აგი ღლეა!
რა უნდა ვთქვა სხვა, თავი ვერ შევიკავე
ერთი - იქიდან დავიწყოთ რომ ათეისტი არ ნიშნავს რომ ყველა ღირებულებას გადააფასებს და უარყოფს - პირიქით!
კომუნისტები ათეისტები იყვნენ და რა, გარყვნეს თაობები?

პირიქით, ისინი უფრო მეტად მაღალ ზნეობრივ მორალს თესავდნენ, სწორედ ქაოსის შიშით - ეს ისედაც მოხდებოდა, უსაფრთხოებაის დათესვა ადამიანში ბუნებრივად დევს.
მეორე - ის რასაც ეს ტიპი ხსნის, მიუღებელია, მარაზმია - "სიმახინჯეა" მხოლოდ მისი ხედვით

ეს მისი ცნობიერებაა, მისი აღზრდის და გარემოს გავლენის შედეგია. რეალობაში არაფერი საშინელება იმაში არაა რაც მან ახსენა. ეს მისი აღქმისთვისაა საფრთხის შემცველი და მიუღებელი და ამის ცნობიერება მას საერთოდ არ გააჩნია. ისიც კი არ იცის რატომ არ შეიძლება უთხრას დედას რომ ბოზებში მიდის, გაცნობერებულიც არ აქვს მისი გასაიდუმლოების მიზეზები

ამდენ ბლუყუნს, ჯობდა ამაზე ეფიქრა.
მესამე - სწორედ ჩაკეტილი საზოგადოება შობს მეტ სიბინძურეს. ის რაც ღიად ხდება, უფრო განსჯადია და უფრო ჯანსაღი. როცა შემალვა ხდება ფაქტების, იქ ფაქტებიც მახინჯდება და ჩვენი ცნობიერებაც - რისკები მეტია.
ან რა შუაშია საერთოდ ათეიზმი - ღმერთი ვისაც სწამს იმას სექსი არ ჰქონია უცხო ქალთან?
ან რა, ღმერთი ჰომოსექსუალებს ვერ იტანს? მისი შემწეობით არაა ყოველი ცოცხალი არსება? რა უფლება გაქვს შენ - ქრისტიანს, მოყვასი განიკითხო! - ეს ჩემმა ღმერთმა თქვა, თუ შენმა! - აი ესაა კითხვები, რომლებსაც თავად მორწმუნეები უგულებელყოფენ.
ისინი ვერ იტანენ იმას, რისი განსჯის უფლებაც მათთვის ღმერთს არ მიუცია!
This post has been edited by Hushta on 24 Mar 2013, 22:55