mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#35894921 · 5 Apr 2013, 18:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შენდობას ვითხოვ, ,,შენდობის კვირიაკეს“ შენდობა რომ ვერ ვითხოვე! შენდობას ვითხოვ, დიდმარხვის პირველი შვიდეულის ლიტურგიკულად დაძაბულობისა და მეორე შვიდეულში ჩვენი მთავარეპისკოპოსის (თანმხლებ პირებთან ერთად) ამერიკიდან სტუმრობის გამო, დრო რომ ვერ გამოვნახე ,,PM“-ში შემოსულ წერილთა საპასუხოდ! 4-5 წლის წინ ამ ფორუმზეც ვანთავსებდი კომენტარებს. ბოლოს, ,,დავიბლოკე“ და აქედან გამომდინარე, ქვეცნობიერშიც არ მიფიქრია, თუ ჩვენი ჩანაწერები პირადი მიმოწერის ცნობისწადილამდე (ინტერესამდე) ავიდოდა. ამიტომ, სიმართლე გითხრათ, დიდმარხვამდე ,,PM“ არც კი გამიხსნია (ამის არც გამოცდილება მქონია, _ მიუხედავად იმისა, რომ ,,E-mail“-ზე, ,,Facebook“-ზე, ,,Sms“-ზე შემოსულ და სხვ. გზავნილებს, როგორ წესი, ყოველთვის ვპასუხობთ). ამ დღეებში პირად წერილებსაც ვუპასუხებ (შეურაცხყოფაა, როცა თხოვნას უპასუხოდ ტოვებენ). მეკითხებიან, მართლა სასულიერო პირი ვარ? ამის საპასუხოდ ,,ავატარში“ საკუთარი ფოტოც კი ჩავსვი (არ მომწონს პირადი ფოტო-სურათების გამოფენა). ალბათ, ზოგი ამასაც არ ირწმუნებს, მსგავსად ამისა: საფრანგეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მხატვარმა, რატომღაც, ირწმუნა და თბილისშიც გაავრცელა, რომ ,,დიდგორზე“ ,,გიორგი წულაძის“ ფსევდონიმით, ჩვენს შორის სტილისტურ-გრამატიკულ და სხვა სახესხვაობათა მიუხედავად, სწორედ ჩვენ ვწერთ...
| QUOTE | mRvdeli giorgi sxiladze მამაო გიორგი, მადლი თქვენ და მშვიდობა, ვკითხულობ რა თქვენს პოსტებს ვხვდები, რომ ქრისტესმიერი სიყვარულითა და ჭეშმარიტი სულიერი სიბრძნით გამობრძმედილი მოძღვარი ბრძანდებით, |
ვმადლობ და ვაკურთხებ ყველას, ვინც მომმართავს ამის დარი კეთილი სიტყვებითაც (რომელთაც ავანსად და ფორად ვიღებ): ,,პატიოსანი ადამიანი ჩანხართ. ნეტა გიცნობდეთ ახლოს“.
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|