ღმერთი- უსაზღვროა- ნიშნავს რომ არაფერიც არაა კონკრეტული, დაუსაბამო პოტენციაა და შენი - ანუ ვისიმე (რისიმე) კონკრეტულის კონკრეტული ყოფიერებით ისაზღვრება იგი. რაც შეეხება ბოროტებას- როგორ ისაზღვრება ის?
მაგალითად:
მის არსს- ღვთაებრივ არსს, რომელიც არის უსაზღრო და დაუსაბამო, შენ შეგიძლია გაემიჯნო შენი კრძოობით, ისე, რომ იგი უარყო

გასაგებია?
და ეს უარყოფა იქნება ეგო.
ეგო= "არა შენ, არამედ მე!"
და აქედანაა აბსოლუტურად ყველა სახის ბოროტება.
ამპარტავნებაო რომ იძახით, ეგ ხომ ერთერთი სახეა ბოროტებისა.და არა მისი არსებითი და პირველადი გამოვლენა.
ხოლო თუ თქვენ გნდათ მისი ასე ვტქვათ კვინტესენცია, ანუ ბოროტების წარმოშობის წყარო, მაშინ უნდა მიმართოთ ეგოს.
რადგან ეგო არის სწორედ რომ ღვთაებრივი არსის ანტიპოდი. სუპოსტატი!
ეგო არის ღვთაებრივი არსის უარყოფა.

ეგო არის - "მე, და არა სხვა ვინმე ან რამე, მხოლოდ მე და ამის შემდეგ ის, რაც ამ მე-ს უნდა"
მაშინ, როდესა, ღვთაებრივი არსი გაღებული იქნა (მსხვერპლად) როგორც სამყაროს და ყოველთა ყოფიერთა ყოფიერომა- საკუთრიობის უარყოფის ხარჯზე და ამ გზით.
მოციქულიც ამას ამბობს:" არა- ეგო! არამედ ქრისტეს ღვთაებრივი არსი ჩემში!"
ბოროტება მხოლოდ ასე, ამ გზით გადაილახება.
* * *
ასეთნაირად, ცოდვად დაცემის, ანუ ეგოს მიღების და ამით და ამდენად ღვთაებრივი არსის უარყოფის შემდეგ, რადგან აღარავითარი სხვა პერსპქტივა და გზა არ არსებობს, გარდა თვითგანადგურებისა (ეგო თვითნადგურდება, რადგან ის ემიჯნება ღვთაებრივ, ანუ მარადიულ არსს, მარადიულ ყოფიერებას), უნდა მომხდარიყო ისეთი რამ, რაც ადამიანის არსებას კვლავ გაუჩენდა შანსს, რომ მას ცნობადში განვითარების შემდეგ შეძლებოდა თავისი ეგოსაგან გამიჯნვა
! რაითაც ის კვლავ აღადგენდა მარადიულ და უკვდავ ღვთაებრივ არსთან კავშირს.
ამისათვის მას უნდა კონკრეტიკაში, კონკრეტულად, ცხოვრებისეულ პრაქტიკაში უნდა მისცემოდა იმის მაგალითი, თუ როგორ ამბობს ღმერთი უარს თავის არსზე, რათა ყოფიერება შეიძინონ მრავალთა!
ამას ნიშნავს: "ჯვარს ეცვა ჩვენთვის". მაგრამ ვის ესმის ამ სიტყვების ჭეშმარიტი მნიშვნელობა და ვინ გრძნობს მომხდარის მნიშვნელობას?
იმას, რაც აღსრულდა გოლგოთას მისტერიის მეშვეობით.
რომ ადამიანებმა და დედამიწამ ამ შანსის იმპულსი მიიღეს
მათთან და მათს შექმნასთან კავშირში არმყოფი არსებისაგან.... სრულიად უანგაროდ და არავითარი აუცილებლობა-ვალდებულებით........
This post has been edited by luka123 on 26 Apr 2013, 10:54
Каждый имеет право налево.
Кто не со Мною, Я не против.
Храни тебя Господь в сухом прохладном месте.