კი :დ მაგრამ სხვანაირი არაადეკვატურობაც არსებობს სამწუხაროდ
კლასიფიკაციაა ასეთი- გრძნობისმიერი და აზროვნებისმიერი
გრძნობისმიერი ტიპი იდეის ზეგავლენის ქვეშ ექცევა იმიტომ, რომ არ შეუძლია ისე თავისუფლად აზროვნება, როგორც აზროვნებისმიერს
აზროვნებისმიერი თავის მხრივ, ექცევა გრძნობების ტყვეობაში და ზუსტად ისეთი არაადეკვატური ხდება
გამოსავალი არის ის, რომ გრძნობისმიერმა ბოლომდე უნდა უარყოს აზროვნების მცდელობა და მიენდოს თავის გრძნობებს და ინტუიციას(რასაც ბევრი არ აკეთებს. ტეხავს და იმიტომ :დ)
ხოლო აზროვნებისმიერმა შეგრძნებები უნდა უარყოს და მიენდოს აზროვნებას და ლოგიკას
აზროვნებისმიერი ტიპის არაადეკვატურობის მაგალითი არის თაღლითი მეორე ნახევრის მსხვერპლი ჭკვიანი ადამიანი, რომელიც უკანასკნელ ლარს ურიცხავს თავის პარტნიორს, ან კონფლიქტში შედის და კარგავს თავის ახლობელ ხალხს, ოღონდაც იმან უარი არ უთხრას სექსზე

იმიტომ, რომ ის იმ შეგრძნებას ვერ გადაიტანს. არ იცის, როგორ გადაიტანოს. ან იგივე ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ვერ ბედავს გადადგას ნაბიჯი წინ კარიერაში იმის გამო, რომ წარუმატებლობისგან გამოწვეული შეგრძნების ეშინია. არ იცის, როგორ გადაიტანს და იმიტომ. სამაგიეროდ შეგრძნებითი ტიპი გრძნობს ასეთ სიტუაციებში თავს, როგორც თევზი წყალში. ერთმა არ მისცა? მეორეს სთხოვს :დ სამაგიეროს ჩიხში შესული აზრი მისთვის სამყაროს დასარსულის ტოლფასია აზროვნებისმიერი ტიპისგან განსხვავებით, რომელსაც არ ეშინია ბოლომდე განიხილოს რაღაც აზრი და არ ეშინია ამ აზრის მცდარობის. მეორეს მოიფიქრებს.
This post has been edited by gramatikikina on 29 Jan 2013, 15:43