"მეცნიერული მეთოდი" არის რომელიმე მეცნიერების ფარგლებში ახალი ცოდნის მიღების გზების და დასმული ამოცანების ამოხსნის მეთოდების ერთობლიობა.
"მეცნიერული მეთოდი" შეიცავს ფენომენების გამოკვლევის და სისტემატიზაციის გზებს; ახალი ცოდნის მიღების და ადრე მიღებული ცოდნის კორექტირების მეთოდებს. დასკვნები კეთდება ობიექტის შესახებ ემპირიული მონაცემების საფუძველზე (დაკვირვება და გაზომვა) მსჯელობის პრინციპების და წესების (ლოგიკა და ა.შ.) გამოყენებით.
მონაცემების მიღების საფუძველს წარმოადგენს დაკვირვება და ექსპერიმენტი. ფაქტების ასახსნელად გამოიყენება ჰიპოთეზები და თეორიები, რომელთა საფუძველზეც კეთდება დასკვნები და გამოითქმება ახალი ვარაუდები. მიღებული შედეგები მოწმდება ექსპერიმენტით, ან ახალი ფაქტების შეგროვებით.
"მეცნიერული მეთოდის" უმნიშვნელოვანეს მხარეს წარმოადგენს ობიექტურობის მოთხოვნა, შედეგების სუბიექტური შეფასების გამორიცხვის აუცილებლობა. არ შეიძლება ნებისმიერი დასკვნის, დებულების გადაუმოწმებლად მიღება მაშინაც კი, თუ მისი ავტორი ავტორიტეტული მეცნიერია. ობიქტური გადამოწმების უზრუნველყოფის მიზნით გამოიყენება დაკვირვებების დოკუმენტირება, სხვა მეცნიერების დაშვება ყველა სახის საწყის მონაცემებზე, მეთოდიკაზე და კვლევის შედეგებზე.
ზემოთ რაც დავწერე იმის წაკითხვა თუ დაგეზარა, აი ეს სურათი აღწერს ძალიან თვალსაჩინოდ და მარტივად, თუ რატომ არ არის თეოლოგია მეცნიერება: