#36828992 · 13 Jun 2013, 12:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Hushta
QUOTE | იმ მაგალითში ვიგულისხმე რომ მხოლოდ 11 ადამიანი არსებობს. |
მერე ვინ ადგენს რაა რეალობა და რა ილუზია?
QUOTE | ეს საინტერესოა! რა შემთხვევაში ადგენს გენი, რომ რაღაც არარეალური უნდა აღიქვას ინდივიდმა? |
გენმა გამოიმუშავა აქსიომა , რომ ის არსებულია და რასაც შეიგრძნობს ასევე არსებულია. გენი არაფერს არ ადგენს ის გონებას აძლევს საწყის აქსიომას და წესებს, ასევე რაღაც თვისებებს აზროვნების დაწყებისთვის. მაგალითად გონებას კი აქვს თანდაყოლილი თვისება ვირტუალურად გააგრძელოს სწორი ხაზი , თუ ის რომელიმე საგანს ეფარება ან სიმეტრია ააწყოს თუ ის არ ჩანს, ეს ინსტიქტშია. ამ თვისებებით ხშირად ილუზია გამოდის, ეს ხაზი გრძელდება თუ არა სანამ არ ნახავ ვერ დაადგენ. ამას იყენებენ ილუზიონისტები ფოკუსების ჩასატარებლად.
QUOTE | მოჩვენება და ილუზია რაღაც დაცვითი მექანიზმია როგორც ჩანს. |
მოჩვენება და ილუზია სწორედ ამ თვისებებიდან მოდის , დაცვითი მექანიზმი კი არა გარემოს გამოკვლევისთვისაა, მიახლოებით წარმოიდგინო ის რაც არ ჩანს
QUOTE | არა არა, პირიქით, მანდიდან არ გამოვდივარ. კითხვა დავსვი მხოლოდ |
ხო და ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, ხომ უნდა ვთქვათ როგორ დგინდება სიმართლე? სიმართლეს ადგენს უმრავლესობა. ილიამ Uთხრა სოციალისტებს, უმრავლესობა გვიჭერს მხარსო რომ უთხრეს,ერთი გალილეის აზრი ასი ათასი ადამიანის აზრს გადაწონისო და ასეცაა , მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომაა რომ გალილეიმ მიაგნო სამყაროს ისეთ თვისებას , რომ უმრავლესობას არა აქვს არგუმენტი უარყოს და ადრე თუ გვიან აღიარებს მის სიმართლეს. თუმცა ის აბსოლიტური "ჭეშმარიტება" ვერ იქნება , რადგან გამოჩნდება ადამიანი რომელიც სხვა უკეთეს არგუმენტირებულ თვისებას მიაგნებს და უმრავლესობა მის სიმართლეს აღიარებს. მაგალითად ისტორიული სიმართლე ავიღოთ , რაღაც ითვლება სიმართლედ უმრავლესობის მიერ და არა აქვს მნიშვნელობა რეალობაში მოხდა თუ არა, თუ ფაქტს ვერ იპოვი. მაგალითად იესოს ფიზიკური არსებობის არანაირი საბუთი არ არსებობს და მაინც სიმართლედ ითვლება რომ არსებობდა ანუ შესაძლებელია გამოგონებული , სიმართლედ აღვიქვათ და პირიქით მომხდარი არ არსებულად. ერთერთი იუზერი მედავებოდა სიმართლე ხომ ერთია ის ან მოხდა ან არაო, ლოგიკურად კი ასეა(ესეც ასეა თუ არა საკითხავია, ყველა ადამიანს თავისი ათვლის სისტემა აქვს) . მაგრამ როცა პირდაპირი აღქმის საშუალება არაა , ისტორიული სიმართლე ხშირად არ არსებულის( მითების და მითისტორიების) რეალობაში შემოტანაა და ის არსებულისგან არაფრით განსხვავდება. * * * albutashvili
QUOTE | ათეისტებოოო რწმენა საჭიროა |
შენთვის მიჩუქნია , გამოგადგება
--------------------
მე სამოთხის და ჯოჯიხეთისაც მწამს და ე.ი. არსებობს.. (c) gurabe არის ჩვეულებრივი, ცოდვილი ლოგიკა და არის სულიერი ლოგიკა. (c) რამაზი რაც მე ინფორმაცია მაქვს სულ რომ ვკითხულობდე თქვენთვის დრო აღარ დამრჩება (c) GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
|