ძალიან სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს
ნიშანდობლივია, რომ ვაჟა ქმნის ბერდიას მეტად ცოცხალ, მაღალოსტატურ სახეს. არც ერთი სიტყვა, არც ერთი ჟესტი ბერდიასი ტყუილად არ არის. ის სულისკვეთება, რითაც იგი იცავს სარწმუნოებას, მორწმუნე ადამიანისთვის აბსოლუტურად მისაღები და მხარდასაჭერია. ბერდიას სახე მხატვრულად ძალზედ ძლიერი სახეა. ბერდიას წინ - სულის წარსაწყმედად ადამიანი დგას და მერე ვინ? ალუდა ქეთელაური, მთელს ხევში განთქმული ვაჟკაცი, „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“. ის ვაჟკაცი, რომელიც თავის ყველა წარმატებას ჯვრის ძალას მიაწერდა, თავს „გუდანის ჯვრის“ ყმას უწოდებდა და დარწმუნებული იყო, რომ „გამმარჯვედ“ ჯვარი დაჰყვებოდა.
აშკარაა, რომ ალუდას არსებაში ძლიერი ცვლილებები მოხდა, რასაც ვერაფრით დავარქმევთ ფერიცვალებას, უფრო მართებული იქნება თუ მას ტრაგედიას ვუწოდებთ, რადგან ამ ცვლილებებმა კატასტროფული ხასიათი მიიღო და პიროვნების სულიერი კვდომა გამოიწვია.
ლიტერატურათმცოდნეობაში ტრადიციულად გაგებული ალუდას პიროვნების ამაღლება სარწმუნოებრივ დოგმატებზე, სარწმუნოებრივი თვალსაზრისით ქრისტიანობისგან განდგომაა. ვაჟა ალუდას სახით ეკუმენისტურ იდეებს ქადაგებს, ყველა რელიგიის თანასწორუფლებიანობას აღიარებს, ყველა რელიგიას მაცხოვნებლად მიიჩნევს, უარყოფს ქრისტეს გამომსყიდველ მისიას კაცობრიობის წინაშე, ეწინააღმდეგება საკუთარივე ლექსის „შობის“ სარწმუნოებრივ სულისკვეთებას. ცხონება ქრისტეს გარეშე - რელიგიური თვალსაზრისით ეს დევიზი სულის წარმწყმედი დევიზია და ალუდასაც როგორც კეთროვანს, როგორც სხვათა სულებისთვის საშიშ პიროვნებას ისე მოკვეთს.
ვაჟას ბიოგრაფიაში ზემოთაღნიშნული შემზარავი ფაქტი „ალუდა ქეთელაურში“ თითქოს ცოცხლდება, ახალ ძალას იძენს პოეტის ზომიერებაში ერთხელ დაძრული რელიგიური ცდომილება უკვალოდ არ გამქრალა. სამწუხაროა, რომ დღეს ქრისტიანულ სარწმუნოებასთან, კერძოდ მართლმადიდებლობასთან მებრძოლი ძალები ვაჟას სწორედ ამ ცდომილებას აფრიალებენ ბაირაღად - ეროვნულ ტრადიციებს სწორედ ამ გადასახედიდან ებრძვიან.
მიუხედავად იმისა,რომ ათეისტიაო არ წერს ეს ქალი ( მანანა ყიფიანი ) მაინც მოყვა მის განმარტებას კრიტიკა
http://www.georoyal.ge/?MTID=5&TID=46&id=340არსად არ თქვა ეს ფორუმის გარეთ თორემ ქართველთა რისხვას ვერ გადურჩები შე გლახა შენა
საშობაო
„უცხო გაბრწყინდა ვარსკვლავი,
კლდის თავზედ დამცქერალია,
კლდის ეხში ჰკოცნის პატარას
სხივმოფენილი ქალია.
გაჩუმებულა სამყარო,
შეყენებულა წყალია,
ბუნების არსთა ყველათა
კლდისაკენ ჰრჩებათ თვალია.
გადახალისდა ქვეყანა,
უცხო რამ იგრძნო ძალია,
„არ წავსწყმდებიო, არაო“, -
ბუნებამ დაჰკრა ზარია.
შავეთში გადაგდებული
ადგომას ჰბედავს მკვდარია,
მაცხოვრის შობა შაიტყო,
შავეთის ტყდება კარია.
გახარებულმა ზეცამა
უხვად დაყარა ცვარია.
ტყდება მონობის ბორკილი,
ეშმაკს დაუდგეს თვალია!
ვაჟა - ფშაველა
აი აქაა შენი ტყუილი
NDI-ის კვლევის თანახმად,