ucxo777მეც მოკლედ ვიტყვი, 2 თუ 3 ლარი ღირს ფოტოსურათი, რომელსაც ელექტრონული მანქანა იღებდა ადრე და ახლა არ ვიცი, რა პრინციპით ხდება ფოტოსურათის შერჩევა, მგონი იგივენაირად. თუ არა ვცდები, კიდევ სარეგისტრაციო ფასი იქნება გადასახდელი. ყოველი ახალი მოწმობის აღება ახალი ხარჯია. ბევრ ოჯახს კი საქართველოში ისე უჭირს, ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა ეზარება და, მით უმეტეს, არ ეპიტნავებათ ზედმეტი დანახარჯები არც ისე აზრიან წამოწყებებში, რომელიც ცხოვრებას დიდად არ აუმჯობესებს.
თუ ეკონომიკური მიზეზების გამო ხართ წინააღმდეგი, მაშინ მეც თქვენთან ვარ. მაგრამ თუ სხვა, აუხსნელი და მისტიკური მიზეზების გამო, აბა რა ვიცი, მე რომ არ მჯერა 666-ის და სხვა ეშმაკობების, რა ვქნა?
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)