#40805077 · 3 May 2014, 16:10 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ლაბარნა
რას ნიშნავს ეს? QUOTE | მასისთვის ყველაფერი ხუნდება და მასა მოაზროვნისთვის თვითონაც ყველა დროში გახუნებულია... მე ვსაუბრობ ელიტაზე, არისტოკრატებზე, ინტელექტუალებზე... |
ამ აზრით გასაგებია,მაგრამ ელიტები იცვლებიან და შესაბამისად იცვლება ღირებულებები. ისეკი , ელიტები ილუზიაა,ჩემი აზრით,რა თქმა უნდა.
QUOTE | პოსტ-სოციალისტურ ქვეყნებს გულისხმობენ? მატერიალიზმი პოსტი ვერასოდეს იქნება, მთელი სიამოვნება, ჩემი აზრით, ჯერ წინ გვაქვს! 3:) |
არა,პირიქით. კაპიტალისტურ ქვეყნებს,სადაც მატერიალურმა წარმატებამ,სამეწარმეო,მომხმარებლური და მსგავსი ეთიკების განვითარებამ გამოიწვია ე.წ. ღირებულებების "ჩუმი რევოლუცია" ,რამაც ხელი შეუწყო პოსტმატერიალისტური ღირებულებების წარმოებას.
და Boudicca
QUOTE | ახალი არ ნიშნავს უკეთესს |
საერთოდ,კარგი და ცუდი ტიპის შეფასებებისგან ვცდილობ შორს ვიყო,რადგან ძალიან დიდი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა ეს სიტყვები ანუ ყველასთვის სხავდასხვა მნიშვნელობით შეიძლება იყოს დატვირთული.
QUOTE | რომის იმპერიის კულტურის დაცემის შემდეგ მის ტერიტორიაზე წარმოიშვა პრიმიტიული გერმანული სამეფოები - ამ შემთხვევაში დრომ ცუდი გავლენა იქონია. ჩვენს ცივილიზაციას ჯერჯერობით ეგეთი ცუდი არაფერი ემუქრება და დროსთან ერთად იხვეწება, თUმცა ვინ იცის რა მოხდება. |
არ მგონია,რომ მხოლოდ ომი,დაპყრობა და მსგავსი მოვლენებია "ცუდი" ჩვენი ცივილიზაციისთვის, თუნდაც გადაჭარბებული მომხმარებლური კულტურა ავიღოთ,არანაკლებ საშიში მგონია და აქ ვხედავ ღირებულებათა გადაფასებასაც და გახუნებასაც,თუ ადრე მტერი იყო მხოლოდ საფრთხე,ახლა მარტივი საგნებიც შეიზლება უარყოფითი გავლენის მომხდენი იყოს საზოგადოებებსა და კულტურებზე. ავრელიუსთან სიკეთეს დიდი მნიშვნელობა აქვს ,მაგრამ ვინ იცის ვისთვის რა არის სიკეთე , აღქმენი შეიცვალა,ამას ვამბობ,იმედია ძალიან ბუნდივნად არ ვწერ
--------------------
შეხედეთ,რა სირცხვილია, ტანსაცმლის შიგნით ის სრულიად შიშველია!
|