შენი აზრით სამების შესახებ სწავლება, სამი ღმერთის თაყვანისცემას გულისხმობს? არ იცნობ ძამია მართლმადიდებლურ სწავლებას სამების შესახებ, ან ძალიან კარიკატურულად აღიქვამ და რაღატო აკრიტიკებ თუ არ ხარ საკითხში გარკვეული? ან საერთოდ რატომ უარყავი, თუ კერ არც კი გაცნობიხარ წესიერად?

ჩემი ახსნა არ არსებობს, არსებობს საეკლესიო სწავლება, რომელიც სწორედ წმინდა წერილს ეყრდნობა და მე შემიძლია ციტატებიც მოგიყვანო წმინდა წერილიდან, სადაც უნდა დაინახო სამების შესახებ სწავლება, მითუმეტეს რომ ახალ აღთქმაში უკვე ცხადად არის სწავლება სამების შესახებ:
ბიბლიაში ღმერთად სახელდება მამა(მთ. 11, 25; იონ. 6, 27; 8:54; ეფეს.4:6...), იესო ( ლკ. 5: 17-26; იონ. 1-1, 20:28...) და სულიწმინდა (საქმე მოც. 5:3-4) , თუმცა იმის მიუხედავად, რომ თითოეული მათგანი დასახელებულია ღმერთად, ბიბლია არ საუბრობს სამ ღმერთზე, არამედ ერთარსება და სამპიროვან ღვთაებაზე. მამას ძეს და წმინდა სულს, წმინდა წერილი განუკუთვნებს ისეთ თვისებებს, რაც მხოლდო ღმერთს გააჩნია, მაგალითად, სამივე პირი სამებისა არსებობდა სამყაროს შექმნამდე და მონაწილეობდა მის შექმნაში ( მამა: ფსალმ.145, მარკ. 13:19, საქ. მოც. 4:24... იესო: იო.1:1-3, 14, 1 კორინთელთა 8:6,კოლასელთა 1:16-17, სულიწმინდა: დაბადება: 1:1-3), უფრო მეტიც, სამივე ჰიპოსტასი არის ყოველგანმყოფი და ერთდროულად შეუძლია, რომ იყოს ყველგან ( მამა: იერემია 23:24, საქმ. მოც. 17:23-24; იესო: მათე 18:20, 28:20; ეფეს: 1:23; სულიწმინდა: ფსალმ. 138: 7-8) მართლმადიდებელი ადამიანი სამებას განადიდებს, როგორც ერთს და არა ცალცალკე ჰიპოსტაზს, რამეთუ სამივე ჰიპოსტაზი არის 1 არსება( ამის კონკრეტულ გამოვლინებებს დავწერ ქვემოთ, როგორც ახალი ისე ძველი აღთქმიდან). ყველა ლოცვა აღევლინება ერთი ღმერთის მისამართით." შენ გაგიდებთ, შენ გიგალობთ შენ გაქებთ..." და არა" თქვენ". სამების საიდუმლო ადამიანისთვის მიუწვდომელია, მაგრამ ეს ეყრდნობა წმინდა წერილს და თავად უფლის სიტყვებს და ამიტომ აქ რწმენის ჩართვაც არის საჭირო. სამების დოგმატიდან თუ გამოვალთ, მაშინ მართლაც ნათელია, რომ ღმერთი ნამდვილად არის სიყვარული. დაუკვირდით ერთ რამეს. ღმერთი არის ყველა ქმნილების დასაბამი, ხოლო ჩვენ მას ვუწოდებთ სიყვარულს. იბადება კითხვა, სანამ ღმერთი შექმნიდა ხილულ სამყაროსა და ანგელოზებს... ვინ უყვარდა მას? აქედან გამომდინარე ჩანს, რომ სიყვარულის გამოვლინება ღმერთისთვის არამხოლოდ ადამიანთან მიმართებაში ხდება , არამედ თითოეულ ჰიპოსტაზს სამებისა აქვს ერთმანეთის მიმართ სრული სიყვარული. თუ როგორ ხდება ეს ადამიანი ამას ბოლომდე ვერასდროს გაიგებს.
ახლა მოგიყვანთ ციტატებს ძველი აღთქმიდან , სადაც არის სამების გამოვლინება: დაბადება 1:26 " "და თქვა ღმერთმა: შევქმნათ კაცი ჩვენი ხატისაებრ და მსგავსებისაებრ"
დააკვირდით სიტყვებს, თქვა არის მხოლობითში ნათქვამი, ხოლო შევქმნეთ მრავლობითში. ეს არის დასტური ერთარსება და სამპიროვანი ღვთაების არსებობისა. დაბადება 3:22"22. "და თქვა ღმერთმა: აჰა, ადამი გახდა, როგორც ერთი ჩვენგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა" აქაც ზუსტად იგივე.
დაბადება 18, 1-3 : " 1. და ეჩვენა აბრაამს ღმერთი მამრეს მუხასთან, როდესაც იჯდა იგი თავისი კარვის კართან შუადღისას.
2. და აახილა თავისი თვალები და დაინახა: აჰა, სამი კაცი თავზე დაადგა მას; და დაინახა და გაიქცა მათ შესაგებებლად თავისი კარვის კარიდან და თაყვანი სცა მიწამდე,
3. და თქვა: უფალო, თუ ვპოვე მადლი შენ წინაშე, ნუ ჩაუვლი შენს მონას;" აქ პირდაპირ არის გადმოცემული სწავლება ერთარსება და სამპიროვანი ღმერთის შესახებ.
ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ აქ აბრაამმა განჭვრიტა სამების საიდუმლო, და შეიცნო სამპიროვანი და ერთარსება ღმერთი, ამიტომ მიმართა მათ მხოლობითში: " უფალო"
ესაიას წიგნის მეექვსე თავის მესამე მუხლში გადმოცემულია ხილვა, რომელიც იხილა წინასწარმეტყველმა, მან იხილა თუ როგორ განადიდებდნენ სერაბიმები უფალს:
"3. ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება!"
აქ სამჯერ არის მოხსენიებული , რომ წმინდაა უფალი, წმინდა მამები განმარტავენ, რომ აქაც სამებაზეა მინიშნება.
ახლა ახალი აღთქმიდან ვნახოთ რა წერია სამების შესახებ (მათე 28, 19):" წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა". დააკვირდით , უფალი არ ამბობს სახელებითო , არამედ "სახელითა.".. , რადგან სამივე არის ერთი არსება.
ოიანეს პირველი ეპისტოლე, 5 თავი , 7 მუხლი: " ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია."
შენ თუ ზოგადად ახსნების და განმარტებების წინაარმდეგი ხარ და ისე გინდა გაიაზრო წმინდა წერილის სწავლება, ეს სხვა თემაა, რატომ არ გსურს მოუსმინო საეკლესიო სწავლებას და ახსნას სამების შესახებ? ეს იმას ნიშნავს, რომ არ გდომებია მოუსმინო ეკლესიის სწავლებას და ისე აკრიტიკო
This post has been edited by fenomenez on 29 Apr 2013, 15:05