არსებობს, თუ არა ღმერთი? უნივერსიტეტის პროფესორმა დაუსვა ეს კითხვა სტუდენტებს; მან ხომ ყველაფერი შექმნა?
- დიახ!- ერთხმად უპასუხეს მას სტუდენტებმა.
– თუკი ღმერთმა შექმნა ყველაფერი, მაშინ მან ბოროტებაც შექმნა,
რადგან ბოროტება არსებობს ამქვეყნად. და აქედან გამომდინარე, ღმერთიც ბოროტია – მიუგო მათ პროფესორმა. სტუდენტები გაჩუმდნენ. შემდეგ ერთ-ერთი სტუდენტი წამოდგა და პროფესორს ჰკითხა:
– პროფესორო, სიცივე არსებობს?
– ეს რა კითხვაა? ცხადია, არსებობს. განა არასოდეს შეგციებია?
– არა, სერ. სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის რასაც სიცივედ ვთვლით, მხოლოდ სითბოს ნაკლებობაა. აბსოლუტური ნული (-273°C) კი სითბოს აბსოლუტური ნაკლებობაა. სიცივე არ არსებობს, ეს სიტყვა იმისთვის გამოვიგონეთ, რომ აღგვეწერა მდგომარეობა, რომელსაც სითბოს ნაკლებობა იწვევს.
– პროფესორო,მაინტერესებს თქვენის აზრით, თუ არსებობს სიბნელე?
– ცხადია არსებობს.
– მაშინ კიდევ ერთხელ ცდებით, სერ, რადგან სიბნელე სინათლის ნაკლებობაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ არა სიბნელე. თქვენ ვერ გაზომავთ სიბნელეს. სიბნელე ის ცნებაა, რომელიც სინათლის გარეშე ყოფნას აღნიშნავს.
– სერ, არსებობს, თუ არა ბოროტება?
– რა თქმა უნდა, ეს უკვე ვთქვი. ჩვენ მას ყოველდღე ვხედავთ. დანაშაული და ძალადობაა გამეფებული მსოფლიოში.
– ბოროტება არ არსებობს, სერ. ბოროტება – ეს ღმერთთან დაშორებაა. ის სიბნელისა და სიცივის მსგავსია. ღმერთს არ შეუქმნია ბოროტება, ბოროტება ის მდგომარეობაა, რომელიც ჩნდება მაშინ, როცა ადამიანი კარგავს ღვთის სიყვარულს . . .
სტუდენტის სახელი და გვარი გახლდათ: ალბერტ აინშტაინი.
................................................................................................................................................................................
ადამინების უმეტესობას მცდარი წარმოდგენები აქვს ღმერთზე მათი აზრით ხალხს ღმერთის უნდა ეშინოდეს მკაცრად დაიცვას მცნებები,ბოროტებას თუ გააკეთებს ჯოჯოხეთში მოხვდება და ასე შემდეგ....
არადა ღმერთი ხომ კეთილია ღმერთი სიყვარულია, სიკეთეა მას უნდა რო ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს სწორედ ამიტომ გააჩინა თავის/უფალი ადამიანი და შექმნა ასეთი საოცარი სამყარო...
ვთქვათ და ეხლა აღარ ჭირდებათ ადამიანებს და მეცნიერებას ღმერთი მაინტერესებს სიკვდილის მერე რას აპირებენ???
ალბათ თქვენც შეგიმჩნევიათ რომ როცა გასაჭირშ ვარდებით მაშინ გახსენდებათ ღმერთი...
არასოდეს მოუტანია თქვენთის ლოცვას დადებითი შედეგი???