#34849728 · 22 Jan 2013, 16:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამდენადაც ვიცი, ბუდა ინდივიდუალობა არ არის, არამედ მდგომარეობაა, ღირსება. მაგრამ ინდივიდუმს, რომელიც ბუდა ხდება, ცხადია აქვს თავისი გზა განვლილი მრავალ ინკარნაციაში. არ ვიცი, ბაჩანა ბრეგვაძის ეს ციტატა რა წყაროს ეფუძნება (საინტერესო კია, რა წყაროა), მაგრამ ის ინდივიდუმი, რომელსაც ჩვეულებრივ ბუდას ვუწოდებთ, ძალიან ძველი და მაღალგანვითარებული სულია. როცა დედამიწა ჯერ კიდევ არ ჰგავდა დღევანდელ დედამიწას და ჩვენი უმრავლესობა მართლაც თევზების მსგავს ცნობიერებას და სხეულს ატარებდა, ის უკვე ადამიანის ცნობიერებით ცხოვრობდა. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ მან განვითარების ეს ეტაპი (თევზისებრი) უფრო ადრე გაიარა... მაგრამ ამ ეტაპის როგორც ინკარნაციის გახსენება, ჩემი, ანუ ჩვეულებრივი მოკვდავის წარმოდგენას აღემატება. :-) ევოლუციურ პედაგოგიკაში არსებობს ადამიანის განვითარების 7 საფეხური - ჩასახვიდან სოციუმის წევრობამდე - და პირველი საფეხურია ე.წ. თევზის (ცურვა), მეორე "ამფიბიის" (დამოუკიდებლად თავის დაჭერა), მესამე "ქვეწარმავლის(ხოხვა) და აშ. ანუ ადამიანის ფიზიკური განვითარებაც ირეკლავს კაცობრიობის განვლილ ეტაპებს. ამ ეტაპების ინაკარანციებად გახსენება შესძლო ეტყობა ინდივიდუმმა, რომელმაც მიაღწია ბუდას მდგომარეობას. შესაქმეში ცხოველები ჩვენამდე არიან შექმნილი, ცხოველთა სამყაროს ყველა ხასიათობრივი ნიშან-თვისება თავმოყრილია ადამიანში. მინერალური, მცენარეული და ცხოველური სამყარო იყო საფეხურები ჩვენი განვითარების. ეს განვითარება, რადგან ფიზიკური სხეულისაა, დროში და სივრცეში ხდება, ანუ ერთი მიმართულებით და უკუსვლები შეუძლებელია (ისევ თევზისებრ ან მცენარიესებრ სხეულში ინკარნირება). ამიტომ ცხოველებში ინკარნაციები, როგორიც დღეს წარმოუდგენიათ ბუდისტებს, ისეთივე დეკანდეტურ და გაყალბებულ (ძველი შინაარსისგან გაძარცვულ) წარმოდგენად მიმაჩნია, როგორც დოგმატურ ქრისტიანობაში არსებული ზოგი წარმოდგენა. ის თევზის მდგომარეობაა, რაზეც ბუდა საუბრობს და არა თევზი, როგორიც დღეს დაცურავს წყალში. :-)
--------------------
ადამიანი
"I would prefer not to"
|