ეკუმენიზმს რასაც უწოდებენ და მიიჩნევენ დღეს საქართველოში, ესეთი ეკუმენიზმი იყო არის და იქნება კიდეც. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლლესია იძულებით გამოვიდა ეკუმენური მოძრაობიდან 1997 წელს მაგრამ მიუხედავად გამოსვლისა ვერც პატრიარქი და ზოგადად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვერ გაექცა ეკუმენიზმს ანუ იმ ქმედებებს რასაც აქ ეკუმენისტურს უწოდებენ

რომის პაპი იოანე პავლე საქართველოში როცა იყო ჩამოსული, პატრიარქმა სვეტიცხოველში მიიწვია და წირვას დაასრწო, და ერთად სანთელიც დაანთეს, და ეს მოხდა ეკუმენური მოძრაობიდან გამოსვლის შემდეგ.
სომეხთა პატრიარქის ვიზიტი სამების საკათედრო ტაძარში, და ერთობლივად სანთლების დანთება... ეხლახანს საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რომის პაპის ინტრონიზაციაზე...
ასე რომ ეკუმენური ფაქტები მრავალია და ყველას ვერც ჩამოვთვლი...
თუნდაც ის ფაქტი, რომ იერუსალიმში ცეცხლის გარდამოსვლის დროს ყველა კონფესიის წარმომადგენელი ერთად ლოცულობს, ეს პირდაპირ ეკუმენიზმია! ვერც ამას გაექცევი.. რაც არ უნდა ანტიეკუმენისტი იყო თუ ცეცხლის გარდამოსვლის დროს მოხვდები იესოს საფლავთან, უნდა განეწყო რომ ერთობლივ ლოცვებში მოგიწევს მონაწილეობის მიღება