Obser_verუცნაური წერის სტილი გაქვს ასე თითო ხაზებით რომ მიჰყვები პოსტს არ ჯობდა მთლიანად წაგეკითხა და მერე ზოგადად გაგეცა პასუხი.
სულ სხვა რამეს კითხულობ და სხვა რამეს წერ და იმას კითხულობ რაზეც პასუხი მომდენო ხაზებშია.)
მოკლედ როგორც დავწერე რელიგია სწავლობს სამყაროს შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებს ხოლო ტიკტოკი ფეისბუკი და სხვა არა.) ნებისმიერ რელიგიის მიმდევართან რომ მიხვიდე და კითხო სამყაროს შექმნაზე გეტყვის თავის ვერსიას ამ თემაზე. ხოლო ტიკტიკერი, ეფლისტი და სხვა არა. ეს ორი რადიკალურად სხვადასხვა რამეა. ხოლო სიამოვნების თემის ჩასმა კიდე ამ საკითხში საერთოდ რა შუაშია კიდე.)
ათეიზმიც ასევე რელიგიური მოძღვრებაა თავის ჰიპოთეტური ვერსიებით ადამიანის და სამყაროს შექმნაზე.
შემდეგ ადამიანი დამოუკიდებელია თავის გადაწყვეტილებებში და ისე მოქმედებს როგორც თავად უნდა. ინფორმაციის მიღება გარემოდან არ ნიშნავს მართვას. ადამიანი თავის ტვინში ამუშავებს ამ ინფორმაციას და მერე მოქმედებს როგორც სურს. მასე რომ ყველა ერთმანეთის ჭკუაზე დადიოდეს გვექნებოდა ზომბების სამყარო შვილები მშობლებს დაუჯერებდნენ ხალხი პოლიტიკოსებს მოსწავლეები მასწავლებლებს და აშ.
შემდეგ აიქიუ სისტემა აღიარებულია ამერიკის და ევროპის მრავალ ქვეყანაში და ამ ტესტებს იყენებენ სამსახურში თუ სასწავლო დაწესებულებებში მისაღები პირების ზოგადი შეფასებისთვის და კიდე ბევრგან.
ტესტების და სხვა კვლევების ნახვა ამ საკითხზე შეგიძლია ნახო როგორც ვიკიპედიის ისე სხვა ავტორიტეტულ საიტებზე ამაზე ადრე უკვე დავწერე ლინკები.)
ლურჯ ვარდზე რა დაწერე ვერ გავიგე ). კიდევ ერთხელ დაგიწერ თუ ამ სფეროსთან ცოტა ახლოს მაინც ხარ და წაგიკითხავს რამე. დღეს ბევრი სელექციონერი მეცნიერის და გენურ ინჟინერიაზე მომუშავე კომპანიის ოცნებაა გამოიყვანოს ლურჯი ვარდი თუმცა ეს არ გამოსდის.
ისმება მარტივი კითხვა თუკი ეს უტვინო არაფრობამ და ქაოსმა შეძლო ათეიზმის მიხედვით რატომ არ შეუძლია სუპერკომპიუტერებით შეიარაღებულ კაცობრიობას.)
https://en.wikipedia.org/wiki/Blue_roseვიკიპედიის გვერდი სადაც შეგიძლია გაეცნო ამ საკითხს.
რაც შეეხება უცხოპლანეტელებს. როგორც უკვე დავწერე ადამიანს აქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი და ამ აზროვნებით შეგიძლია მიხვდე რომ თუ უცებ უცხოპლანეტელის ფორმის მუტანტი გაგეჩითა გზაზე.) რომ ამაში ადამიანის და გენური ინჟინერიის ხელი ურევია და ის ადამიანის შექმნილია და არა სხვა პლანეტიდან მოფრენილი არსება რადგან იცი მარტივი ჭეშმარიტება ის რომ ყველაზე უახლოესი პლანეტაც კი მზის სისტემიდან იმდენად შორსაა რომ იქიდან ვერანაირი უცხოპლანეტელი ვერ მოფრინდება აინშტაინის სუპერ სინათლის სიჩქარითაც რომ იფრინოს.
როცა გაქვს მეცნიერული ცოდნა ყველაფერზე ფიზიკაზე ასტრონომიაზე, ფსიქოლოგია და სხვა მაგ ზღაპრებით უცხოპლანეტელებზე არასდროს მოტყუვდები და ზოგიერთი უსაქმური მეცნიერის ნათქვამებით რომ მაგ ეგვიპტის პირამიდები უცხოპლანეტელებმა ააშენეს.
როცა იცი არქეოლოგია და გაქვს ნანახი მეცნიერული ფილმები თუ როგორ უკეთებდნენ ახალშობილ ბავშვებს წაგრძელებულ ყუთებს რომ თავისქალის დეფორმაცია მიეღოთ თუ კისერზე რგოლებს რომ გრძელი კისრები ჰქონოდათ აფრიკულ ტომებში.
ან ჩინეთში როგორ უკეთებდნენ ბავშვებს ფეხებზე სხვადასხვა ობიექტებს რომ ძაან წვრილი ფეხი ჰქონოდათ და ვერ ევლოთ მიწაზე. მერე ასეთ დაინვალიდებული ადამიანების სურათებს რომ ნახულობენ ზოგი მეცნიერი აი უცხოპლანეტელებს უცხოვრიათ ადრეო.
ან ვინ დაადგინა რომ უცხოპლანეტელებს წვეტიანი წაგრძელებული თავი აქვთ და შავი თვალები პატარა ხელები და ფეხები და სხვა ზღაპრები.
ამ ზღაპრებისგან განთავისუფლემა და ანალიტიკურ პრაგმატული აზროვნების გასაღები სხვადასხვა მეცნიერების შესწავლა ყურებაშია რაც მეტი ინფორმაცია იცი ნაკლებად მოტყუვდები უცხოპლანეტელებზე ზღაპრებით თუ ათეისტური დიდი აფეთქების და სხვა დროში დაძველებული თეორიებით.)