Asmodeus
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1277
წევრი No.: 151117
რეგისტრ.: 18-June 12
|
#35141134 · 11 Feb 2013, 06:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
gabisonia
QUOTE | ძალიან საინტერესო იყო თქვენი მოსმენა ყველა პოსტი წავიკითხე. შეკითXვები გამიჩნდა კაბალისტებთან. ჩემს უმეცრებას იმედია მაპატიებთ და ცინიკურად არ მიპასუხებთ. |
კაბალისტები ცინიკურად არ პასუხობენ არავის, რადგან არ არსებობს სულელური შეკითხვა, არსებობს სულელური პასუხები, უმეცრობას რაც შეეხება ესეც ფარდობითია, ციღაც ყოველთვის უმეცარია ვიღაცაზე და ვიღაც ყოველთვის ჭკვიანია ვიღაცაზე, შენ თუ უმეცარი ხარ დოცენტთან მიმართებაში დოცენტი აკადემიკოსის წინაშე ჩანს უმეცრად, მაგრამ შენ ჭკვიანი ხარ აბიტურიენტზე ასე რომ დიდს კი არ უნდა შეადარო თავი არამედ მცირეს და დაინახავ რომ უმეცარი კი არა ჭკვიანი ხარ, რადგან ეს დიდი არ დაილევა და უსასრულოდ გრძელდება, ჩვენ ყველანი უმეცრები ვართ. რაც შეეხება შენს მიერ დასმულ შეკითხვებს ეს კითხვები კაბალისტებს არ ეხებათ, ისინი სულ სხვა მოძღვრებას ასწავლიან და არა იმას რაც შენ ამ შემთხვევაში გაინტერესებს, თუმცა მე როგორც მათი მოძღვრების ზოგადად მცოდნე ადამიანი თავს უფლებას მივცემ გიპასუხოკითხვებზე, ხოლო ზოგიერთ კითხვაზე (რომელიც კაბალისტურ ცოდნასთან შორს დგას) ჩემი პირადი გამოცდილებიდან გიპასუხებ, ამას იმიტომ გწერ რომ ჩემი ყველა პასუხი არ გააიგივო კაბალას პოზიციასთან რიგ საკითხებზე.
QUOTE | 1) ახსენით რაა იუდაიზმი და რა განსხვავებაა კაბალასთან? აღიარებენ ერთმანეთს? |
იუდაიზმი არის ჩვ.წ აღ მდე დაახლოვებით 3000 წლის წინანდელი რელიგია, რომელიც აღმოცენდა ბაბილონიდან გამოსულ ბედუინთა ტომებში (ისრაელში) კაბალისტური ტექსტის "თორა" მატერიალურ დონეზე გაგებისა და აღქმის შედეგად, კაბალა კი გადმოცემას ნიშნავს ამ შემთხვევაში სულიერი სიბრძნის, იუდაიზმი კაბალასაგან იმით განსხვავდება რომ პირველი მატერიალური გაგებით ხსნის თორას მეორე კი სულიერი გაგებით, ანუ ისე როგორი მნიშვნელობითაც სინამდვილეში დაიწერა.
QUOTE | 2) იძახით ადამამდე ცხოვრობდა მანდ ხალხიო... ანუ ის ხალხი ღმერთს არ შეუქმნია? ბიბლიაში წერია ადამი მიწის მტვერისგან შექმნა და მისცა სუნთქვა. ამა როგორ ხსნით.? |
ადამამდე რომ ცხოვრობდა დედამიწაზე ხალხი ამას მხოლოდ კაბალისტები არ იძახიან, ამას იძახიან თანამედროვე მეცნიერები და განა მხოლოდ იძახიან ამტკიცებენ კიდეც მაგალითისათვის ბოლნისში აღმოჩენილი ზეზვა და მზია, რომელიც ექსპერტიზამ დაახლოვებით 7-8 მილიონი წლით დაათარიღა, სხვა კიდევ მრავალი მტკიცებულებები მოიძევება ამ სიმართლის დასამტკიცებლად, ადამ ჰარიშონი კი მაქსიმუმ 7500 წლის წინ მცხოვრები პიროვნება გახლდათ, ამ პიროვნების შესახებ ვედებშიც მოიპოვება ცნობები, შენს მეორე კითხვას რაც შეეხება კითხვას ასე სვამ ანუ არც ის ხალხი არ შეუქმნია ღმერთსო? მე გიპასუხებ შექმნაში თუ ტალახის გუნდის ძერწვას გულისხმობ ეგრე არც ადამი არ შეუქმნია ღმერთს, ხოლო ძერწვის პროცესში თუ ევოლუციას გულისხმობ ეგრე ადამიც შექმნა და სხვა დანარჩენებიც, ადამს იმიტომ კი არ ეწოდა პირველი ადამიანი რადგან პირველი ჰომო საპიენსი იყო, არა მას პირველი ადამიანი იმიტომ ეწოდა, რომ პირველი იყო იმ ჰომო საპიენსთა შორის რომელიც მიხვდა რომ შემოქმედი ყავს, რაც შეეხება იმას რომ ბიბლიაში წერია მიწის მტვრისაგან შექმნა და ა.შ ეს მეტაფორული ალეგორიებია, ისევე როგორც გველის საუბარი და სხვა დანარჩენი, აი ეს მეტაფორული ალეგორიები რომ პირდაპირი მნიშვნელობით მიიღეს, ამიტომაც იშვა რელიგია, წარსულში იუდაიზმი, ახლო წარსულში კი სექტა ჯერ იეღოვას შემდეგ იეჰოვას მოწმეებად თუ ადვოკატებად წოდებული.
QUOTE | 3) სიკეთე ბოროტება. ანუ მე ნემსის ქურდს რა მომელის და რა მოელის იმ აფსუა გათახსირებულ ბოევიკს ვინაც ხალხი დახოცა. სასჯელი ორივესთვის ერთი რატომაა? |
კაბალისტების თვალსაზრისით სასჯელი საერთოდ არ არსებობს, ვინაიდან ნემსის ქურდიც და გათახსირებული აფსუაც ერთი და იგივე პიროვნებაა, ყველა ერთად კი შემოქმედი, სასჯელს კაბალისტი მატერიალურ სამყაროში ყოფნას უწოდებს, ამაზე დიდი სასჯელი მართლაც არ არსებობს, თუ ადამიანი მიხვდება იმას რა მდგომარეობიდან სად დაეცა. თავად ეს მატერიაზე მიჯაჭვულობაა ყველაზე დიდი სასჯელი და ამ ციხეში სასჯელს ვიხდით უკვე. მიზანი კი გათავისუფლებაა, ანუ აღქმით იმ მდგომარეობამდე მიღწევა საიდანაც ნებსით თუ უნებლიედ გამოვძევდით.
QUOTE | (ანუ მეორედ ვიბადებით. თქვენ ამბობთ რო ეგაა ჯოჯოხეთი ანუ დედამიწა და მიწიერი სხეული) სადაა სამართლიანობა? |
სამართლიანობა გამოსწორების შანსშია, აბა ის არის სამართლიანი 1 ნემსის ქურდობისათვის მარადიულად იტანჯო? ის გათახსირებული აფსუა იმდენჯერ დაიბადება აქ იმდენჯერ მოიხდის სასჯელს სანამ ტკივილი არ დაღლის და არ მიახვედრებს, რომ უნდა გამოსწორდეს უკეთესობისაკენ.
QUOTE | 4) მეორედ მოსვლის შემდგომ სატანა დემონებიან ცოდვილებიანად ნადგურდებიან(ანუ განადგურება მთლიანად. არსის, მყოფის) თუ მარადიულ სატანჯველს მიეცემიან? |
მეორედ მოსვლაში აპოკალიფსს გულისხმობ, განადგურებით ყველაფერი განადგურდება, სატანაც მეც შენც სხვა ადამიანებიც ყველაფერი რაც მატერიალურია განადგურდება, მაგრამ ეს როგორი ფორმით მოხდება იცი? ადამიანებს აღქმა შეეძლებათ და იმას რასაც ეხლა მატერიის სახით ხედავენ დაინახავენ სინამდვილეში როგორია, ეს გაანადგურებს მატერიას, შენ მაშინ განადგურდები როდესაც მე ხორციელი ადამიანის სახით კი არა ისეთს დაგინახავ როგორიც სინამდვილეში ხარ, დიდებით მოსილ სულიერი სხეულის მქონე არსებად, ის ხორციელი ადამიანი წამში გაქრება, გაქრემა მატერია რადგან ის სინამდვილეში არც არსებობს. აი ეს არის განადგურება, ამგაგებით სატანა და მისი დემონებიც განადგურდებიან, რატომ? აი ამიტომ: ისინი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის წარმოსახვაში არსებობენ და არსებობენ იმიტომ რომ ადამიანებს სწამთ მატი არსებობის, ადამიანი მიხვდება, რომ იმას რასაც დღეს სატანას უწოდებს მხოლოდ და მხოლოდ ძალაა, სული რომელიც ხან სატანათი გამოვლინდება, ხან რომელიღაც დემონით ხანაც ზოგიერთი ადამიანით.
QUOTE | ისე სამართლიან ღმერთზეც აინტერესოა თქვენი აზრი |
ნებისმიერი არსებული იქნება ის ღმერთი თუ კაცი არსებობს მხოლოდ ჩვენს შიგნით, ჩვენს გარეთ არის ერთი მთლიანი განუყოფელი ნათელი დაუსაბამო და უსასრულო, აი ამ ნათელს აღვიქვამთ ჩვენ ხან ღმერთად ხან ადამიანად ხან ხედ ხან ველოსიპედად, როგორ საშუალებასაც საკუთარი ფანტაზია მოგვცემს, ჩემი პირადი აზრით ბიბლიაში აღწერილი ძველი აღთქმის ღმერთი იჰვჰ არის უსამართლო ეგოისტი და თან ისე რომ მაგის ბრალიც არ არის უსამართლო და ეგოისტი როა, ეს იცი ვისი ბრალია? მოსესი რადგან თავად იყო ერთ დროს უსამართლო ეგოისტი და შეუძლებელია უსამართლო ეგოისტის წარმოსახვაში სამართლიანი და კეთილი ღმერთი დაიბადოს, ჰო ეს ღმერთი ჯერ აბრაამმა და შემდეგ მოსემ შვა საკუთარი წარმოსახვით შემდეგ ისრაელმა გააძლიერა საკუთარი დაცემით და აგერ უკვე დღეს ე.წ იეღოველების ფანტაზიები ასულდგმულებს ამ ღმერთს.
QUOTE | 5) დეჯავიუზე რას გვეტყვით? რას ამბობს კაბალა წინა ცხოვრების ანარეკლია? ყოფილა ისეთი შემთხვევა რაღაც ადგილას მოვხვდი 1 ლად და მერე ისეთი აშუშენია მქონდა რო ვყოფილვარ აქ. როგორ ხსნით ამ ფენომენს? |
ჩვენს გარეთ არსებული ნათლის დაყოფა როდესაც მოხდა ცალკეულ ნაწილებად სულებად ამ სულთაგან ერთ ერთმა რომელიც პირველი გამოვლინება იყო ნათლისა სხვა დანარჩენები გააძევა მისივე სიტყვით შექმნილ სიცარიელეში, ზოგის აღქმა მეტად დასცა ზოგის ნაკლებად და ამის მიხედვით განაწილდნენ პიროვნებები სულიერ სავანეებში და მათ შორის მატერიაშიც, მას ამის არანაირი უფლება არ ქონდა, მაგრამ როგორც ჩანს ესეც შემოქმედის ჩანაფიქრში იდო, რატომ? ალბათ იმიტომ რომ ქმნილებას დისტანციით აღექვა შემოქმედი, როგორც ბავშვმა არ იცის დედის შესახებ რომ მას დედა ყავს სანამ დედის წიაღიდან არ გამოძევდება, ანუ არ იშვება ისევე შექმნილს არ ეცოდინებოდა რომ შემოქმედი ყავს თუ მისი წიაღიდან არ გაძევდებოდა, ეს გაძევება ანუ დაცემა იგივე შობაა, ჩვენ კი ვიზრდებით და ვერ გავიზარდეთ, არგასაზრდელები გვყავს სამწუხაროდ ბევრი, აქ უსამართლობა იმაშია რომ იმ პირველმა სხივმა თვითნებურად გადაწყვიტა როგორ გაენაწილებინა დანარჩენი სულები სავანეებში, აგერ ბატონო მე და შენ მატერიაში გვისროლეს, იმ სულს რომელსაც სატანას ეძახით ეს მატერია უფეშქაშა სამართავად და წუთისოფლის ღმერთად დაადგინა, იქ სხვა სულებს ჩამოურიგა კიდევ პოსტები და თანამდებობები, მე და შენ კი ალბათ არ მოვეწონეთ უვარგისები ვიყავით და ყველაზე ცუდი საღორე გვხვდა წილად მატერია, სატანას ძალაუფლებით მართული მატერია გამოიმეტა მხოლოდ ჩვენთვის, თავისივე დადგენილი ციხის უფროსის ციხეში ჩაგვყარა, ოღონდ რა დავუშავეთ თავადაც არ იცის, მე აქ რამოდენიმე დღის წინ ვთქვი რომ ამ თავხედური თვითნებობისთვის პასუხს ვაგებინებ და გაეცინათ, სატირლად აქვთ საქმე და იცინიან, ჯერ კიდევ ვერ ათვიცნობიერებენ რომ მეფის ტახტებიდან პირდაპირ საღორეში მოადინეს წუმპეში ტყაპანი, აღარ ახსოვთ გესმის ოდესღაც მეფეები რომ იყვნენ და კურიოზი კი ის არის რომ დღესაც არიან მაგრამ არ იციან, თავი ღორები ჰგონიათ, წუმპეში მღოღავი ღორები, ღორს კი მუდამ გაეცინება თუ ვინმე მათი კოლტიდან იტყვის რომ მეფე ვარო, მისცვივდებიან ღრუტუნით და ეუბნებიან, აბა მეფე როგორ ხარ შენც ჩვენნაირი ღორი ხარ დინგი და ჩლიქები ხომ შენც გაქვს? აბა შენი გვირგვინი? აი ამ ღორებმა დაახლოვებით 2000 წლის წინ მოკლეს ერთი კაცი, რომელმაც თქვა რომ მეფე იყო, თავზე ეკლის გვირგვინი დააადგეს და წარწერაც კი გაუკეთეს იუდეველთა მეფე მასხარად ასაგდებად, იცი რატომ ქნეს ეს? ის მეფეც თავისნაირი ღორი ეგონათ და ვერ დაინახეს მისი უხილავი გვირგვინი, ისევე როგორც დღეს ვერ ხედავენ იმას რომ თავიანთი დამპალი დინგის ზემოთ ზუსტად ანალოგიური უხილავი გვირგვინები ციმციმებს. ანეგდოტიც კი გამომითქვა მოდერატორმა და გიჟად შემრიცხა, მე მეძლევა საშუალება და ვუპასუხებ, დათიკო ვინ უფროა გიჟი ის ვინც მეფეა და თავი ღორი ჰგონია თუ ის ვინც მიხვდა რომ ღორი კი არა მეფეა და სხვებსაც ეუბნება ღორები კი არა მეფეები ხართო? შენ შენი უკბილო და უადგილო ანეგდოტით საკუთარ თავს გამოუტანე დიაგნოზი და თან ისე რომ ვერც კი მიხვდი. შენ ვერ იგებ მე რას ვიძახი, რატომ ვიძახი და რისთვის ვიძახი, მე პირდაპირი საუბრის საშუალება არ მაქვს, ვინაიდან როგორც ღორს ვერ აუხსნი ბირთვული ფიზიკის მიღწევებს, ისე ხორციელ ადამიანს სულიერ საკითხებს, თუ მისი დაცემული წარმოსახვის დონეზე არ დაეშვი და იგავ არაკებით არ შეაწუხე და არ შეაგნებინე მცირედი მაინც , რა გგონია მართლა იჰვჰ-ზე ვარ გამწარებული და დუელში ვიწვევ? გინდა პირდაპირ გითხრა? არ არსებობს ეგ თქვენი იჰვჰ, არც როგორც ღმერთი არც როგორც პიროვნება უბრალოდ არ არსებობს და თუ სადმე არსებობს იცი სად? ღორების დაცემულ წარმოსახვაში.
QUOTE | 6)დემონებს არქმევთ სამაელის ნაშობებს. რითთი ამტკიცებთ? |
ძალას რომელსაც კლიფოთს უწოდებენ კაბალისტები და რომელსაც მრავალი გამოვლინება აქვს, ისევ და ისევ ღორების (მოდი ამ სიტყვას აღარ ვიხმარ მიუხედავად იმისა რომ უფალი იესოც იყენებდა შედარებისათვის სულიერ წვდომაში მყოფი კაბალისტები გოებს ეძახიან ასეთებს) გოების წარმოსახვაში იძენს პიროვნულობასაც თავზე რქებსაც და ტრაკში კუდსაც, აი ამ გოების "დამსახურებაა" სატანასა და დემონების პიროვნულ დონეზე არსებობაც, რეალურად არც ისინი არ არსებობენ, ესენი არიან ძალები ეგოისტური უარყოფითი სულის ცალკეული გამოვლინებები და მათი განსხეულება ასე ვთქვათ იცი რად ხდება? გოებს რომ სწამთ და გოები რომ აღიქვამენ ამ ძალას ასეთი ფორმებით აი ამიტომ. სასაცილოა ხომ? თან არსებობს თან არ არსებობს ეს როგორ? არ არსებობენ გოები ბადებენ და გოები ქმნიან მათ საკუთარი წარმოსახვით ასხამენ სხეულს და ღადაობა გითხრა? ამას როგორ ახერხებენ იცი გოები? შემოქმედები არიან თავად და შემოქმედის ფიქრი აზრი და სურვილი იძენს ფორმებს, ეს გოები შემოქმედია ოღონდ გოებმა არ იციან ამის შესახებ. სახელ სამაელს რაც შეეხება ეს არის კაბალისტურ წიგნ ზოჰარში აღწერილი სულის ძალის კლიფოთის აღმნიშვნელი სახელი და სატანას სინონიმია.
QUOTE | 8) ანგელოზების სახელებზე ძალიან საინტერესო ვერსიები გაქვთ. ანუ იცით და საიდან? რას ეყრდნობა? საიდან ეს ცნობა? |
ანგელოზებიც ძალები არიან შემოქმედის სულის ემანაციები, აი ამ ცალკეულ ემანაციებს დაარქვა სახელები ადამ ჰარიშონმა პირველმა სრულფასოვანმა ადამიანმა, თორაში აღწერილია რომ მას ცხოველები მიუყვანეს სახელების დასარქმევად დღეს გოებს ჰგონიათ რომ მათ წარმოსახვაში გამოძერწილმა იჰვჰ-მ ნახირი მიუყარა ადამს და უთხრა ძროხას ძროხა დაარქვი მგელს მგელი, ჰგონიათ რომ ცისფერი ვეშაპი რომელიც 800 ტონამდე იწონის ოკეანედან ამოახტუნა და ფიშონის ვიწრო კალაპოტი დინგით გაათხრევინა სანამ "შუამდინარეთში არსებულ ედემში" არ შეაგდო, აი ასე ჰგონიათ და ძალაა? სინამდვილეში კი ადამმა აი ამ სულის ემანაციებს ანუ ძალებს რომელთაც ანგელოზებად იცნობთ დაარქვა სახელები და არა ბოჩოლებსა და კვერნებს, ესენი არიან ტერმინ ცხოველებით აღნიშნულები, თორაში წერია ასეთი წინადადება: ძველი აღთქმა
დაბადება თავი მესამე 1. გველი ყველაზე ცბიერი იყო ველურ ცხოველთა შორის, რომლებიც უფალმა გააჩინა. უთხრა გველმა დედაკაცს: მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის არცერთი ხის ნაყოფი არ შეჭამოთო?
აქ ეხლა ყველაზე უბირმა თეოლოგმაც კი იცის რომ სიტყვა გველის ქვეშ იგულისხმება სატანა ხომ ასეა? მაგრამ იმას აღარ აქცევენ ყურადღებას ის ველური ცხოველები ვინღა არიან ვის შორისაც გველი (სატანა) ყველაზე ცბიერი იყო? აბა დაფიქრდი ეხლა და მიხვდი თუ გველი სატანაა ველური ცხოველები ვინ გამოდიან? ასეა ადამმა უწოდა ამ "ცხოველებს" ანგელოზებს და დემონებს სახელები, ზოგს ურიელი დაარქვა, ზოგს ასმოდეი, ზოგს სამიაზა, ზოგს ის ზოგს ეს დღესაც ამ სახელებს ატარებენ ეს ძალები. ეს სახელები კი, კაბალისტურ ტექსტებში იწერებოდა და თაობებს გადაეცემოდა, მაგალითად შეჰმამფორაში, აგერ ზოჰარში შეხვდები კიდევ ბევრ მსგავს სახელს, მაგრამ მთავარი აქ სახელი კი არა იცი რა არის? აი ეს: რად ეწოდათ სახელები. ამის პასუხი კი აი ეს არის: გოებს ვერ აუხსნი შემოქმედის სულის ემანაცია ძალა ანგელოზად ცნობილი როგორია, თუ სახელი არ დაარქვი, ადამიანს არ დაამსგავსე სხეულით ხატზე არ დაუხატე და უმეცარი ბაშკა არ დაარტყმევინე ზედ.
QUOTE | 9) თქვენი აზრით ის ცოდნა რაც არის(იძახით ქრისტეც კაბალისტი იყოო) წინააღმდეგობაში არ მოდის თავად ქრისტესთან? ქრისტემ ხო ღარიბები და უმეცრები აირჩია სასუფევლის ძეებად და მემკვიდრეებად და არა ფარისეველნი და სადუკეველნი(რომლებიც ენციკლობედიები იყვნენ თავის რჯულში.) |
რანაირად მოდის წინააღმდეგობაში როდესაც კაბალისტი სულიერ წვდომაში მყოფს ნიშნავს, ქრისტე იყო სულიერ წვდომაში და ამ გაგებით ვუწოდებთ კაბალისტს, ფარისეველთა და სადუკეველთა სექტა კი გოების ყველაზე დიდი სიშლეგეების შედეგად შობილი მატერიალურ მიწიერი წარმონაქმნები იყვნენ, ფარისევლები არ იყვნენ კაბალისტები, მათ არ გააჩნდათ სულიერი წვდომა, პირიქით როგორც ქრისტე მიმართავს და ეუბნება, სასუფეველში არც თქვენ შედიხართ და შემსვლელთაც აბრკოლებთო, სადუკეველი როგორ იქნებოდა კაბალისტი როდესაც სულიერი აღდგომისა არ სწამდა რაც მთავარი პოსტულატია მოძღვრება კაბალაში, ან ფარისეველი როგორ იქნებოდა კაბალისტი როდესაც რჯულის კანონს საკუთარი უმეცრული შეხედულებით როგორც უნდოდა ისე ჭრიდა და კერავდა? უბრალო მწიგნობრები იყვნენ არც მეტი და არც ნალები, ზუბრიაჩკა ბუკვალისტი ჯიხვები, შეხედე იეღოველებს და ერთიერთში დაინახავ როგორები იყვნენ 2000 წლის წინ ფარისევლები, ბუკვალისტი ზუბრიაჩკა ჯიუტი ჯიხვები ჭეშმარიტების წინაღმდგომი მიწიერი უბადრუკი სისულელეებით გაბერილი მასა. ღარიბები და უმეცრები აირჩიაო რომ წერ, პირველ რიგში ის უნდა გაითვალისწინო, რომ მატერიალური მდგომარეობა არანაირად არ უშლის ხელს სულიერ საიდუმლოთა წვდომას და რაღაც ასპექტში ეხლარება კიდეც, უმეცარი კი ყველაა იმ სულიერ სიბრძნესთან მიმართებაში მიწიერი სიბრძნე სასაცილოა, სუფთა ფურცელზე წერა კი უფრო ადვილია ვიდრე ნაჯღაბნებით სავსე პერგამენტზე, ელაპარაკე ეხლა აგაპეს სულიერ საკითხებზე შეცვლი რამეს? ინფორმაციულად ისეა გატენილი ცრუ ილუზორული წარმოსახვებით რომ ნაჯღაბნებით სავსე ქაღალდის ნაგლეჯს ჰგავს მისი აზროვნება და ინტელექტუალური მარაგი, მას ვეღარ ასწავლი უკვე მორჩა, მაგის თავში არსებულ სუფთა ფურცელზე ჭეშმარიტების სიტყვა კი არა რასელის ნაჯღაბნი ჩაიწერა, ამიტომ ასეთები ჯერ უნდა გადააინსტალირო. ჰო და ფარისევლების გადაინსტალირება კი ვერ ხერხდებოდა მათივე ნების წინააღმდეგ, ამიტომაც სუფთა ფურცლები აირჩია იესომ თავისი სიტყვის ჩასაწერად და გასავრცელებლად.
QUOTE | 10) ქრისტიანობა ჩვენებური აღიარებს კაბალას როგორც ღმერთისკენ მიმავალ ნაბიჯს? |
თქვენებური ქრისტიანობა არ არიარებს კაბალას და არც ერთ სხვა დანარჩენ მოძღვრებას შემოქმედისაკენ გადადგმულ ნაბიჯად, თქვენებური ქრისტიანობა, მხოლოდ თქვენებურ ქრისტიანობას აღიარებს ამად.
QUOTE | 11) საინტერესო იყო თქვენი აზრი ელია-იოანეზე მეც დამაინტერესა. ამას მივუმატებდი იესოს სტუმრობა ნიკოდემოსთან. მეორედ შობაზე რო ეუბნებოდა. როგორ უნდა ვიშვაო და ბოლომდე აღარ მახსოვს დიალოგი. |
აქ მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, იესოს სიტყვის თანახმად იოანე იყო იგივე ელია, რაც სულის რეინკარნაციას ნიშნავს ვინც რამდენიც არ უნდა იხტუნაოს და ფეხები გაასავსაოს მაინც.
QUOTE | 12)თქვენი აზრით დემონებს შემცდარ ანგელოზებს შეუძლიათ ადამიანებზე ზეგავლენა მოახდინონ? |
ჩემს პირად აზრს მოგახსენებ ამ საკითხზე. კიი შეუძლიათ თუ ჯერ შექმნი წარმოსახვით დემონს და შემდეგ იმის უფლებას მიცემ რომ შენზე ზემოქმედება მოახდინოს. ასეა გოი წარმოსახვით ქმნის მათ, ათეისტისთვის დემონი ვერ იარსებებს, იმიტომ რომ ათეისტები არ ქმნიან დემონს ამიტომაც ვერ ხედავენ და ვერც ვერასოდეს დაინახავენ მათ.
QUOTE | 13) ანგელოზები არიან თუ არა მხოლოდ მაცნეები? |
ანგელოზები რაც არიან უკვე ავხსენი ძალები არიან, შემოქმედის ემანაციები შემოქმედი კი თავის ძალას უნდა მაცნედ მიმართავს უნდა მეომარ მებრძოლ ძალად.
QUOTE | 14) რომელი უფრო ძლიერია ანგელოზი თუ დემონიი? |
შენ რომელიც გინდა რომ იყოს ძლიერი ის, რადგან მათ შენ მართავ როგორც მეფე და შემოქმედი. ისინი ჰგვანან შენს მიერ ონლაინ თამაშში შექმნილ პერსონაჟებს, ცოტა დამოუკიდებლობა მიეცი მათ "ხელოვნური ინტელექტი" და მორჩა, ვირტუალური დემონი და ანგელოზი მზად გყავს. აუწიე ლეველები და აჩხუბე ერთმანეთში.
QUOTE | 15) უბრალო ანგელოზს(არა მთავარს) შეუძლია სამაელის დამარცხება? |
სამაელის დამარცხება მხოლოდ მის შემქმნელს შეუძლია და სხვას ვერავის.
QUOTE | 16) სამაელმა იცის მეორედ მოსვლის შესახებ რატო არ ინანიებს? ჩვენ გვაქ ამაზე ჩვენეული ახსნა და მის სიამაყეს მივაწერთ თქვენ რას უწოდებთ? |
იმიტომ არ ინანიებს რომ ის გოების წარმოსახვით შექმნილია, გოები კი არ ინანიებენ, გოებმა რომ მოინანიონ 1 წამში გაქრება სამაელიც თავის დემონებიანად და ეს დამპლი საღორეც რომელსაც მატერიას ეძახით და გაჩნდება ის რეალობა რომელშიც უკვე ხარ.
QUOTE | 17)იძახით ადამიანი იმდენჯერ უნდა დაიბადოს რამდენჯერაც კაბალას გაითავისებდესო. შეიძლება მეათასეჯერ ვარ მოსული და რო დაფარულია ეს კაბალა? |
მეათასედ კი არა მემილიონედ ხარ მოსული ადრე ქვის სახით შემდეგ ბალახის, ხის ფრინველის ცხოველის ადამიანის, მემილიარდჯერ ხარ განსხეულებული მატერიაში როგორც სული, შენი და ჩემი დღეს მატერიაში ყოფნა ამაზედ მოწმობს, ეს მუდმივად არ გრძელდება, ვადები არსებობს, ამ ვადაში უნდა ჩაეტიო, დაფარული კი იმიტომ იყო კაბალა, რომ აი იმ გოების წარმოსახვით შექმნილი ძალადღმერთი იჰვჰ თავის ასისტენტ სატანასთან ერთად ხელს უშლიდა შენი და ჩემი სულიერი შემეცნების ამბავს, აფერხებდნენ ყველა ძალასა და ღონეს ხმარობდნენ საამისოდ, რათა მუდამ აქ მატერიაში ჩავკეტილიყავით და მეფეებს თავი ღორები გვგონებოდა. ამაზე მათ მოეთხოვებათ და მოეკითხებათ. ეს ვადა იწურება და ვინც ნებით არ მიხვდება რომ ღორი კი არა მეფეა, იმას ცემა ტყეპითა და ძალით აპოკალიფსითა და ტანჯვით მიახვედრებს შემოქმედი, სანამ თმებით არ აათრევს ღორს სამეფო ტახტზე შემოქმედი არ მოისვენებს, იმიტომ რომ მან ღორები კი არ შექმნა სრულყოფილი მეფეები შექმნა და არაფერი არასრულყოფილი არ შეუქმნია. აი ამ ტისკში კი მოყვება სატანა და უფრო დიდ ტისკში კი ის აფერისტი რომელიც თავს ჭეშმარიტ ღმერთ იჰვჰდ იცხადებს, იეღოველები გადარჩებიან რადგან შემოქმედის ნაწილები არიან ისინიც მაგრამ ჩანგრევა და ცემა კი მოუწევთ ჭეშმარიტი მამისა და ჭეშმარიტი ღვთისაგან.
QUOTE | 18)მეორედ მოსვლაზე როგორი აზრის ხართ. იქნება კატაკლიზმები და დაიქცევა ქვეყანა თუ |
კი იქნება კატაკლიზმებიც და ქვეყნის დაქცევაც იმიტომ რომ იმას რასაც მატერია ქვია არსებობა არ უწერია რადგან მატერიაც ჩვენს დაცემულ წარმოსახვაში არსებობს მხოლოდ და არსად სხვაგან, რეალურად არ არსებობს არც მატერია და იმას რასაც შენ მატერიას ეძახი სინამდვილეში იცი რა არის? შემოქმედის ენერგეტიკული ძალები, ძალთა ველები გეხატება შენ დაცემული აღქმით მატერიად.
QUOTE | ამ ბოლოზე გთხოვთ არ დამზარდეთ და მოკლედ ნუ გამცემთ პასუხს. მადლობა წინასწარ ჩემი გულუბრყვილო კითხვებისათვის. |
არ დაგზარდები, ალბათ გეხსომება 1914 წლიდან ყოველ ახალ წელს ყვავებივით რომ დაგვჩხაოდნენ თავზე იეღოველები ახალ ახალ არმაგედონს, შეძახილმა ხე გაახმოო ხო და პატარა საიდუმლოს გეტყვი 2012 წლის 21 დეკემბრიდან, ყველა გოიმ რომ უმეცარი ბაშკით მაიას კალენდრის წინასწარმეტყველება ვერ გაიგო და ცეცხლის წვიმებს ელოდებოდნენ მოხდა სინამდვილეში აი ეს: შემოქმედის გეგმით გათვალისწინებული დაცემული ღორების გამოსწორების ვადა დასასრულს მიუახლოვდა და დაიწყო ახალი ეპოქა, მერწყულის ზოდიაქოს ეპოქა, აი ამ ეპოქის დასაწყისზე მიუთითებდნენ ინდიელები და რატომ არის ეს თარირი ეხლა ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ აი ამ დღიდან და იმ საათიდან დაიწყო იოანეს გამოცხადებაში აღწერილი სამწელიწადნახევრიანი დროის მონაკვეთი, აქ დედამიწის წლებზეა საუბარი ყოველგვარი ალეგორიების გარეშე, ამ სამწელიწადნახევარში ადამიანების აღქმა იმდენად გამოიცვლება და რეალობას იმდენად მიუახლოვდება, რომ ეს შენი მატერია ხუხულასავით დაიშლება და რაც დარჩება ის იქნება უმარლესი რეალობა, ადამიანების აღქმა შეიცვლება ყოველგვარი ცეცხლის წვიმების გარეშე და ადამიანები დაინახავენ არა ცეცხლის წვიმას არამედ შემოქმედის ემანაციებს რომელსაც მანამდე დაცემული აღქმით ცეცხლის წვიმად ეჩვენებოდათ, ამ სამწელიწადნახევარში მოხდება სწორედ იმ ძალადანტიქრისტეებისა და გოების წარმოსახვაში ჩარჩენილი ნაჯღაბნების საბოლოვო გაფართხალების რეალიზაცია გოები დაინახავენ ამ ძალებს და როგორც მანამდე უნდოდათ რომ დაენახათ ჩლიქიან ხისთავიან დემონებად ზუსტად ისეთებს დაინახავენ, 1 ძალას 2 სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვანაირად დაინახავს, მაგალითად კაკაურიძე ხატზე დახატულ რქიან ბანჯგვლიან ეშმაკებს, რადგან ასეთად ქმნის მაგის წარმოდგენა დემონს, აგაპე სინათლის ანგელოზის სახით დაინახავს გაბრწყინებულ სატანას რომელიც რაღაცით იეღოველსაც ჩამოჰგავს იერით გალსტუკის გარეშე რათქმაუნდა, ვინაიდან აგაპეს კაკაურიძისაგან განსხვავებით ოდნავ ლამაზი ყმაწვილი ჰგონია სატანა, დათიკო ამ ძალებს ოდნავ პროგრესულად შეხედავს და შეიძლება მხოლოდ შავ ლაქებადაც აღიქვას, რეალობას კი, ობიექტურ რეალობას მხოლოდ ათეისტები შეამჩნევენ და კიდევ ისინი ვინც იციან რომ ეს მაიმუნობა მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა და სინამდვილეში მათ გარეთ არსებობს ერთი უსასრულო ნათელი. გაქრება ჩემთვის აგაპეც, დათიკოც, სატანაც, ანგელოზიც, იჰვჰ-ც (მაგრამ სანამ გაქრება იმედია ერთ ხელს მოვასწრებ და ჩავანგრევ ერთი კარგად) და დარჩება ის რაც არის ნათელი და მის წიაღში მეფეები, მისი ძეები და შვილები, ოღონდ არა როგორც უსუსური ჩანასახები რომელთაც თავი ღორები გონიათ, არამედ როგორც მეფეები დიდებითა და ძალაუფლებით მოსილები და აღარ იქნება იერარქია და აღარ იქნება ერთი მეორეს ღმერთი. აი მერე რა მოხდება ეგ კი ნაღდად არ ვიცი, შეიძლება ისევ ახლიდან დაიწყოს ყველაფერი წრეზე, გააჩნია როგორ ხასიათზე იქნება შემოქმედი, ან არ დაიწყოს. და ასე მარადიულად ტკბობაში იყოს მეფე. ეს პოლო პასუხი ჩემი სუბიექტური შეხედულებაა კაბალისტებს შესაძლოა სხვა აზრები ქონდეთ ამასთან დაკავშირებით ეს გაითვალისწინე.
|