#35059300 · 5 Feb 2013, 18:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აუ, რა ბნელები ხართ! (მიყვარს ეს ფრაზა)
ანუ, რატომ ხართ - ბნელები: რაკი ვიღაცამ, ესეიგი თემის დამაარსებელმა, ქრისტიანულ (ანგლიკანურ) წიაღში არსებულ ფაქტზე ისურვა საუბარი და.. თავადაც აღნიშნა, რომ "დაუქორწინებლობის აღთქმა" მიეცათ - აუცილებელ პირობად, მაშ, იმასაც უნდა მივხდეთ, რომ განვითარებულ ქვეყნებში, " Same-Sex Attraction"-სა და იმ მდგომარეობას შორის, რომლის მიხედვითაც, ორი, ერთიდაიმავე სქესის პიროვნება "ქორწინებაშია", უდიდეს განსხვავებას ჰხედავენ. და.. რომ.. სიყვარული, სქესობრიობისგან თვინიერ - არსებობს. მაშინ, გამოდის რომ, იესო ქრისტე (რაკი ქრისტიანულ სამყაროში არსებულ ფაქტზე ვსაუბრობთ) შზღუდულია უყვარდეს ვინმე, მამაკაცი ისევე მგზნებარედ, როგორც - ქალი, ვინმე; და.. თუკი ეს უკანასკნელი "სისულელედ" ჟღერს, მაშ, რატომ არის ავადმყოფობა, რომ ორ, ერთსადაიმავე სქესის ადამიანს, ერთმანეთი უყვარდეს? - ხოლო სექსუალური თავშეუკავებლობა, სექსუალური თავშეუკავებლობაა. ვინ გაზომა, რომელი უფრო ავხორცია, ქალთა სქესის მადიდებელი და.. არცერთი შესაძლო სექსუალური კავშირის დამყარების "გამმაზავი" ქართველი მამულისშვილი თუ ის, რომელსაც - თავისივე სქესის ადამიანთან დაემართა იგივე?. . აქ ხომ. . პრინციპი "თავშეუკავებლობაა" ანუ, უძლურება და.. კიდევ, ხარისხი/ გზნებარება - იმის კეთებისა, რაც სურთ;
|