Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(12)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ფსიქოლოგიური და ფიზიკური მარტოობა
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#35068550
· 6 Feb 2013, 12:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
trank
QUOTE
ოო, ეს სულ სხვა საქმეა. ეს უკვე მიზანია და შეგიძლია ამ მიზნისთვის რამე გააკეთო, ანუ მარტო შენთვის არ იცხოვრო და გააკეთო რაღაც იმისთვის, რომ კაცობრიობა უკვდავი იყოს. ასეა ხომ?
ზუსტად. დიდი სიამოვნებით ვიბრძოლებდი საკუთარი თავის მატერიალური უკვდავებისათვის მაგრამ ეს აშკარად უპერსპექტივოა. აი კაცობრიობა სხვა საქმეა. ვერავინ ვერ დაგიმტკიცებს, რომ ამ ბრძოლას არ აქვს აზრი და რომ ეს მიზანი ცარიელია.
როცა არის მიზანი, იქ უკვე ინდივიდის ცხოვრებაც კი იძენს აზრს.
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#35068553
· 6 Feb 2013, 12:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Magdala
QUOTE
მიქელანჯელოს რომ შვილი ყოლოდა კარგი იქნებოდა
მიქელანჯელოს რომ შვილი ჰყოლოდა მიქალანჯელო ის არ იქნებოდა რაც იყო.
QUOTE
მე მაქსიმალურად ვცდილობ თავისუფალი არჩევანი ქონდეს ყველაფერში
თავისუფალი არჩევანი ხშირ შემთხვევაში ილუზიაა და მხოლოდ გვეჩვენება რომ თავისუფალია.
სინამდვილეში გარემოზე დამოკიდებული მიმბაძველობაა, მითუმეტეს ახალგაზრდაში.
ლაბარნა
QUOTE
ანუ უნდა მოასწრო და გარკვეული დრო (თან ჯობია, მისი ბავშვობის პერიოდი) შენ თვითონ დაუთმო შენს შთამომავალს და არ მისცე აღსაზრდელად მთლიანად საზოგადოებას (საბავშვო ბაღს, სკოლას), თორემ როცა ჩამოყალიბდება, საბოლოოდ ისეთი გამოვა, შენი აღარ გეგონება მერე
შენი რატომ უნდა გეგონოს?
რაც მეტად მიზანდასახულად აღზრდი, მით მეტად გაგიცრუვდება იმედი რომ ისეთი არაა როგორიც გინდოდა. რატომ გინდოდა ყოფილიყო ისეთი როგორც შენ გინდა? - იმიტომ რომ ამით გინდა უკვდავყო საკუთარი არსი. სულ არ ფიქრობ ამ დროს ადამიანის თავისუფლებაზე, შენი შვილის თავისუფლებაზე დაბედნიერებაზე.
რა მოყვება ყველაფერ ამას? - ამას მოყვება ტრადიციული (განსაკუთრებით ქართული) ოჯახს და მშობლებს მიკერებული ახალგაზრდები, თავისუფალი აზრისა და დამოუკიდებლობის გარეშე მცხოვრები მონები. და ოდესმე თუ შეძლებენ დაიხსნან ბორკილებს, გაუჭირდებათ სხვისი დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად ნაბიჯების გადადგმა (კანტის "რა არის განმანათლებლობა?") რადგან არ არიან თავისუფლად მოძრაობას შეჩვეულნი - თუ როგორ იწრთობა მონა.
აი რა უნდა ასწავლო მთავარი ბავშვს: როგორ იყოს ის თავისუფალი!
სხვა ყველაფერს თვითონ ჩვენზე უკეთ გააკეთებს.
* * *
Swanton999
QUOTE
ჩემი აზრი არტურ შოპენჰაუერის აზრს ემთხვევა - უბადრუკი კაცი მარტოობაში თავის უბადრუკობას გრძნობს , ხოლო დიადი გონება - თავის სიდიადეს , ერთი სიტყვით : მარტოობისას ყველა თავის თავში იმას ხედავს , რაც ნამდვილადაა..-არტურ შოპენჰაუერი "ცხოვრებისეული სიბრძნის აფორიზმები"ადამიანები, რომლებიც საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნიჭით არიან დაჯილდოვებულნი ერთობ ცარიელნი არიან შიგნით...
This post has been edited by
Hushta
on 6 Feb 2013, 12:58
--------------------
"But whoever is despised by the people like a wolf by dogs; this is the free spirit, the foe of fetters, the non-adorer, the one who houses in the woods."
_Friedrich Nietzsche
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#35068624
· 6 Feb 2013, 13:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
აი რა უნდა ასწავლო მთავარი ბავშვს: როგორ იყოს ის თავისუფალი!
სხვა ყველაფერს თვითონ ჩვენზე უკეთ გააკეთებს.
თავისუფლება არანაირი ღირებულება არაა, თუ თვითმიზნად იქცევა. რომელ თავისუფლებას გულისხმობ? ეროვნულს? პიროვნულს? ეკონომიკურს? ზნეობრივს? ბოლომდე თავისუფალი რომ მარტო გიჟია, მოგეხსენება
თავისუფლება მხოლოდ საშუალებაა უფრო მაღალი მიზნის მისაღწევად. უფრო მაღალი მიზანი კი ვახსენე უკვე: კაცობრიობა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Magdala
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Magdala
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5409
წევრი No.: 140455
რეგისტრ.: 16-December 11
#35068643
· 6 Feb 2013, 13:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
მიქელანჯელო იმიტომ ვთქვი რომ მას რომ შვილი ყოლოდა შეიძლება მისი ნიჭი მის შვილში გაგრძელებულიყო მეთქი
QUOTE
რა მოყვება ყველაფერ ამას? - ამას მოყვება ტრადიციული (განსაკუთრებით ქართული) ოჯახს და მშობლებს მიკერებული ახალგაზრდები, თავისუფალი აზრისა და დამოუკიდებლობის გარეშე მცხოვრები მონები. და ოდესმე თუ შეძლებენ დაიხსნან ბორკილებს, გაუჭირდებათ სხვისი დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად ნაბიჯების გადადგმა (კანტის "რა არის განმანათლებლობა?") რადგან არ არიან თავისუფლად მოძრაობას შეჩვეულნი - თუ როგორ იწრთობა მონა.
+
QUOTE
აი რა უნდა ასწავლო მთავარი ბავშვს: როგორ იყოს ის თავისუფალი!
შენ ჩვენ გვასწავლე
მე ამას იმით ვცდილობ რომ ვაძლევ საშუალებასთვითონ აირჩიოს ხოლმე რა უნდა და რა არა
ან თვითონ გააკეთოს ისეთი რამეები რისი გაკეთებაც მომავალში მოუწევს
ლაბარნა
QUOTE
უფრო მაღალი მიზანი კი ვახსენე უკვე: კაცობრიობა.
კაცობრიობაში ეძებ "თავშესაფარს"?
This post has been edited by
Magdala
on 6 Feb 2013, 13:04
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#35068685
· 6 Feb 2013, 13:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
პიროვნების თავისუფლება, აზროვნებითი და ფსიქოლოგიური თავისუფლება - რის შესახებაც გავხსენი თემა.
მატერიალურ დამოკიდებულებებზე არ ვსაუბრობ. თუმცა ნაწილობრივ ესეც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მოზარდში მომავალში მის თავისუფლად ყოფნას.
QUOTE
თავისუფლება მხოლოდ საშუალებაა უფრო მაღალი მიზნის მისაღწევად. უფრო მაღალი მიზანი კი ვახსენე უკვე: კაცობრიობა.
ეს შენი სუბიექტური ღირებულებაა.
სწორედ ამის თქმა მინდოდა, რატომ არსებობს ორი მიზანი: კაცობრიობა და ინდივიდი - ერთი მეორეს აკნინებს და მეორე პირველს.
Magdala
QUOTE
მე ამას იმით ვცდილობ რომ ვაძლევ საშუალებასთვითონ აირჩიოს ხოლმე რა უნდა და რა არაან თვითონ გააკეთოს ისეთი რამეები რისი გაკეთებაც მომავალში მოუწევს
ეს კარგია.
QUOTE
მიქელანჯელო იმიტომ ვთქვი რომ მას რომ შვილი ყოლოდა შეიძლება მისი ნიჭი მის შვილში გაგრძელებულიყო მეთქი
ისტორია გვაძლევს ასეთ მაგალითებს? რაღაც არამგონია.
მაძღარი კატა თაგვებს ვერ დაიჭერსო... სიზარმაცე არაა ამორალური და არც ირაციონალური, ძალიან რაციონალური და ლოგიკური მდგომარეობაა (თუ რატომ შეგვიძლია განვავრცოთ).
This post has been edited by
Hushta
on 6 Feb 2013, 13:09
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Magdala
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Magdala
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5409
წევრი No.: 140455
რეგისტრ.: 16-December 11
#35068734
· 6 Feb 2013, 13:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
რა ჯანდაბად უნდა ჩემს შთამომავლობას ინფორმაცია?
ამაზე ვუპასუხე
ისტორიის მაგალითები რა შუაშია?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#35068758
· 6 Feb 2013, 13:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Magdala
გენიოსის შვილებზე ვსაუბრობ.
რომელს გამოყვა მისი "ნიჭი" (ფუ რა აფსურდული სიტყვაა "ნიჭი", ეგეთს არაფერს ვიცნობ) და თუ გამოიყენეს რამეში?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#35068777
· 6 Feb 2013, 13:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Magdala
QUOTE
კაცობრიობაში ეძებ "თავშესაფარს"?
ადამიანი სოციალური ცხოველია. ოჯახი, ერი და კაცობრიობა რომ უარვყო, რა ჯანდაბად მინდა მერე მაგის შედეგად მიღებული თავისუფლება?
) იგივე მარტოობაა ასეთი თავისუფლება.
Hushta
QUOTE
ეს შენი სუბიექტური ღირებულებაა.
სწორედ ამის თქმა მინდოდა, რატომ არსებობს ორი მიზანი: კაცობრიობა და ინდივიდი - ერთი მეორეს აკნინებს და მეორე პირველს.
ობიექტურად აუცილებელია ამ მიზნების შეთანხმება. კაცობრიობამ უნდა იზრუნოს ინდივიდზე და ინდივიდმა _ კაცობრიობაზე. მხოლოდ ეს არის ბედნიერების მიღწევის ფორმულა.
არც ნიჭი არაა აბსურდი _ ნიჭიერება არსებობს, გენეტიკაა იგივე და მატერიალურად წერია ჩვენს დნმ-ში.
This post has been edited by
ლაბარნა
on 6 Feb 2013, 13:14
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Magdala
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Magdala
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5409
წევრი No.: 140455
რეგისტრ.: 16-December 11
#35068793
· 6 Feb 2013, 13:14 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
გენიოსებიდან ძალიან ბევრს საერთოდ არ ყოლიათ შვილები
მაგალითი ვთქვი უბრალოდ რა ჯანდაბად შეიძლება გამოიყენო წინაპრების ინფორმაცია
QUOTE
ფუ რა აფსურდული სიტყვაა "ნიჭი", ეგეთს არაფერს ვიცნობ
კარგი რააა
ლაბარნა
QUOTE
რა ჯანდაბად მინდა მერე მაგის შედეგად მიღებული თავისუფლება?
სიტყვა 'ჯანდაბა' ძალიან პოპულარულია ამ თემაში იმიტომ რომ არ ვიცით რა ვთქვათ მის ნაცვლად
This post has been edited by
Magdala
on 6 Feb 2013, 13:15
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#35068883
· 6 Feb 2013, 13:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Magdala
QUOTE
სიტყვა 'ჯანდაბა' ძალიან პოპულარულია ამ თემაში იმიტომ რომ არ ვიცით რა ვთქვათ მის ნაცვლად
როგორ არ ვიცი )) დოზანაც შეიძლება აქ ითქვას
ხომ იცი "სიზმარას" მულტფილმიდან ეს ფრაზა? _ რა ჯანაბა და რა დოზანაა, სულ ვირთხები და ვირთხები!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#35068884
· 6 Feb 2013, 13:21 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
QUOTE
ობიექტურად აუცილებელია ამ მიზნების შეთანხმება. კაცობრიობამ უნდა იზრუნოს ინდივიდზე და ინდივიდმა _ კაცობრიობაზე. მხოლოდ ეს არის ბედნიერების მიღწევის ფორმულა.
აი სწორედ ამის შეთანხმებაა საჭირო და ძალიან საჭირო!
დემოკრატიულ საზოგადოებაში (დემოკრატია კი განუსაზღვრელი სიტყვაა, არ არსებობს აბსოლუტური დემოკრატია) ინდივიდი იმიტომ უნდა იდგეს პირველ ადგილზე, რომ ინდივიდებით უნდა იქნას სახელმწიფო და არა პროპაგანდით და ბორკილებით. დემოკრატია, ლიბერალიზმი და ადამიანის უფლებები, სწორედ ინდივიდზე - პიროვნებაზე დამყარებულ კაცობრიობას გულისხმობს, რომელიც ერთი მთლიანობაა და ეს მთლიანობა, ნაწილია ერთი მთლიანის - ინდივიდის.
ასეთ საზოგადოებაში ინდივიდი პირველ რიგში საკუთარი თავის იმედზეა, საკუთარი თავისუფლებით სუნთქავს და არა საზოგადოების აზრით!
აი ამის თქმა მინდოდა სწორედ და ტყეში გაქცევა და მგლებთან ცხოვრება არ მიგულისხმია. თუმცა ფსიქოლოგიურად ამისთვის უნდა იყო მზად, რომ იყო ინდივიდუალი, გქონდეს საკუთარი თავის რწმენა და იყო თავისუფალი.
QUOTE
არც ნიჭი არაა აბსურდი _ ნიჭიერება არსებობს, გენეტიკაა იგივე და მატერიალურად წერია ჩვენს დნმ-ში.
ჰოდა იმ გენეტიკაში, ამ კუთხით შიშების მეტი არაფერი არ წერია.
ნიჭს ვეძახით იმას, რა უნარიც არ ვიცით საიდან როგორ მოხვდა ადამიანში.
არადა, ყოველთვის შეიძლება ამ ნიჭის ჩათესვლა "უნიჭო" ადამიანში.
This post has been edited by
Hushta
on 6 Feb 2013, 13:25
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#35068936
· 6 Feb 2013, 13:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
აი სწორედ ამის შეთანხმებაა საჭირო და ძალიან საჭირო!
დემოკრატიულ საზოგადოებაში (დემოკრატია კი განუსაზღვრელი სიტყვაა, არ არსებობს აბსოლუტური დემოკრატია) ინდივიდი იმიტომ უნდა იდგეს პირველ ადგილზე, რომ ინდივიდებით უნდა იქნას სახელმწიფო და არა პროპაგანდით და ბორკილებით. დემოკრატია, ლიბერალიზმი და ადამიანის უფლებები, სწორედ ინდივიდზე - პიროვნებაზე დამყარებულ კაცობრიობას გულისხმობს, რომელიც ერთი მთლიანობაა და ეს მთლიანობა ნაწილია ერთი მთლიანისა - ინდივიდის.
ასეთ საზოგადოებაში ინდივიდი პირველ რიგში საკუთარი თავის იმედზეა, საკუთარი თავისუფლებით სუნთქავს და არა საზოგადოების აზრით!
აი ამის თქმა მინდოდა სწორედ და ტყეში გაქცევა და მგლებთან ცხოვრება არ მიგულისხმია, თუმცა ფსიქოლოგიურად ამისთვის უნდა იყო მზად, რომ იყო ინდივიდუალი და იყო თავისუფალი.
ახლა მეც გავიგე _ ეს სხვა საქმეა, თუ კაცობრიობასთან და საზოგადოებასთან კავშირს ინარჩუნებ (იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა).
QUOTE
ჰოდა იმ გენეტიკაში შიშებისა და მიდრეკილებების მეტი არაფერიც არ წერია.
ნიჭს ვეძახით იმას, რა უნარიც არ ვიცით საიდან როგორ მოხვდა ადამიანში.
არადა, ყოველთვის შეიძლება ამ ნიჭის ჩათესვლა "უნიჭო" ადამიანში.
ოო გენეტიკაში არც ვიცით ბოლომდე, რა წერია, უზარმაზარი სიბრძნე რომაა ჩადებული, ბუნების დიდი სიბრძნე, ეს ფაქტია.
რაც შეეხება უნიჭო ადამიანს, ასეთი უბრალოდ არ არსებობს. გაქვს გონება? _ ესე იგი გქონია რაღაც ნიჭიც, სულ ცოტა _ გონიერების ნიჭი მაინც.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
Hushta
foe of fetters
ჯგუფი: Members
წერილები: 7053
წევრი No.: 49083
რეგისტრ.: 12-December 07
#35068988
· 6 Feb 2013, 13:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ლაბარნა
QUOTE
ახლა მეც გავიგე _ ეს სხვა საქმეა, თუ კაცობრიობასთან და საზოგადოებასთან კავშირს ინარჩუნებ (იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა).
მე იზოლაციაზე არ ვსაუბრობდი, მე ვსაუბრობდი მარტოობაზე და უფრო ზუსტად - ფსიქოლოგიურ მარტოობაზე, რომელიც არ გამორიცხავს ფიზიკურ კავშირს სოციუმთან.
QUOTE
რაც შეეხება უნიჭო ადამიანს, ასეთი უბრალოდ არ არსებობს. გაქვს გონება? _ ესე იგი გქონია რაღაც ნიჭიც, სულ ცოტა _ გონიერების ნიჭი მაინც.
ამის თქმა მინდოდა მეც.
თუ უნიჭო ადამიანი არ არსებობს, სიტყვა "ნიჭიერება" აზრს კარგავს.
არსებობს შიშები და არსებობს კმაყოფილება, ეს არის და ეს. თუმცა რეზერვში ყველა თვითკმაყოფილ, ზარმაც და "უნიჭო" ადამიანშია დაკონსერვებული ის გადარჩენის "ნიჭი" - როცა კი დაჭირდება მაშინვე ჩაირთვება.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tranka
ტრანწა
ჯგუფი: Registered
tranka
ტრანწა
ჯგუფი: Registered
წერილები: 1881
წევრი No.: 110904
რეგისტრ.: 29-January 10
#35069059
· 6 Feb 2013, 13:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
ააა, ა... მივხვდი, რასაც ამბობ, მივხვდი
წეღან სხვანაირად გავიგე.
კი ბატონო, გეთანხმები კიდევაც. ფსიქოლოგიური მარტოობის მოპოვება აუცილებელია, თან სასიცოცხლოდ. ლაროშფუკოს სიტყვებია მგონი, ზუსტად აღარ მახსოვს, ადამიანებიო საკუთარ 3/4 ზე ამბობენ უარს, რომ სხვებს დაემსგავსონო. ნუ ცოტა გადახვევაა თემიდან ეს ფრაზა, მაგრამ რაღაცნაირად ეხმიანება მაინც.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
#35069076
· 6 Feb 2013, 13:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Hushta
QUOTE
თუ უნიჭო ადამიანი არ არსებობს, სიტყვა "ნიჭიერება" აზრს კარგავს.
ნიჭიერება არსებობს კონკრეტულ სფეროებთან მიმართებით. ცნობილია, რომ არსებობს მუსიკალური ნიჭი. მხატვრის ნიჭი, ლიტერატურული ნიჭი, მათემატიკის ნიჭი, ტექნიკის ნიჭი. იოლად გამოუდის ხელიდან ეს საქმე ადამიანს და თან ეს ოჯახური და გენეტიკურია.
ამას ვერ გაიგებ სანამ არ შეეჩეხები ადამიანს, რომელიც ნიჭიერია. თავიც რომ მოიკლა, შეიძლება ვერ აჯობო, თუ მას ნიჭი აქვს ამ კონკრეტულ სფეროში და შენ არა ))
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერ იპოვი სფეროს, სადაც შენ მეტი ნიჭი გაქვს და შენ მას დაჩაგრავ. სწორედ ამაზეა საუბარი თვითრეალიზების დროს _ ყველამ უნდა ვიპოვოთ ჩვენი ნიშა, ის საქმე, რომელიც გვსიამოვნებს და თან გვემარჯვება.
QUOTE
მე იზოლაციაზე არ ვსაუბრობდი, მე ვსაუბრობდი მარტოობაზე და უფრო ზუსტად - ფსიქოლოგიურ მარტოობაზე, რომელიც არ გამორიცხავს ფიზიკურ კავშირს სოციუმთან.
კი, ეგ იზოლაცია არ არის. ეგ უბრალოდ შორი და ახლო წრის ამბავია. საჭიროა მონახო ადამიანები, ვინც თვითონაც განიცდის იგივეს, თანახმა იქნება უფრო ახლო მეგობრობაზე და შეგივსებს ამ მარტოობას _ შევა შენს საახლობლო წრეში.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(12)
« პირველი
...
3
4
[5]
6
7
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0379 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.