მაგრამ ერთს დავამატებდი - უმთავრესს! (ჩემი აზრით):
მარტო იმიტომ კი არ არის კაცი, რომ ეს მოსწონს, მარტოა იმიტომ, რომ საზოგადოებამ არ მიიღო. საზოგადოებისგან გარიყვით დაიწყო მარტოსულმა აზროვნება, სწორედ იმიტომ რომ მან ადგილი ვერ ჰპოვა ხალხში. ადგილი რომ ეპოვნა, ისიც ისეთივე ილუზიებით აივსებდა ცხოვრებას, როგორითაც ყველა.
მარტოობა და გარიყულობა იძულებულს ქმნის გონს განავითაროს ინტელექტი და სწორედ ინტელექტის მეშვეობით პოულობს მარტოსული ადგილს სამყაროში. ის თავად ქმნის საკუთარ სამყაროს და კარცერზე უარს ამბობს. ასე ხდება მოაზროვნე ის რაც ხდება! აზროვნება ჭირნახულთა და რჩეულთა ხვედრია.
და რადგან შეუძლებელია დაინახო საკუთარი თავი მთის მწვერვალზე - მხოლოდ წარმოიდგენ - შეუძლებელია მოაზროვნემ ამოწუროს საკუთარი გონი. ეს ერთადერთია რაც მას არ ძალუძს, რადგან ის გონი თავად არის.