#36225577 · 29 Apr 2013, 19:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
luka123
QUOTE | მიზიდულობის კანონი ადამიანმა იმიტომ "მოიგონა" რომ მიზიდულობა არსებობს. |
რომ არსებობს საიდან იცი, ისევ ადამიანის გამოცდილებით ხომ არა?
QUOTE | და ეს მიზიდულობა ადამიანის მიერ არ არის "მოგონილი" |
დარწმუნებული ხარ? ანუ შენთვის ცნობილია ადამიანის გარეშე სამყარო ?
QUOTE | ხოდა ამდენ ხანს ეგ ვერ გაგაგებინე, რომ რაც არსებობს გარეთ, ის არსებობს შიგნით!!! |
პირიქითაა ასინეთა პირიქით, მაგრამ იგივეა  ჯერჯერობით ვერანაირად ვერ მტკიცდება ეგ ამბავი, რამდენიც გინდა იმეორე, ბევრი ვარიანტია 1. რაც გარეთაა მეტ ნაკლებად მისი ასახვაა შიგნით 2. რაც გარეთაა , შიგნით არასწორადაა 3. რაც გარეთაა, ვერასდროს აისახება შიგნით, რასაც გონება მუდმივად ეცდება 4. შიგნით რაცაა ,გარეთ მისი მიახლოებითი ასახვაა 5. შიგნით რაცაა, გარეთ სხვაა 6. შიგნით რაცაა , მისი მოდელირებულია გარეთ და არაფერია და ა.შ. (ეს ეკონომია მომწონს  ) ხო და ამათგან რომელი ვერ იტყვი, რადგან არ არსებობს ადამიანის გონების გარეშე ყოფა , მის(გონების) გარეშე ვერ იაზროვნებ , ახლა გასაგებია? QUOTE | დრო, სივრცე და კაუზალობა არის ადამიანის ცნობიერების ტრანსცენდენტური ფორმები, იმიტომ რომ ეს ფორმები არსებობენ მის გარეთ- ტრანსცენდენტურად!!! |
გადამრევს ეს კაცი , საიდან იცი? სხვა არსება იყავი და ნახე რომ არსებობდნენ?
QUOTE | არ არის სწორი ფორმა. ჭკვიანი, მაგრამ - ჭკუა. "ჭკუა ურჩევს, ენა- იტყვის" "უა"- გადაიქცევა "ვა"-დ ტაბა ისე ვატყობ დავძმაკაცდებით მე და შენ |
ილია ჭკუას ხმარობდა როგორც მახსოვს და ეტყობა თანამედროვე ენაში შეიცვალა, მე ხო იცი ბებერი ვარ. დავძმაკაცდეთ მოსულა, მე არანაირი პრობლემა არა მაქვს, მაგრამ რაღაცას რომ გეუბნები დაუფიქრდი. შენ მიიღე მატერიალისტური გაგება და არ გინდა გადათქვა , არა და არა ჩანს მასე მარტივი. მე კი ვთვლი თეორიების აგება გონიდან უნდა იწყებოდეს , აქსიომები ტვინიდან, მატერიალიზმი ძველი გადმონაშთია.
This post has been edited by Taba on 29 Apr 2013, 19:29
--------------------
მე სამოთხის და ჯოჯიხეთისაც მწამს და ე.ი. არსებობს.. (c) gurabe არის ჩვეულებრივი, ცოდვილი ლოგიკა და არის სულიერი ლოგიკა. (c) რამაზი რაც მე ინფორმაცია მაქვს სულ რომ ვკითხულობდე თქვენთვის დრო აღარ დამრჩება (c) GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS
|