ფაქტი არის შედეგი- ის რაც მოხდა. მაგრამ ეს არანაირად არ მეტყველებს არჩევანის ფაქტზე.
ვერც ვერანაირად ვერ აირჩევდა, რამეთუ ის (ადამი) ჯერ კიდევ წარმოადგენდა კრებსით სამშვინველს და არ იყო დიფერენცირებული, ინდივიდუალიზირებული. სწორედ ინდივიდუალიზირების გამო მოხდა მაგ აქტის და ფაქტის დაშვება.
ცნობადი ხის ნაყოფის გასინჯვის მითი ნიშნავს რომ ადამიანის კრებსითი სამშვინველის მიღმა არსებობდა ცნობიერება, რომელიც მას ასე ვთქვათ "გარედან" მართავდა. ისე როგორც ეს დღეს ხდება ცხოველების შემთხვევაში. და ის (ცნობიერება) ამ გაუდიფერენცირებელ კრებსით სამშვინველში "შემოვიდა(ცნობადის ნაყოფის მიღება). ასეთნაირად მოხდა პრაადამიანური ესენციალის (ადამ კადმონის) დეფირენცირება ცალკეულ სამშვინველებად, ანუ ინდივიდუალიზირება. ეს თავისთავად გულისხმობს მატერიალიზაციას, რათა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან ცალკეული სამშვინველები.
ამდენად, ცნობადი ხის ნაყოფის მიღება თავისთავად გახლდათ არაცნობიერი აქტი. ხოლო არაცნოვიერი აქტი არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფალი ნების გამოხატულებად.
Каждый имеет право налево.
Кто не со Мною, Я не против.
Храни тебя Господь в сухом прохладном месте.