობას მხოლოდ რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ ვარაუდობდნენ და კიდე აღმოაჩინა გიგანტური შავი ხვრელები და იმაზე მხურვალე კოსმოსი ვიდრე უნდა ყოფილიყო.
მოკლედ კიდე ბევრი რამე სხვადასხვა კუთხით და ეს გახდა კრახი ათეისტური დიდი აფეტქების უკვე მეორე ნაწილშიც.
ამაზეა კამათი ზოგადად.
* * *
რატომაც არა ჯეიმს ვები არ არის ირანის, თურქეთის ან ამერიკის თუ რომელიმე ცალკეული ქვეყნის პროექტი. ესაა მსოფლიო მაშტაბის და მსოფლიოს საუკეთესო მეცნიერების ერთობლივი შრომის შედეგი რომელშიც ათეულობით მილიარდი და მრავალი წელი ჩაიდო.
ჯეიმს ვები ესაა კაცობრიობის უახლესი მიღწევა ამ სფეროში.
როგორც ასევე იყო ადრონის კოლაიდერი მსოფლიო მეცნიერული შრომით შექმნილი.
ასე რომ ჯეიმს ვების ძაგება და მის კვლევებში ეჭვის შეტანა არ გამოვა და რიგით სატელიტად გამოყვანა
შეიძლება დაბადებული არ იყავი თუმცა ხომ გაქვს პრიორიტეტული მეცნიერული შეხედულებები და აქედან შეგიძლია უპასუხო ამ კითხვას. როგორ წარმოგიდგენია უდროო, უსივრცო გარემოში ამხელა კოსმოსის წარმოქნა. წარმოსადგენადაც უაზრობად ჟღერს განსხვავებით აინშტაინის და კაკუს ვერსიისგან რომელიც სრულად ჯდება ლოგიკაში.
ფანქარი და ფურცელი იმ შუაშია რომ ადამიანს აზროვნებით უდიდესი აღმოჩენების გაკეთება შეუძლია უბრალო კალმით და ფურცელზე მათემატიკური აზროვნებით კოსმოსის საიდუმლოებების ამოხსნა შეუძლია თუმცა ეს ხდებოდა მაშინ როცა ჯერ დენი რა იყო ისიც არ იცოდნენ.
მაგ ვიდეოში კი კაკუ იმაზე საუბრობს თუ როგორი გენიალური ქმნილებაა ადამიანის ტვინი. თავისი სიმძლავრით და მაშტაბურობით და ამ დროს როგორი ოპატარაა და 20 ვატ ენერგიას მოიხმარსო. შედარებაა გაკეთებული. დღევანდელ ტექნოლოგიურ მიღწევებთან შედარებით როგორ უფრო გენიალური ქმნილებაა ტვინი.
* * *