blue_velvetAsmodeus-ი მგონი აბანოშია გამწესებული და ვერ გიპასუხებს:
შევეცდები ჩემი საკუთარი აზრი შემოგთავაზო და მომიტევე თუ დროის სიმცირის გამო ვრცლად ვერ დავწერ.
მოგეხსენება მატერიალური სამყარო, სადაც ჩვენ ვიმყოფებით ერთი შეხედვით როგორი კომპლექსურია, ხოლო მეორეს მხრივ კი ძალიან მარტივი. ბრძული გამონათქვამია - ყველაფერი გენიალური მარტივიაო. მარტივია, რადგან ყველაფერს, რასაც ჩვენს გარშემო ვხედავთ, თვით საკუთარი სხეულის ჩათვლით და თვით ჰაერიც კი - აბსოლუტურად ყველაფერი შექმნილია ერთი და იგივე მასალით, რასაც მოლეკულა ეწოდება.
მოლეკულას კი ქმნის ატომი.. ანუ, ატომი არის ის რითაც იქმნება თავად მატერია. ატომი კი თავის მხრივ შედგება არამეტერიაული შემადგენლებისაგან - ნეიტრალური ნეიტრონებისაგან, დადებითი პროტონებისა და უარყოფითი ელექტრონებისაგან. (მხოლოდ წყალბადის ატომს არ გააჩნია ნეიტრონი).
ანუ, რა გამოდის? გამოდის ის, რომ მატერიის საწყისი ფორმა არის ენერგია. ყველაფერს რასაც ჩვენს გარშემო ვხედავთ, სინამდვილეში არის ენერგია. E=MC2 - აინშტაინის გენიალური აღმოჩენა - ენერგია უდრის მასა გამრავლებული სინათლის სხივის სიჩქარეზე კვადრატში.
ჩვენ საგნებს აღვიქვამთ სიგნალების სახით რაც მატერიალიზდება ჩვენს გონებაში.
ახლა, ამას რომ კითხულობ კომპიუტერის მონიტოზე, თავად მონიტორი სინამდვილეში არის ენერგია, ხოლო შენი გონი მას გარდაქმნის მატერიად - ამას ქვია უსასრულო შემოქმედება. ანუ, შენ თავად ხარ 'გარე' სამყაროს შემოქმედი. და რატომ ბრჭყალებში სიტყვა 'გარე' ? თუ გავაანალიზებთ ამ ყველაფერს, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანი სამყაროს შემოქმედებას ახდენს საკუთარ თავში და არანაირი 'გარე' არ არსებობს.. საკუთარ გონში შექმნილ სამყაროს კი ჩვენ როგორც ეკრანზე გაშვებულ ფილმს ისე ვუყურებთ - ანუ, ინფორმაციას გარედან კი არ ვიღებთ, არამედ სინამდვილეში შიგნიდან, საკუთარი გონიდან და ილუზორულად კი აღვიქვამთ, ისე, თითქოს ის ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ - ჩვენს გარეთ, უჩვენოდ, ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, მაშინ როდესაც ყველაფერი იქმნება ჩვენსავე გონში.
გონი კი არის ერთი - ერთიანი.. ჩემი, შენი, ყოველი ჩვენთაგანის გონი არის ერთი მთლიანი - რაც არის თავად შემოქმედი.
Spoon boy: Do not try and bend the spoon. That's impossible. Instead... only try to realize the truth.
Neo: What truth?
Spoon boy: There is no spoon.
Neo: There is no spoon?
Spoon boy: Then you'll see, that it is not the spoon that bends, it is only yourself.
This post has been edited by Magen_David on 8 Mar 2013, 19:57