#51854950 · 18 Dec 2017, 15:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Manolo
| QUOTE | | რა თქმა უნდა 7 იანვარი. მართლმადიდებლური კალენდარი შესანარჩუნებელია. |
მართლმადიდებლური კალენდარი არ არსებობს. არსებობს იულიუსის კალენდარი, რომელიც ალექსანდრიელი ასტრონომის, სოსიგენეს მიერაა შედგენილი და იულიუს კეისრის მიერ ძვ. წ. 46 შემოღებული. ის ძალაში შევიდა 45 წლის 1 იანვარს, ქრისტემდე. ანუ, არანაირად არ არის დაკავშირებული ქრისტიანობასთან. შემდგომმა საუკუნეებმა დაგვანახეს, რომ იულიუსის კალენდარი არც თუ ზუსტად ასახავდა ტროპიკული წელიწადის რითმს. ცდომილებამ 2000 წელიწადში შეადგინა 14 დღე. არსებობს შესწორებული იულიუსის კალენდარი, რომელიც უფრო ზუსტია, ვიდრე გრიგორიანული. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის არაზუსტ კალენდარზე ყოფნის ერთადერთი მიზეზი არის რუსული საპატრიარქოს გავლენა. სხვათა შორის, საქართველოს საპატრიარქომ კალენდრის ახალ სტილი (შესწორებული იულიუსის კალენდარი) მიიღო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში. წმინდანად შერაცხული პატრიარქის, ამბროსი ხელაიას ლოცვა-კურთხევით. ხოლო შემდგომ, კომუნისტური ხელისუფლების დაძალებით, დროებით ისევ გადავიდა ცდომილ კალენდარზე. სამწუხაროდ, ეს დროებითობა გრძელდება 80 წელი.
კიდევ ვიმეორებ, რუსული გავლენის გარდა არ არსებობს ახალ სტილზე არგადასვლის სხვა მიზეზი. ამის გამო საქართველო არ იცავს საშობაო მარხვას და ეკლესიისვე ხელშეწყობით ვარდება ცოდვაში. pattern
| QUOTE | | ეს დღე იყო ოცდახუთი დეკემბერი. |
საქმეც ისაა, რომ სწორედ 25 დეკემბერზეა დავა, ზამთრის მზებუდობიდან მეორა დღეს არის თუ მე-16 დღეს,
This post has been edited by ბეჟანბეჟანი on 18 Dec 2017, 15:13
--------------------
"არ არსებობს სამყაროში ბოროტება, რომელიც ქოცმა არ დაიჯეროს თუ ნაცებზეა ლაპარაკი, და არ არსებობს სისულელე, რომელიც ნაცმა არ დაიჯეროს თუ საქმე ქოცებს ეხება.”
|