#62743443 · 5 Oct 2026, 08:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (Artanjelo @ 12 Apr 2013, 23:39 ) | ისე მორწმუნეებს მინდა ვკითხო... ამ კვანტურ მექანიკას რატომ დაეძებთ ?
არ იცით რომ ღმერთი არ მტკიცდება მეცნიერებით, ან საერთოდ რითი უნდა დაამტკიცო ღმერთი ? |
პირიქით ლოგიკურად მტკიცდება აუცილებელი პირველმიზეზის არსებობა, საკმარისი საფუძვლის პრინციპის მეშვეობით, საწინააღმდეგოდ კი ან უსასრულო რეგრესია ან ბრუტალური ფაქტი, ორივე ეს შემთხვევა ლოგიკურად შეუძლებელია. ათეისტები ან პირველს ირჩევენ ან მეორეს, არცერთი იხსნება ლოგიკურად. იმიტომ რომ უსასრულო რეგრესი მიზეზ შედეგობრივი კავშირის შემთხვევაში შეუძლებელია, რადგან თუ არ არსებობს პირველი უმიზეზო მიზეზი, მაშინ ვერც ერთი რგოლი იარსებებს ამ ჯაჭვში და არ იქნება აწმყო, რადგან თვითონ სისტემა გამოდის უმიზეზო და დაუსაბამო. ბრუტალური ფაქტი კი უბრალოდ დაშვებაა, ლოგიკაზე და აზროვნებაზე უარის თქმა. აუცილებელი პირველმიზეზი ყველანაირ ლოგიკურ ჩარჩოებში ჯდება. მაგ: ყველაფერი რაც არსებობას იწყებს აქვს მიზეზი, სამყარომ დაიწყო არსებობა, ესეიგი ყავს მიზეზი, თუ ამას არ მივიღებთ მაშინ უსასრულო რეგრესს ვიღებთ ან თვითონ სამყაროს ვაკუთვნებთ მარადიულ აუცილებელ არსს, ორივე შეუძლებელია ლოგიკურად. ეს აუცილებელი პირველ მიზეზი ქრისტეა, კრიშნაა თუ ხელოვნური ინტელექტი ეგ სულ სხვა თემაა, თუმცა აქამდე შეგვიძლია მივიდეთ ლოგიკის მეშვეობით. აუცილებელი პირველმიზეზი უნდა იყოს უცვალებელი, დაუსაბამო, მარადიული, თავად არსებობა. თუ ის იცვლება , გარდაიქმნება ან არსებობას სხვისგან იღებს, აუცილებელი კიარა პირობითი გამოდის, პირობითი არსის მატარებლები ვართ ჩვენ და ნებისმიერი მატერია, რადგან საკუთარ არსებობას დამოუკიდებლად ვერ ვხსნით, მიზეზის გარეშე, მაგალითად მე არსებობა მივიღე ჩემი მშობლებისგან. ობიექტურად არსებობა ამ სამყაროში არავის შეუძლია, რადგან მისი ბუნებითი თვისება არ არის, ბუნებითი თვისება რომ იყოს სხვისგან მიღება არ დაჭირდებოდა, ამიტომაა საჭირო ისეთი რაღაც, ან ვიღაც რომლისთვისაც არსებობა ბუნებითი თვისებაა, მისი არსია, რომ არ იარსებობს შეუძლებელია. ესაა ამომავალი წერტილი, ანუ რამემ რომ იარსებობს ჯერ თვითონ არსებობა უნდა არსებობდეს. რავი მეტს კი არაფერს ეუბნება ღმერთი მოსეს, როცა სახელს ეკითხება. მე ვარ რომელიც ვარ, ზუსტად მაგ მყოფობას და არსებობას ნიშნავს , აუცილებელ არსებობას რომლის არ არსებობაც ლოგიკურად შეუძლებელია. მარტივადაა ყველაფერი სინამდვილეში
|