Waveმოდი ერთ მაგალითს მოვიყვან რომელიც მეცნიერებასაც და ლოგიკასაც სახეს ახევს
31. უთხრა ლაბანმა: რა მოგცე? უთხრა იაკობმა: ნურაფერს მომცემ, ოღონდ ეს საქმე გამიკეთე და მე კვლავ დავმწყესავ და მოვუვლი შენს ცხვარს.
32. დღეს გავივლი შენს ფარაში. ცალკე გაიყვანე ყველა დაწინწკლული და ჭრელი პირუტყვი, ყველა შავი ცხვარი, ყველა ჭრელი და დაწინწკლული თხა. ეს იქნება ჩემი გასამრჯელო.
23. ხვალ პასუხს გაგცემს ჩემს მაგივრად ჩემი სიმართლე, როცა გასამრჯელოს გასასტუმრებლად მოხვალ: ყველა თხა, რომელიც არ იქნება დაწინწკლული და ჭრელი, ან ცხვარი შავი ფერისა, ნაქურდლად ჩამითვალე.
34. უთხრა ლაბანმა: კეთილი, აგრე იყოს.
35. ცალკე გაიყვანა იმ დღეს ლაბანმა ყველა ზოლიანი და ჭრელი ვაცი, ყველა დაწინწკლული და ჭრელი ნეზვი, ყველა პირუტყვი, რომელსაც თეთრი ერია, ყველა შავი ცხვარი და თავის შვილებს ჩააბარა.
36. დააგდო ლაბანმა სამი დღის სავალი თავისსა და იაკობს შორის; და მწყესავდა იაკონი ლაბანის დანარჩენ ფარას.
37. აიღო იაკობმა ალვისხის, ნუშის და ნეკერჩხლის ნედლი ჯოხები, ალაგ-ალაგ გალოპრა, ისე რომ ჯოხებს თეთრი ზოლები დააჩნდა.
38. ჩააწყო დაჭრელებული ჯოხები დასარწყულებელ გეჯებში, სადაც მოდიოდა ფარა წლის სასმელად და მოსვლისას ახურდებოდა ხოლმე.
39. ახურდა ფარა ამ ჯოხებთან და მოიგო ფარამ ხატულები, დაწინწკლულები და ჭრელები.
40. გამოაცალკევებდა იაკობი ბატკნებს და აჭრელებული ჯოხებისკენ უზამდა პირს; მუქი ფერისას ყველას ლაბანის ფარაში სტოვებდა, თავისი პირუტყვი კი ცალკე ჰყავდა და არ აჩერებდა ლაბანის ფარასთან.
41. ჯანსაღი ფარის ახურებისასა პირუტყვის თვალწინ ჩაჰყრიდა ხოლმე იაკობი გეჯებში ჯოხებს, რომ ჯოხებთან ახურებულიყვნენ;
42. თუ ფარა სუსტი იყო, არ ჰყრიდა. ლაბანს სუსტი რჩებოდა, იაკობს - ჯანსაღი.
43. გამდიდრდა მეტისმეტად კაცი, შეეძინა დიდძალი ფარა, ყმაქალები და ყმები, აქლემები და სახედრები.
იტოგში, ლაბანს მიყავს ყველა შავი და დაწინსკლული კარგი თხა და იაკობს უტოვებს მარტო თეთრებს. მაგრამ მას თეთრები არ უნდა ხოდა ასეთ აღაცას მოიფიქრებს, როცა თეთრი თხები ახურდებიან და ცუღლუტობას დაიწყებენ, მათთან რგავს შეღებილ ზოლიან ჯოხებს. რაში მდგომარეობს გეგმა, თუ თეთრი თხები შეხედავენ ამ ჯოხებს, შვილებიც ასევე ზოლიანები და დაწინწკლულები იქნებიან.
ხოდა ყველაზე მაგარი რაარის, ეს გეგმა მუშაობს
რა გარემოშიც ხდება შეჯვარება, იმ ფერის შთამომავლობა გამოვა. ახლა ეს მეცნიერებას არ ხმარობს?